imedi /  13 ივლისი 2017, 17:12 / სანდო წყარო

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3970 ლარია

ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3941 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7290 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7424 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილება 0.0134 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

კომენტარები ()