imedi /  28 მარტი 2017, 14:47 / სანდო წყარო

Starbucks: საქართველოში არ შემოვდივართ

ოფიციალური Starbucks-ი საქართველოს ბაზარზე შემოსვლის გეგმას არ ადასტურებს. ამის შესახებ კომპანიამ "იმედს" ექსკლუზიურად განუცხადა.

ყავის ცნობილ კომპანიაში აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელებული ცნობა, საქართველოში Starbucks-ის ყავის ქარხნისა და მაღაზიის გახსნაზე, ჭორი და სპეკულაციაა. 

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში დამატებითი განმარტება გააკეთეს და განაცხადეს, რომ 2016 წლის დეკემბერში, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ, შპს "კაფსულო"-ს კახეთის გზატკეცილზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების ნებართვა მისცა, მაგრამ პროექტის დეტალური აღწერილობა ჯერჯერობით არ არსებობს. 

როგორც მერიაში აცხადებენ, ოფიციალურ დოკუმენტებში კომპანია Starbucks-ი არ ფიგურირებდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მრავალფუნქციურ კომპლექსში იქნება როგორც სავაჭრო ობიექტი, ისე ყავის საწარმო. 

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია Starbucks-ის საქართველოში, კერძოდ კი თბილისში შემოსვლის შესახებ. 

ყველა სიახლე

08 მარტი 2026, 10:45

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ დღეს რუმინეთს დაუპირისპირდებიან

რაგბი ევროპის ნახევარფინალური მატჩი ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია.

08 მარტი 2026, 10:42

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ჯ.ძ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

08 მარტი 2026, 10:38

სამართალი

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული შ.ჰ. დააკავეს.

08 მარტი 2026, 10:36

სამართალი

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავა

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა და სააფთიაქო ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

08 მარტი 2026, 10:35

რეგიონი

ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება

ფოთის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა 2025 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტი ეფუძნება და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

08 მარტი 2026, 10:35

მსოფლიო

აშშ-ში ტორნადოებს მსხვერპლი მოჰყვა

ოფიციალური პირების განცხადებით, პარასკევს სამხრეთ მიჩიგანში 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 წლის ბიჭი, 2 ადამიანი კი ოკლაჰომაში გარდაიცვალა. სამაშველო ჯგუფები ზარალის შეფასებას კვლავ აგრძელებენ.

08 მარტი 2026, 10:33

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრმა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა

ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა.

08 მარტი 2026, 10:24

მსოფლიო

ტრამპმა ლათინური ამერიკის ნარკოკარტელების განადგურების მიზნით ახალი სამხედრო ალიანსი შექმნა

დონალდ ტრამპმა ლათინური ამერიკის ნარკოკარტელების განადგურების პირობა დადო და ამ მიზნით სამხედრო ალიანსი შექმნა. კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ მან „ამერიკის ფარის“ (Shield of the Americas) სამიტზე განაცხადა, რომელსაც ლათინური ამერიკის 10-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრო. შეხვედრა 7 მარტს, მაიამის მახლობლად, ტრამპის გოლფ-კლუბში გაიმართა. სამიტს არ ესწრებოდნენ მექსიკის, ბრაზილიისა და კოლუმბიის პრეზიდენტები.

08 მარტი 2026, 10:09

მსოფლიო

ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

„შემთხვევის ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები ძაღლების, დრონებისა და ვერტმფრენის გამოყენებით, რათა დადგინდეს პოტენციური დამნაშავის ან დამნაშავეთა ვინაობა“, - ნათქვამია ოსლოს პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

08 მარტი 2026, 09:58

საზოგადოება

ბაია კვიციანმა პროფესიული განათლების ექსელენს ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, თბილისში 1 200 სტუდენტზე გათვლილი ლოგისტიკისა და მშენებლობის მიმართულების ექსელენს ცენტრი შენდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 მარტი 2026, 09:39

მსოფლიო

ზელენსკი: დღემდე არ არის არანაირი პროგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით და არც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე

დღემდე არ არის არანაირი პროგრესი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე. არ არის პროგრესი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზეც, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა აღიარებს, რომ ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, პაკეტების ბლოკირება კვლავ გრძელდება.

