imedi /  30 სექტემბერი 2020, 12:56 / სანდო წყარო

სებ-ი: საქართველოს ფინანსური სისტემა კორონავირუსული პანდემიით გამოწვეულ შოკს მომზადებული შეხვდა და მდგრადობას ინარჩუნებს

ფინანსური სტაბილურობის ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ფინანსური სისტემა COVID-19 პანდემიით გამოწვეულ შოკს მომზადებული შეხვდა და მდგრადობას ინარჩუნებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში შეფასებულია ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობა და რისკები და ძირითადი აქცენტი გაკეთებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის.

ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, ასევე, მოიცავს ადგილობრივი ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზს. გარდა ამისა, ანგარიშში ვრცლადაა წარმოდგენილი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები. კერძოდ, დეტალურადაა მიმოხილული მთლიან ფინანსურ სისტემაზე ორიენტირებული მაკროპრუდენციული ზომები და ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის ზრდისკენ მიმართული მიკროპრუდენციული ღონისძიებები.

„ფინანსური სტაბილურობის ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ფინანსური სისტემა COVID-19 პანდემიით გამოწვეულ შოკს მომზადებული შეხვდა და მდგრადობას ინარჩუნებს. COVID-19-ის პანდემიის გავლენით მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური აქტივობა და გაიზარდა ფინანსური სტაბილურობის რისკები მთელ მსოფლიოში. თუმცა წინა პერიოდებში ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა და კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა მოგებამ, ბანკებს საშუალება მისცა სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად კაპიტალის საკმარისი ბუფერები დაეგროვებინათ.

კრიზისამდელ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა შინამეურნეობების ჭარბვალიანობისა და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომები გაატარა. აღნიშნულმა კი, ხელი შეუწყო არაფინანსურ სექტორში არსებული მოწყვლადობის შემცირებას და გაზარდა ფინანსური სისტემის მდგრადობა შოკების მიმართ. გარდა ამისა, გასულ წლებში ლიკვიდობის გადაფარვისა (LCR) და წმინდა სტაბილური დაფინანსების (NSFR) კოეფიციენტების დაწესებით, ეროვნულმა ბანკმა ბაზრის ლიკვიდობის უზრუნველყოფასა და ბანკების დაფინანსების წყაროების სტაბილურობას შეუწყო ხელი.

შედეგად, ქვეყნის ფინანსური სექტორი ჯანსაღია და COVID-19-ის შედეგად გამოწვეული შოკების მიტიგაციისთვის კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები აქვს დაგროვებული. დამატებით, ფინანსური შუამავლობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის, პანდემიის პირველივე თვეებში სებ-მა ლიკვიდობის ახალი ინსტრუმენტები აამოქმედა. მდგრადია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სექტორიც, რომელსაც, ასევე, პრუდენციული მოთხოვნები დაუწესდა. პანდემიის შედეგად მოსალოდნელია უმოქმედო სესხების წილის ზრდა, თუმცა კომერციულმა ბანკებმა წინმსწრებად შექმნეს რეზერვები შესაძლო დანაკარგებისთვის და მოსალოდნელია, რომ ჯანსაღი საოპერაციო მომგებიანობა ამ ზარალს მნიშვნელოვანწილად გადაფარავს. შესაბამისად, ფინანსურ სექტორს საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ეკონომიკის დაკრედიტება შეუფერხებლად გაგრძელდეს.

COVID-19 პანდემიამ და მისი სწრაფად გავრცელების შესაზღუდად გატარებულმა აუცილებელმა ღონისძიებებმა შინამეურნეობებისა და არაფინანსური კომპანიების მოწყვლადობა გაზარდა, რაც ფინანსურ სექტორზეც უარყოფითად აისახა. თუმცა ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები COVID-19-ის გავლენას მნიშვნელოვნად არბილებს.

