imedi /  15 ივლისი 2017, 14:12 / სანდო წყარო

მოსკოვმა „საქართველოს ავიახაზების“ ფრენები შეზღუდა

რუსეთის  ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების“ ფრენები შეზღუდა. რუსული მედიის ცნობით, ამის მიზეზად რუსეთის ტრანსპორტის უწყება იმას ასახელებს, რომ თბილისმა რუსული ავიაკომპანიის „ურალის ავიახაზების“ ფრენებზე შეზღუდვები მათთან არ შეათანხმა.

სააგენტოების ცნობით, ადრე „საქართველოს ავიახაზებმა“ განაცხადეს, რომ რუსულმა მხარემ თბილი-მოსკოვის რეისები, რომელიც კვირაში ოთხჯერ სრულდებოდა, გააუქმა, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ეს ინფორმაცია დაადასტურა.

„ ეს საპასუხო ნაბიჯია, რადგან ქართულმა მხარემ „ურალის ავიახაზებს“ მაისიდან თბილისის მიმართულებით ასეთივე რეისების შესრულებაზე უარი უთხრა. ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და „ურალის ავიახაზებს“ ამ ფრენების განხორციელების უფლება უნდა მისცეს,“- განაცხადეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში.

საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2014 წლის 15 სექტემბრიდან განახლდა. „საქართველოს ავიახაზები“ მოსკოვის მიმართულებით კვირაში 14-18 რეისს ასრულებს. 

კომენტარები ()