imedi /  17 ივლისი 2017, 18:26 / სანდო წყარო

მონტენეგროში ხანძრის გამო 100-მდე ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა

მონტენეგროში, ლუშტიცას ნახევარკუნძულიდან ხანძრის გამო 100-მდე ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ washington post წერს. 

სიტუაციას ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა კიდევ უფრო ართულებს. ტყის ხანძარი დასახლებულ პუნქტებსა და კემპინგის ზონას უახლოვდება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ევაკუაციაში ფლოტიც მონაწილოებს. 

ანალოგიური ვითარებაა ხორვატიაშიც, სადაც ხანძარმა ათობით ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. 

კომენტარები ()