მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს, გავანულოთ ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
„ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის ქვეყანაში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი გახდეს. ეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა, რომელიც პირდაპირპროპორციულად გულისხმობს იმას, საქართველომ უნდა გაანულოს იმპორტი და სრულად უზრუნველყოს ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგიით შიდა საჭიროებები,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებს ენერგეტიკის განვითარების ათწლიანი გეგმის დეტალები გააცნო. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, გეგმის პირველი ფაზა გულისხმობს მზის, ქარისა და ჰიდროენერგიის კუთხით 4,000 მეგავატი სიმძლავრის დამატებას. რაც შეეხება მეორე ფაზას, 2032 წლიდან 2036 წლამდე, ჯამურად, უნდა დაემატოს 2,750 მეგავატამდე და ეს ფაზა, ძირითადად, სრულად მიმართულია ისეთი პროექტებისკენ, როგორიცაა მსხვილი ჰესები. ყველა პროექტს თავისი გონივრული განვითარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ვადები აქვს განსაზღვრული და სწორედ ეს არის ლოგიკა 4,000 და 2,750 მეგავატს შორის,“ -
ღონისძიებაზე მინისტრმა ენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, 4,000 მეგავატის სიმძლავრის წარმატებით დაერთებისა და შემნახველი ბატარეების შეძენისთვის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 570 მლნ ევრო დასჭირდება. რაც შეეხება მეორე ფაზას, რომელიც 2032 - 2036 წლამდე პერიოდს მოიცავს, ელექტროსისტემას დასჭირდება დამატებით 400 მლნ ევროს ინვესტიცია, რათა 2036 წლამდე ქსელში 11,500 მგვტ-ი დაერთდეს.
მინისტრის შეფასებით, ენერგეტიკის დარგის განვითარების 10-წლიან გეგმაზე მუშაობის პროცესში საქართველოს ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა გამოიკვეთა - ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის განხილვის პროცესი უნდა იწყებოდეს ეკონომიკის სამინისტროში და სრულდებოდეს ასევე ეკონომიკის სამინისტროში. „ეს იქნება სამართლიანი, გამჭირვალე პროცესი და სახელმწიფოს ეცოდინება, რომ ვალდებულება, რომელიც მემორანდუმის ხელმოწერისა თუ შემდგომში „საქართველოს ელექტროსისტემასთან“ დაერთების ნებართვის გაცემისას განისაზღვრება, ორივე მხრიდან იქნება სამართლიანი. აღარ იარსებებს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რამაც ენერგეტიკული სექტორი თითქმის კოლაფსამდე მიიყვანა - ეს იყო არათანმიმდევრულობა, ე.წ. „დაბევებული“ ნებართვები, როდესაც არ არსებობდა არავითარი მემორანდუმი სახელმწიფოსა და დეველოპერს შორის,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების პატიება იყო. „მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება ჯარიმების პატიებასთან დაკავშირებული პროცესი და გვეცოდინება, რომელი ენერგეტიკული პროექტები რჩებიან და ასრულებენ განახლებული მემორანდუმების ფარგლებში ოპერირებას. ვხედავთ, რომ დინამიკა საკმაოდ დივერსიფიცირებულია, არის რიგი ხელშეკრულებები, რომლებიც გაუქმებისკენ მიდის, თუმცა, ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ჯარიმა ვაპატიოთ იმ პირობით, რომ განესაზღვრება ახალი ვადები ვალდებულებების შესასრულებლად. ჩვენ ამ ვადებსაც მივყვებით, უბრალოდ, ყველას ვაფრთხილებთ, რომ ეს ვეღარ გადაიქცევა ისეთ ვადებად, რაზეც დღეს პატიების საჭიროება დადგა“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი დიალოგისა და ქმედითი ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობას სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, გვქონდეს ღია დიალოგი კერძო სექტორთან და ყველა ახალი ინიციატივა იყოს თქვენთან შეჯერებული. ეს არის ალბათ იმის საწინდარიც, რომ სექტორი სწორად და ჯანსაღად განვითარდეს. ჩვენი მოტივაციაა, შემოგთავაზოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც დაგეხმარებათ, უფრო სწრაფად განავითაროთ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა საჯარო - კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგ მაგალითად მოიყვანა კანონპროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტებში საშემოსავლო გადასახადი განაწილების წესის ცვლილება ითვალისწინებს. გარდა ამისა, მარიამ ქვრივიშვილმა განსახილველად მთავრობის ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც 5-მგვტ-მდე ელექტროსადგურების პროექტებს შეეხება.
