imedi /  06 სექტემბერი 2019, 17:27 / სანდო წყარო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ყურძენზე ფასის გაზრდას ითხოვს

მევენახეთა აქცია

მევენახეთა აქცია

ყვარლის მუნიციპალიტეტში ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ოთხი სოფლის: გავაზის, ჭიკაანის, ზინობიანისა და ახალსოფლის მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან შუამდგომლობას სთხოვს.

მევენახეები ამბობენ, რომ 1 კგ რქაწითელის ჯიშის ყურძნის ფასი 70 თეთრი მიზერულია და მისი ღირებულება ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

„გაძვირდა ცხოვრება. ვენახებს მუშა, საწვავი და შხამ-ქიმიკატი სჭირდება. ისევ 70 თეთრს გვაძლევენ. ექსპორტი გაიზარდა და ვფიქრობდი, რომ წელს უკეთესი ფასი იქნებოდა, მაგრამ სულ ტყუილად. ასე ვერ შევთანხმდებით და ამ რეალობას ვერ შევეგუებით. ჩვენ ასეთ მიდგომას არ ვიმსახურებთ. ამიტომ ხელისუფლებას ვთხოვთ გვიშუამდგომლოს კერძო კომპანიებთან, რათა ფასი დარეგულირდეს. იმდენი გადაგვიხადონ, რამდენიც საჭიროა, რომ ჩვენი შრომა დაფასდეს. ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს რქაწითელი“, - ამბობს მევენახე თენგიზ დათუნაშვილი.

ფერმერები ხელისუფლებას ორდღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი აქციების გამართვით იმუქრებიან. მევენახეებს შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის „რთველი 2019“-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი. აქციაზე გადაწყდა, რომ საკითხს ახალსოფლის საზოგადოებრივ ცენტრში მოლაპარაკების მაგიდასთან, კონსტრუქციულ რეჟიმში დღესვე განიხილავენ.

ყველა სიახლე

15 მაისი 2026, 16:54

მსოფლიო

POLITICO: პუტჩმა, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თანამდებობიდან გადაყენების მიზნით მიმდინარეობს, კონკრეტული სახე მიიღო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დიდი ზეწოლის ქვეშაა. მას ლიდერობას მისი თანაგუნდელები ეცილებიან, სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

 ანდრი სიბიჰა
მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 16:35

პოლიტიკა

საგარეო უწყება: მაკა ბოჭორიშვილმა და ანდრი სიბიჰამ დიპლომატიური ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობა და დიალოგის გაგრძელების მზაობა დაადასტურეს

კიშინეუში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგას, ანდრი სიბიჰას შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა ბოლო პერიოდში უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული კომუნიკაციების შემდგომ ნაბიჯს.

15 მაისი 2026, 16:31

სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

15 მაისი 2026, 16:30

პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარკო ჯურიჩს შეხვდა

ქ. კიშინეუში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარკო ჯურიჩს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 16:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს შეხვდა

კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს შეხვდა.

15 მაისი 2026, 16:24

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა სგპ ყაზბეგში არადეკლარირებული სიგარეტისა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“ კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ - საერთო ჯამში 620 კოლოფი სიგარეტი და 6 მილიონი რუსული რუბლი აღმოაჩინეს.

მარიამ ქვრივიშვილი

15 მაისი 2026, 16:12

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროცესში ინდუსტრიული სექტორის როლზე და ამ კუთხით ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

15 მაისი 2026, 15:58

ეკონომიკა

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სოსო ობოლაძემ აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, სოსო ობოლაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) მისიის ლიდერთან, უნურჯარგალ დალახუსთან და დელეგაციის სხვა წევრებთან საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტის - „აბრეშუმის გზა – „იფექ – იოლუ“ მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა.

15 მაისი 2026, 15:41

რეგიონი

აჭარაში მზარეულებისთვის ტრენინგები დაიწყო

აჭარაში მზარეულებისთვის პრაქტიკული ტრენინგები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, სადაც განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულებს თევზეულის დამუშავება-მომზადების მასტერკლასები ჩაუტარდათ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 15:37

პოლიტიკა

ანდრეი სიბიგა: მქონდა კარგი შესაძლებლობა შევხვედროდი ჩემს ქართველ კოლეგას მაკა ბოჭორიშვილს. ვაგრძელებთ ქართულ-უკრაინული დიალოგის გამჭვირვალე, პრაგმატულ და კონსტრუქციულ განვითარებას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

15 მაისი 2026, 15:28

რეგიონი

ლევან ხარაბაძემ აჭარისა და გურიის სამმართველოების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

15 მაისი 2026, 15:26

პოლიტიკა

ქართველიშვილი „რადიო თბილისის“ სტატიაზე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მოიტანა ჭეშმარიტი სიტყვის თავისუფლება. არასოდეს მოუსმინოთ პროპაგანდისტებს, როგორიც „რადიო თბილისია“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რადიოსთან და თბილისთან

„რადიო თბილისმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ავტორი ცოტნე ივანიშვილის სამეცნიერო ნაშრომს მიმოიხილავს და უნიჭო ანალიზით ამ თემის პოლიტიზირებას ცდილობს- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც გამოეხმაურა „რადიო თბილისის“ მიერ მომზადებულ ანალიზს ცოტნე ივანიშვილის აკადემიური ნაშრომის შესახებ, რომელიც მედიის ნდობისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებს შეეხება.

15 მაისი 2026, 15:24

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

დონალდ ტრამპი

15 მაისი 2026, 15:21

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, მისთვის მისაღები იქნება, თუ ირანი ურანის გამდიდრებაზე 20-წლიან მორატორიუმს გამოაცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის მისაღებია წინადადება, რომელიც ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის შემოღებას გულისხმობს.

მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 15:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, ყოველთვის აქვს სურვილი, პირადად მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები, რასაც ნამდვილად ვაფასებთ

მისასალმებელია, როდესაც კოლეგას შეხვედრის სურვილი უჩნდება, გაიგოს რა ხდება რეგიონში, საქართველოში და როგორ შეიძლება წვლილი შევიტანოთ საქართველო-ევროკავშირის დიალოგში და ურთიერთობებში, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 15:18

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: გავაგრძელებთ კომუნიკაციას. მცდელობები, რომლებსაც ვხედავთ უკრაინული მხარიდან დიალოგის გაგრძელების კუთხით, პოზიტიურია. დრო გვაჩვენებს, თუ როგორ იქნება დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, ეს არის ჩვენთვის განმსაზღვრელი

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულ მხარესაც ჰქონდეს სწორი აღქმა, თუ რა განწყობები და დამოკიდებულებები არსებობს საზოგადოებაში იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვხედავდით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან.

15 მაისი 2026, 15:08

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ბათუმის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

15 მაისი 2026, 15:06

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 მაისი 2026, 15:05

პოლიტიკა

რევაზ სოხაძე: ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ტენდერებში სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას

„ჩვენ გვაქვს გაჭიანურებული პროექტები, კრიზისულ პირობებში ვმართავთ მათ. ზოგი დასრულდება, ზოგთან კი შესაძლოა ხელშეკრულების გაწყვეტა მოგვიწიოს. მთავარია, რომ გადაწყვეტილებები სამართლიანი იყოს და სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებოდეს,“ – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

15 მაისი 2026, 15:03

საზოგადოება

მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტს ამზადებს

აღნიშნული ცვლილებები სამშენებლო სექტორისა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სისტემურ რეფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო ხარისხიანი, მდგრადი და დროულად განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებას.