imedi /  27 ივლისი 2017, 22:06 / სანდო წყარო

შემოსავლების სამსახურმა გადამხდელებს 1,5 მილიონი ლარი ჩამოაწერა

შემოსავლების სამსახური 6 თვის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილით 35 381 გადამხდელს ჯამში 1 584 985 987 ლარი ჩამოეწერა.

გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ავტომატურად დაკმაყოფილდა 41 გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა და დაბრუნებულმა თანხამ 3 422 300 ლარი შეადგინა.

უწყების განმარტებით, 6 პენიტენციურ დაწესებულებაში 26 მსჯავრდებულს მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭა. მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები ონლაინმაღაზიის მეშვეობით გაიყიდება და მიღებულ შემოსავალზე დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი გამოიყენება.

კომენტარები ()