imedi /  19 ივნისი 2020, 11:41 / სანდო წყარო

კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდა . ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც ეწეოდნენ დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს (რაც უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ საგანგებოს მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი სსკ-ის 154-მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით) და 2020 წლის 1-ელ ივლისამდე დამქირავებლისგან არ მიუღიათ ხელფასი.

ამ დადგენილებაში შესული კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, დამქირავებლის მიერ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, კომპენსაციის მიმღებ პირთა შესახებ განაცხადის წარდგენა ყოველ შემდგომ პერიოდებზე, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება. რაც გულისხმობს, იმას რომ თუ დამქირავებელი მომდევნო თვეში არ წარადგენს ახალ განაცხადს, შემოსავლების სამსახური იყენებს წინა (ბოლო) მონაცემებს და მიიჩნევა, რომ დამქირავებელმა განაცხადი დადგენილ ვადებში წარადგინა.

ამასთან, დამქირავებელს დამატებითი, განაცხადის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა, თუ დაზუსტების მიზანია დაქირავებული პირის დამატება კომპენსაციის მიმღებ პირთა რეესტრში. დამქირავებელი ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ ამ პირზე, ხოლო დანარჩენ დაქირავებულებთან მიმართებაში გამოყენებული იქნება ბოლო განცხადება. დადგენილების თანახმად, კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ მიმდინარე წლის მაისის თვეში პირზე ფიქსირდება ხელფასის გაცემა, მაგრამ ივნისსა და შემდგომ თვეებში ადგილი არ ჰქონია ხელფასის სახით თანხების ჩარიცხვას. ამასთან, აღსანიშნავია რომ კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასი, რომელიც 10 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

„აქვე განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში დამქირავებელი კომპანიის მიერ, საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი ინფორმაცია მიიჩნევა დადგენილ ვადაში წარდგენილად, თუ დაზუსტებას ექვემდებარება მხოლოდ დაქირავებულის პირადი ნომერი, რომლის არასწორად მითითება იწვევს 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლების დაკარგვას.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს 22 ივნისის ჩათვლით წარმოადგინონ ინფორმაცია დასაქმებულთა შესახებ, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.

დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751

https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10898

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში, აწვდის შესაბამის ინფორმაცის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2026, 08:33

რეგიონი

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

15 აპრილი 2026, 08:31

საზოგადოება

მეუფე იოანე: ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება.

ნინო წილოსანი

15 აპრილი 2026, 08:24

პოლიტიკა

ნინო წილოსანი „ნაცმოძრაობაზე“: დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან და მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება

ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც თავისი აქტივისტებით, პოლიტიკოსებით, მათი კუთვნილი ტელევიზიებით წლებია ებრძვიან ქართულ ეკლესიას, ებრძოდნენ პატრიარქს. კიდევ ერთხელ დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან, როგორი ძლიერია ეკლესია და რა თქმა უნდა, მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება“, - აღნიშნა წილოსანმა.

15 აპრილი 2026, 08:16

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“

თინა ბოკუჩავასთვის ეკლესია მოედანია, რომელზეც, მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა შევიდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“.

გიორგი ვოლსკი

15 აპრილი 2026, 08:01

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციაზე: ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად

„გახარიას პოლიტიკური პარტია ზუსტად იმავე მიდგომებს იზიარებს, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გააჩნია - თითქოს ჩვენ ვართ ბრიუსელის წინაშე ვალში და ფაქტია, რომ ამაზე არცერთი კვლევა მეტყველებს. აქ უფრო პოლიტიკური სპეკულაციებია, ვიდრე ობიექტურ ანალიზზე დამოკიდებულება. ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

შალვა პაპუაშვილი

15 აპრილი 2026, 07:58

პოლიტიკა

სტამბოლში დღეს საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა გაიხსნება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით

„იმედის გაღვივება, მშვიდობის უზრუნველყოფა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის“ - ამ თემებს მიეძღვნება საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა, რომელსაც წელს თურქეთი მასპინძლობს. ასამბლეა სტამბოლში დღეს იხსნება.

15 აპრილი 2026, 07:54

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციით დაიწყება.

დონალდ ტრამპი

15 აპრილი 2026, 03:00

მსოფლიო

Fox News-ის ჟურნალისტი მარია ბარტირომო აშშ-ის პრეზიდენტთან ინტერვიუს შემდეგ: დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს

ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს, - ამის შესახებ Fox News-ის ჟურნალისტმა, მარია ბარტირომომ თეთრი სახლის ლიდერთან ინტერვიუს შემდეგ განაცხადა.

15 აპრილი 2026, 02:44

მსოფლიო

Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს

ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

15 აპრილი 2026, 02:31

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი პეტერ მადიართან სატელეფონო საუბრის შემდეგ: საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს განაცხადა, რომ ესაუბრა უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულ პეტერ მადიარს და აღნიშნა, რომ საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად.

15 აპრილი 2026, 02:20

მსოფლიო

The Guardian: ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 01:18

სპორტი

კვარაცხელიას „პსჟ“-მ მამარდაშვილის „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში „პსჟ“-მ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შედეგად ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-სა და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ ორრაუნდიანი დაპირისპირების შედეგი 4:0-ია.

პეტერ მადიარი

15 აპრილი 2026, 00:54

მსოფლიო

კრემლმა განაცხადა, რომ კმაყოფილია პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის

კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ კმაყოფილია უნგრეთის არჩეული პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის და დასძინა, რომ საკუთარ პოზიციას მისი ახალი მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე დააფუძნებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 00:41

სპორტი

სპორტის მინისტრი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო - თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს 16-19 აპრილს უმასპინძლებს

16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობის მოსამზადებელ სამუშაოებს „თბილისი არენაზე“ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე გაეცნო. ინორმაციას სპორტის მსამინისტრო ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 23:56

საზოგადოება

15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე ხუთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 23:45

მსოფლიო

The Wall Street Journal: ევროპა ამზადებს ომისშემდგომ გეგმას ჰორმუზის სრუტის გასათავისუფლებლად

ევროპული ქვეყნები ამზადებენ გეგმას ფართო კოალიციის შესაქმნელად, რათა დაეხმარონ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფას, რაც მოიცავს გამნაღმველი და სხვა სამხედრო გემების გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 23:37

მსოფლიო

ისრაელი და ლიბანი პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ

ისრაელმა და ლიბანმა განაცხადეს, რომ მხარეებს შორის გამართული პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, ისინი შეთანხმდნენ ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე.

ფრიდრიხ მერცი

14 აპრილი 2026, 22:16

მსოფლიო

მერცი: კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ

კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 22:02

ეკონომიკა

გაზრდილი საგარეო ვაჭრობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაზრდილი საგარეო ვაჭრობა - 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 862 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. აღნიშნული წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია.

ინგა ლოლაძე

14 აპრილი 2026, 21:59

პოლიტიკა

ინგა ლოლაძე გვარამიას პოსტზე: მინდა დაიმახსოვროს, რომ აუტიზმი არის მდგომარეობა, რომლითაც ჩვენი შვილები, გვარამიას ახლობლის შვილები, გვარამიას ახლობლები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობენ

მინდა დაიმახსოვროს, რომ აუტიზმი არის მდგომარეობა, რომლითაც ჩვენი შვილები, გვარამიას ახლობლის შვილები, გვარამიას ახლობლები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობენ, - განაცხადა ორგანიზაცია „მზის შვილების“ ხელმძღვანელმა ინგა ლოლაძემ.