imedi /  13 მაისი 2017, 10:48 / სანდო წყარო

კიევში ლენინის ბოლო ძეგლი აიღეს

კიევში ლენინის ბოლო ძეგლი აიღეს. უკრაინაში დეკომუნიზაციის პროცესი 2015 წლის აპრილიდან დაიწყო, რადის მიერ მიღებული შესაბამისი კანონის თანახმად. ძეგლების გარდა, ქვეყანაში აკრძალულია საბჭოთა სიმბოლიკა, ასამართლებენ კომუნისტურ რეჟიმს, იხსნება სპეცსამსახურების არქივები, სახელები ეცვლება დასახლებულ პუნქტებს და ქუჩებს.

ოდესაში მარშალ ჟუკოვის მემორიალური დაფა გატეხეს. ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა მარშალ ჟუკოვის ყველა ბარელიეფის და ბიუსტის აღების ბრძანება გასცა.

კომენტარები ()