imedi /  17 ივლისი 2017, 18:51 / სანდო წყარო

თურქეთში აფეთქების შედეგად 17 ჯარისკაცი დაშავდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჰაქიარის პროვინციაში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. შედეგად 17 ჯარისკაცი დაშავდა. ამის შესახებ Reuters წერს. 

აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ავტომობილი, რომელშიც სამხედროები ისხდნენ, ერაყისა და ირანის საზღვრებთან ახლოს გადაადგილდებოდა. ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. 

თურქეთის ხელისუფლება მომხდარში "ქურთისტანის მუშათა პარტიას" ადანაშაულებს. 

2015 წლის ივლისში, თურქეთსა და "ქურთისტანის სახალხო პარტიას" შორის განახლებული კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის მხარემ 900-მდე სამხედრო დაკარგა, 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე კი დაიღუპა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში მათ პარტიის 10 ათასამდე წევრის განეიტრალება შეძლეს.

ოფიციალური ანკარა, "ქურთისტანის სახალხო პარტიას", ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" აკავშირებს. 

კომენტარები ()