imedi /  17 მაისი 2017, 15:58 / სანდო წყარო

ჩინეთის უმდიდრეს ადამიანად ისევ ჯეკ მა დასახელდა

ჯეკ მა

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ელექტრონული კომერციის გიგანტის, Alibaba Group-ის დამფუძნებელი ჯეკ მა გახდა. მისი ქონება 30.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ Money Magazine წერს.

ჯეკ მამ ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის წოდება 2015 წელს დაკარგა. მაშინ მისი ქონება 23.1 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, კომპანია Dalian Wanda-ს მფლობელ ვან ცზიალინის ქონება კი 24.2 მილიარდად.

დღეის მდგომარეობით, ცზიანლინიკის ქონება 30.7 მილიარდი დოლარია. სწორედ ცზიალინის ქონებას გადაუსწრო ჯეკ მამ და ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის ტიტული დაიბრუნა. 

52 წლის ჯეკ მა მსოფლიოს მილიარდერთა სიაში 21-ე ადგილს იკავებს. 

კომენტარები ()