პანდემიით გამოწვეულმა შოკმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ეკონომიკური აქტივობა, რამაც სამუშაო ადგილების შემცირება და შემოსავლების კლება გამოიწვია. აღნიშნულმა კი, შინამეურნეობებსა და კომპანიებს მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები შეუქმნა. ამ კუთხით, კრიტიკული იყო კრედიტორების მიერ შეთავაზებული სესხების გადავადების პროგრამები, რომლებმაც დროებით გადახდისუუნარო მსესხებლებს ფინანსური მდგომარეობა შეუმსუბუქა.

რეალური ეკონომიკის დაკრედიტების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ბანკებს კაპიტალის და ლიკვიდობის არსებული ბუფერების გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. ამასთან, სისტემის ლიკვიდური სახსრებით უზრუნველსაყოფად, ეროვნულმა ბანკმა სვოპ ოპერაციები აამოქმედა. ასევე, ამოქმედდა ლიკვიდობის ინსტრუმენტი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციულ პოლიტიკას მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებიც უწყობს ხელს, რომლებიც ეკონომიკის ზრდისა და პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

როგორც ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის წინა განცხადებაში იყო აღნიშნული, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს კონტრციკლური ბუფერის მოთხოვნას არ გაზრდის. 2020 წლის აგვისტოში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 12% შეადგინა. ვალუტების ჭრილში ბოლო ორი წლის განმავლობაში უცხოური ვალუტის სესხებში ევროში გაცემული სესხების წილის ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, რაც, ერთი მხრივ, დივერსიფიკაციის გზით, სისტემის დონეზე სავალუტო რისკს გარკვეულწილად ამცირებს, თუმცა, მეორე მხრივ, საყურადღებო ტენდენციას წარმოადგენს ევროს მიმართ მოწყვლადობის ზრდის გამო.

აღსანიშნავია, რომ სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც წინა პერიოდებში მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. გაზრდილი გეპი ვალის ტვირთის და მოწყვლადობის ზრდაზე მიუთითებს, განსაკუთრებით კორპორატიულ სექტორში. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საწყის ეტაპზე საკრედიტო აქტივობა მნიშვნელოვნად შენელდა, თუმცა ბოლო თვეებში კვლავ გაიზარდა და, არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა 5%-10%-ის ფარგლებში იქნება. შესაბამისად, მიმდინარე წელს კონტრციკლური ბუფერის, ან მიმდინარე წლის მარტში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების გაზრდის საჭიროება არ დადგება. სამომავლოდ, კაპიტალის ბუფერების თავიდან დაგროვებისთვის კი, საბანკო სექტორს საკმარისი დრო მიეცემა, რათა აღნიშნული ბუფერები ეტაპობრივად და განსაკუთრებული სირთულეების გარეშე შეივსოს.

სესხები მოიცავს ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებსა და, ასევე, კომპანიების მიერ ადგილობრივად გამოშვებულ ობლიგაციებს.

სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი წარმოადგენს სხვაობას სესხების მშპ-თან ფარდობასა და მის გრძელვადიან ტრენდს შორის. ტრენდის შესაფასებლად, ბაზელის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოყენებულია HP ფილტრი.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის საწყის პერიოდთან შედარებით, დღეს შოკის მასშტაბები უკეთესად შეგვიძლია შევაფასოთ და მისი შესაძლო გავლენა ფინანსურ სექტორზე დიდწილად უკვე ასახულია. თუმცა კვლავ ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობა, მათ შორის, პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2020 წლის 25 ნოემბერს გაიმართება“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

დაჩი ცაგურია

26 ივლისი 2026, 23:00

პოლიტიკა

დაჩი ცაგურია: საქართველოს რკინიგზაზე ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა

არსებული მატარებლების ისეთი განახლება მიმდინარეობს, რომ ფაქტობრივად, ახალი მატარებლები გვეყოლება. სრულიად იცვლება ამ მატარებლებზე შიდა სივრცე, სავარძლები, იატაკი, განათება, ასევე მონტაჟდება სამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. საუკეთესო სავარძლები ავირჩიეთ. გვექნება კომფორტული, ძალიან კარგი მოძრავი შემადგენლობები. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზაზე არ ყოფილა, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანების დირექტორმა დაჩი ცაგურიამ.

