imedi /  17 ივლისი 2017, 18:19 / სანდო წყარო

ავიაკომპანიებს ბრიტანეთიდან ევროპის მიმართულებით გაყიდული ბილეთების გაუქმება უნდათ

ავიაკომპანიებმა შესაძლოა ბილეთები გააუქმონ დიდი ბრიტანეთიდან ევროპის მიმართულებით რეისებზე, თუკი ბრიტანეთის ხელისუფლება ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

ავაკომპანიის ხელმძღვანელთა ვარაუდით, ბილეთების გაუქმების გადაწყვეტილება 2019 წელს განსახორციელებელ რეისებს შეეხება.

ირლანდიის ავიაკომპანია Ryanair-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ამ დრომდე ხელისუფლებამ ვერ მიაღწია ევროკავშირთან შეთანხმებას „ღია ცის“ შესახებ გარიგების ძალაში დატოვების შესახებ.

კომენტარები ()