მინისტრის ინფორმაციით, ამ საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წერილით უკვე მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
შეხვედრა განახლებადი ენერგიების ასოციაციის „გრედას“ ორგანიზებით გაიმართა. მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი, ესკოს გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ვლადიმერ ძნელაძე, აგრეთვე პროფილური ენერგეტიკული დეპარტამენტების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ყველა სიახლე
30 აპრილი 2026, 23:25
პოლიტიკა
კახა კალაძე: აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა
აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
30 აპრილი 2026, 23:24
პოლიტიკა
კახა კალაძე ევრობიუროკრატებზე: ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. კატეგორიულად მიუღებელია მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები
ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
30 აპრილი 2026, 23:19
პოლიტიკა
კახა კალაძე ევროპულ ბიუროკრატიაზე: დღეს უკვე აბსოლუტურად ღიად უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს
ჩვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის ნამდვილად აღარ არის სიახლე, რომ ევროპული ბიუროკრატია ებრძვის ქართულ სახელმწიფოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გარე შემოტევები ბოლო წლებში კიდევ უფრო აშკარა გახდა.
30 აპრილი 2026, 22:39
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხება „გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს“.
30 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ფიფას პრეზიდენტი: ირანი, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ვანკუვერში გამართულ ფეხბურთის მმართველი ორგანოს კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ ირანი წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.
30 აპრილი 2026, 21:50
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს მაგრამ, თუ ბაზარზე დომინირებს რამდენიმე კომპანია, გამოდის, ბაზარი კი არა, რეალურად ეს კომპანიები ქმნიან ამინდს
ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის დეფიციტი დაასახელა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პროდუქციაზე მაღალი ფასების არსებობის ერთ-ერთ მიზეზად. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როცა ბაზარზე რამდენიმე კომპანია დომინირებს, გამოდის, რომ ფასებს არა ბაზარი, არამედ სწორედ ეს კომპანიები განსაზღვრავენ.
30 აპრილი 2026, 21:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.
30 აპრილი 2026, 21:13
მსოფლიო
კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიმციროს თავი მოსკოვისთვის მოლაპარაკებების ხვეწნით
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ბლოკმა არ უნდა „დაიმციროს“ თავი მოსკოვისთვის მოლაპარაკებების ხვეწნით.
30 აპრილი 2026, 21:03
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკა-ისრაელი-ირანის ომში სწორედ ჩინეთია ის ქვეყანა, რომელმაც ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი შუამავლის როლი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ, მედიასთან ისაუბრა ამერიკა-ისრაელი-ირანის ომზე. ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტში სამი ქვეყნის გარდა, სხვა მოთამაშეებიც იკვეთებიან - რუსეთი და ჩინეთი. ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ რუსეთი, უკრაინის ომის ფონზე, ანგარიშგასაწევი ძალაა ამერიკისთვის, ხოლო ჩინეთი არ გამორიცხავს ირანის დახმარებას.
30 აპრილი 2026, 21:01
პოლიტიკა
მაჭარაშვილი: ერთი წელი დასჭირდა იმ მოლოდინს, რომ საქართველოსა და შტატებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაწყებულიყო, მაგრამ თუნდაც იმ ერთ წელში, როგორც მინიმუმ, ჩვენს მიმართ არ ისმოდა უსამართლო განცხადებები
შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის პერსპექტივებსა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანი გურამ მაჭარაშვილმა.
30 აპრილი 2026, 20:58
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციას არ სჭირდება მოაზროვნე საზოგადოება, ისინი რევოლუციურ სცენარზე მუშაობენ და 26 მაისისთვის ემზადებიან, რომ ევრობიუროკრატებს დაანახონ, რომ ისევ არსებობენ
ოპოზიციის სტრატეგიასა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
30 აპრილი 2026, 20:55
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - ოპოზიციურ ალიანსში Facebook სტატუსებით ბრძოლა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა Facebook სტატუსებით. ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. სოციალურ ქსელში ამჯერად, ერთმანეთს კვლავ თამარ ჩერგოლეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდნენ.