26 ივლისი 2026, 22:50

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული (წვრილმანი ხულიგნობა).

თამარ იოსელიანი

26 ივლისი 2026, 22:41

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს, - განუცხადა "იმედის კვირას" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მისივე თქმით, ტვირთბრუნვის კუთხით რკინიგზაში ძალიან კარგი ტენდენციები ფიქსირდება, მათ შორის ბოლო ათი წლის ჭრილში.

26 ივლისი 2026, 22:17

საზოგადოება

„იმედი“ გვაერთიანებს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ტრადიციულად, სეზონის ბოლოს „იმედის კვირა“ „ტელეიმედის“ უნიჭიერეს, გემოვნებიან, ღირსეულ და პატრიოტ თანამშრომლებზე მოგიყვებათ.

26 ივლისი 2026, 22:10

რეგიონი

მთა ჩუდურაულში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა

მთა ჩუდურაულში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

26 ივლისი 2026, 22:04

საზოგადოება

ქართული ფოლკლორის ქომაგი - გია ბაღაშვილის სამეცნიერო საქმიანობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გაგაცნოთ ქართული ფოლკლორის ქომაგს - ადამიანს, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება, რადგან „იმედის“ მაყურებლების ყველა თაობა მისი ნიჭის თაყვანისმცემელია.

26 ივლისი 2026, 21:57

საზოგადოება

კულინარიის ბასკური გაკვეთილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოდან ჩასულ შეფმზარეულებს ცოდნა და გამოცდილება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში გაუზიარეს.

26 ივლისი 2026, 21:40

ეკონომიკა

3 აგვისტოდან თბილისიდან ბათუმში მატარებელი 4 საათში ჩავა - რკინიგზის მასშტაბური განახლება. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

მატარებლით მგზავრობა კიდევ უფრო კომფორტული გახდება, ისეთ რეგიონებს შეგიძლიათ ეწვიოთ სარკინიგზო მარშრუტით, სადაც ბოლოს მატარებელი ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს გაჩერდა.

აბას არაღჩი

26 ივლისი 2026, 21:39

მსოფლიო

აბას არაღჩი: ზელენსკი ირანის სავაჭრო გემს დაესხა თავს, მოკლულია ერთი მეზღვაური. ეს გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა - შეუძლებელია, რომ რაც კიევში ამ მუქთახორამ გააკეთა, პასუხგაუცემელი დარჩეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში უკრაინის მიერ ირანის სავაჭრო გემზე თავდასხმის შესახებ წერს.

26 ივლისი 2026, 21:22

სამართალი

იოსებ სიგუასა და სოფია სიგუას ოჯახური კონფლიქტი - სკანდალური საქმის დეტალები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ბოლო დროის ერთ-ერთი სკანდალური და რეზონანსული თემაა იოსებ სიგუასა და სოფია სიგუას ოჯახური კონფლიქტი, სადაც ქალი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მოძალადემ პასუხი უნდა აგოს.

ლაშა აბაშიძე

26 ივლისი 2026, 21:21

ეკონომიკა

ლაშა აბაშიძე: სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს

რკინიგზაში რა პროცესიც მიმდინარეობს, ეს არის სამგზავრო მიმართულება და სატვირთო გადაზიდვების მიმართულება, ამ ორივე მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, - განუცხადა „იმედის კვირას“ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ. მისივე თქმით, ახალციხის სარკინიგზო ხაზის განახლება უკვე სრულდება და პარალელურად ახალციხეში დაწყებულია ახალი სადგურის მშენებლობა.

