imedi /  17 ივლისი 2017, 23:08 / სანდო წყარო

123 რუსულ ვებგვერდს "სამეფო კარის თამაშების" წაშლა მოსთხოვეს

კავშირგაბმულობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ფედერალურმა სამსახურმა 123 რუსულ ვებგვერდს "სამეფო კარის თამაშები"-ს ბოლო სეზონის წაშლა მოსთხოვა. ამის შესახებ "როსკომნადზორი"-ის განცხადებაში წერია.

აკრძალვის მიზეზი "სამეფო კარის თამაშები"-ს ბოლო სეზონის არალეგალურად მოპოვებული სერიებია.

"მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ინტერნეტპროვაიდერები ამ ვებგვერდებს დაბლოკავენ", - აცხადებენ "როსკომნადზორში". 

13 ივლისს, ლოს-ანჯელესში Walt Disney-ის საკონცერტო დარბაზში HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროექტის "სამეფო კარის თამაშების" მეშვიდე სეზონის მსოფლიო პრემიერა შედგა.

კომენტარები ()