დონალდ ტრამპი

08 მარტი 2026, 09:19

მსოფლიო

დონალდ ტრამპი კირ სტარმერს: არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან

არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მისამართით.

08 მარტი 2026, 09:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +4 და ღამით +2 გრადუსია მოსალოდნელი.

ნანა კაკაბაძე

08 მარტი 2026, 08:44

პოლიტიკა

კაკაბაძე: ბიძინა ივანიშვილის გონივრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველო არც ერთ მხარეს არ იხრება, ვინაიდან ერთმა ბეწვისოდენა შეცდომამ შესაძლოა ისე დაგვაზიანოს, რომ გადავიქცეთ სხვა ქვეყნების ინტერესების გასატარებელ ტერიტორიად

ბიძინა ივანიშვილის სწორი პოლიტიკური ალღოსა და გონივრული პოლიტიკის შედეგია ისიც, რომ საქართველო დასავლეთისა და ჩრდილოეთის გამძაფრებული ინტერესის მიუხედავად, არც ერთ მხარეს არ იხრება, ვინაიდან ზუსტად გრძნობს, არასწორმა გადახრამ და ერთმა ბეწვისოდენა შეცდომამ, შესაძლებელია ისე დაგვაზიანოს, რომ გადავიქცეთ მხოლოდ სხვა ქვეყნების ინტერესების გასატარებელ ტერიტორიად (დერეფნად), - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

ლარს კლინგბეილი

08 მარტი 2026, 08:28

მსოფლიო

გერმანიის ვიცე-კანცლერი: ძალიან მკაფიოდ ვამბობ: ეს ჩვენი ომი არ არის, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მივიღებთ

გერმანია ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს ჩვენი ომი არ არის, - განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბეილმა.

08 მარტი 2026, 08:16

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა დაბომბა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ინფორმაციით, ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა დაბომბა. მათივე ცნობით, ამერიკულ სამხედრო ბაზას „მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემებით“ დაესხნენ თავს.

08 მარტი 2026, 08:02

მსოფლიო

ისრაელის მედია: გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, შესაძლოა, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი დაჭრილია

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც მის მემკვიდრედ განიხილება, შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილია. ამის თაობაზე The Times of Israel-ი წერს.

08 მარტი 2026, 00:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დებატებზე: კარგია, რომ არსებითად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა დისკუსია. დარწმუნებული ვარ, ასეთ რეჟიმში გაგრძელდება დებატები ტელეკომპანია „იმედში“

„კარგია, რომ არსებითად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა ეს დისკუსია. დარწმუნებული ვარ, ასეთ რეჟიმში გაგრძელდება დებატები ტელეკომპანია „იმედში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში დებატების დასრულების შემდეგ.

08 მარტი 2026, 00:04

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მიგრაციასთან „იგლ ჰილსის“ პროექტს არავითარი კავშირი არ აქვს - ეს არის უდიდესი პოზიტიური ეფექტის მომტანი და ახალი, ღირსეული სამუშაო ადგილების შემქმნელი პროექტი ჩვენს ქვეყანაში

„6.6 მილიარდი დოლარი - ეს არის საქართველოსთვის ისტორიული მოცულობის ინვესტიცია, ეს არის უმსხვილესი ორი პროექტი და უნდა გავცდეთ მხოლოდ იმ თემაზე საუბარს, რომ შენდება საცხოვრებელი სახლები - უმაღლესი სტანდარტის ორი კომპლექსი აშენდება, უმაღლესი სტანდარტის განთავსების ობიექტები, გონიოს ტერიტორიაზე მოეწყობა სრულიად ახალი ტურისტული პროდუქტი, რომელიც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, ამავდროულად, მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცეები, რომლებიც დღეს არ არის არც გონიოში, არც კრწანისში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

08 მარტი 2026, 00:00

საზოგადოება

დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა

მსოფლიოში ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული, ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა. 1975 წელს 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომაც აღიარა.