26 ივლისი 2026, 21:17

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სოფელ ხიჭაურსა და გომარდულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სოფელ ხიჭაურსა და გომარდულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

26 ივლისი 2026, 21:11

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ამ ორმა ქვეყანამ მოილაპარაკა ეკონომიკური საქმიანობის და ურთიერთობების გააქტიურების შესახებ, სადაც, რა თქმა უნდა, წამყვანი ადგილი უჭირავს ბუნებრივი აირით გერმანიის მომარაგების თემას. ცხადია, რომ ამ ვითარებაში საქართველოს როლი არის შეუცვლელი, რადგან ეს არის ერთ-ერთი უმოკლესი და უიაფესი გზა

ამ ყველაფერს პირველ რიგში ვუკავშირებ საქართველოს გლობალურ როლს საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების საქმეში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა გერმანიის მიერ საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლაზე საუბრისას.

26 ივლისი 2026, 21:05

პოლიტიკა

გერმანიამ ზურაბიშვილი წაშალა - რატომ გადაწყვიტა გერმანიამ საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულების გამოსწორება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გერმანიამ ზურაბიშვილი წაშალა და „ფეისბუქჩათი“, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტი წლებია, მედიასთან საკომუნიკაციოდ იყენებდა, სათაური გადაარქვა - „პრეზიდენტის მასალების“ ნაცვლად ახლა ჩათის სახელწოდებაა „სალომე ზურაბიშვილი ფორ მედია“. ფიშერის წასვლით ზურაბიშვილის ბოლო ბასტიონი დაეცა და გადადგომა თავის ვიწრო წრეშიც მოუწია.

ლევან მაჭავარიანი

26 ივლისი 2026, 20:53

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გერმანიის მიერ საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლაზე: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, დაველოდოთ, როგორი იქნება ოფიციალური ბერლინის პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, - განუცხადა „იმედის კვირას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევამ მაჭავარიანმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდიდან საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლის თაობაზე. მისივე თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ მინიმუმ ის ტყუილები წაიშალა, რომლებიც წელიწადნახევრის განმავლობაში იყო განთავსებული, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილი ახლაც საქართველოს პრეზიდენტია.

გივი მიქანაძე

26 ივლისი 2026, 20:48

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ანკარაში გაემგზავრა

გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრ იუსუფ თექინთან და ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან.

26 ივლისი 2026, 20:37

პოლიტიკა

ეპოქის გზაგასაყარი. „იმედის კვირის“ საავტრო რეპორტაჟი

იმისთვის, რომ ქაოსში ბეწვის ხიდზე გავიაროთ, ერი და ბერი ერთსულოვანია. მცირე ჯგუფები, რომლებიც გარე პატრონების დავალებებს ასრულებენ ებრძვიან როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებს, ისე ქართულ ეკლესიას. შეურაცხყოფენ რწმენას და პროვოკაციულად ცდილობენ ქრისტიანული სწავლებების გაშარჟებას. უნიჭო იუმორი, უნიჭო პოდკასტებში მათთვის ვერ იქნება იმ შედეგის მომტანი, რისთვისაც უკვე წლებია იბრძვიან, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

26 ივლისი 2026, 20:15

პოლიტიკა

გეოპოლიტიკურ ქაოსში მშვიდობის შესანარჩუნებლად ცეცხლის რკალში მოქცეული საქართველო. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირის“ სეზონის ბოლო გადაცემის პირველი რეპორტაჟი ეძღვნება მთავარ კითხვას - გეოპოლიტიკურ ქაოსში როგორ მოახერხა საქართველომ მშვიდობის შენარჩუნება?

26 ივლისი 2026, 17:55

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძიზე სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძიზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას გაეცნო და „გოდერძი რეზორტის“ დირექტორთან, ფრიდონ პაპიძესთან და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

26 ივლისი 2026, 17:37

სპორტი

ოქროს ტბაზე 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატზე სლალომის დისციპლინაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ოქროს ტბაზე 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატზე სლალომის დისციპლინაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაძაბული გამოსვლების, სამი სპორტსმენის თანაბარი შედეგისა და ძლიერი წვიმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ქალთა შორის ჩემპიონი ესპანელი სანდრა ბოტას მედემი გახდა.