imedi /  19 ივნისი 2017, 14:50 / სანდო წყარო

Brexit-ზე მოლაპარაკებები დაიწყო

Brexit-ის მდივანმა დევიდ დევისმა განაცხადა, რომ დღეს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. მისი თქმით, ბრიტანეთის განწყობა "პოზიტიური და კონსტრუქციულია". 

ევროკავშირის მედიატორის მაიკლ ბერის თქმით, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოგვარდეს პრიორიტეტული საკითხები და მოლაპარაკებების ჩატარების გრაფიკი.

გუნდი, რომელიც მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას, დიდი ბრიტანეთიდან ბრიუსელში უკვე გაემგზავრა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ტერეზა მეიმ 29 მარტს ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა - Brexit-ი ოფიციალურად დაიწყო.  გეგმის მიხედვით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საბოლოოდ 2019 წლის მარტში დატოვებს.

კომენტარები ()