30 აპრილი 2026, 20:54
საზოგადოება
შეტევა ეკლესიაზე და პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის მიზნები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შეტევა ეკლესიაზე, ამჯერად პოლონეთიდან. მძიმე ბრალდებები წმინდა სინოდის წინააღმდეგ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე შექმნილ ქართულენოვან საინფორმაციო გადაცემაში გაისმა.
30 აპრილი 2026, 20:49
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ირანის გარშემო არსებული კონფლიქტის გამო გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა
უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ირანის გარშემო არსებული კონფლიქტის გამო გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
30 აპრილი 2026, 20:43
პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს. რა განაპირობებს პოზიტიურ დინამიკას? „ქრონიკის“ სიუჟეტი
საგარეო შოკების და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე - საქართველოს ეკონომიკამ იანვარ-მარტში კვლავ ორნიშნა ზრდა აჩვენა, ეკონომიკის სამინისტრო შედეგებში მნიშვნელოვან წილს ანიჭებს საგარეო ვაჭრობის მიმართულების პოზიტიურ ტენდენციებს.
30 აპრილი 2026, 20:41
პოლიტიკა
სააკაშვილის მორიგი შეტევა ეკლესიაზე: „მიკვირს მედიის, რომელიც აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას - ივანიშვილმა არ დაუშვა არჩევნებზე ნამდვილი გმირი და წმინდა ადამიანი მეუფე ისაია უდიპლომობის გამო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მორიგი შეტევა ეკლესიაზე - სააკაშვილი პატრიარქის არჩევნებს „ეგრეთ წოდებულს“ და „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებს. ის აცხადებს, რომ სახელმწიფოც და ეკლესიაც რუსეთმა მიიტაცა, ბიძინა ივანიშვილმა კი, მეუფე ისაია არ დაუშვა არჩევნებზე.
30 აპრილი 2026, 20:38
პოლიტიკა
პარტნიორობის გაღრმავება, ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობა - არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი საქართველოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტნიორობის გაღრმავება, ეკონომიკური და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობა - არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი საქართველოშია.
30 აპრილი 2026, 20:32
პოლიტიკა
საწვავის ბაზრის სტრუქტურა და ფასწარმოქმნის ჯაჭვი - ფასების შემსწავლელმა, პარლამენტის დროებითმა კომისიამ, ბაზრის ლიდერ ნავთობკომპანიებს მოუსმინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიზნესმა, რომელიც სრულად იმპორტზეა დამოკიდებული, ბოლო პერიოდში საწვავის გაძვირება გლობალურ ბაზარზე არსებული ვითარებით ახსნა. თითქმის ორი თვის განმავლობაში, კომისიის წევრებმა სხვადასხვა პროდუქტის და მედიკამენტების მწარმოებლებსაც მოუსმინეს.
30 აპრილი 2026, 20:31
თავდაცვა
30 აპრილი თავდაცვის ძალების დღეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამშობლოს დაცვის გარანტი და ეროვნული ღირებულებების ძლიერი კერა- ასე შეაფასა ქართული ჯარი თავდაცვის მინისტრმა. სამხედროებს მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ. დღესვე პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს.
30 აპრილი 2026, 20:28
პოლიტიკა
სადღობელაშვილი: ევროპაში ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?! - ძლიერი ქვეყანა იმაზე დგას, რომ იცავს თავის ფესვებს
დღეს ხშირად გვესმის, რომ ევროპა არის განვითარების, უსაფრთხოების და პროგრესის სიმბოლო. მაგრამ როცა ოფიციალური მონაცემებიც კი - მათ შორის Eurostat - მიუთითებს, რომ ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, ხოლო სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, ჩნდება ძალიან სერიოზული კითხვა: საით მიექანება დღევანდელი ევროპა”? გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?! რის ფასად?! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.


