Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა, ხუთ წლამდე შეფერხდეს
ფოტო: Getty Images
აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მნიშვნელოვანი შეიარაღების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს, რადგან ირანთან ომის შედეგად შემცირებული საბრძოლო მასალის მარაგების აღდგენას და საკუთარი არსენალის შევსებას ცდილობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანა მნიშვნელოვანი რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღების გადავადებას ელოდება, რადგან ირანთან ომის შედეგად აშშ-ის სამხედროებმა საკუთარი არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი ამოწურეს.
გერმანიამ აშშ-ს შორი მანძილზე მოქმედი Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებისა და სახმელეთო Typhon-ის გამშვები სისტემების მიწოდების დაჩქარება სთხოვა. თუმცა, აშშ-ის მარაგების შემცირების გამო, ამ შეიარაღების მწარმოებელი კომპანია RTX-ის, Raytheon-ის, შეკვეთის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შესრულებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს.
კიდევ ორმა ოფიციალურმა პირმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანას, რომელიც ასევე აშშ-ის შეიარაღების სისტემებზეა დამოკიდებული, მიწოდების შეფერხებები ირანთან ომის დაწყებიდან მალევე შეექმნა. აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი 28 თებერვალს დაიწყეს.
პენტაგონის გადაწყვეტილება, პრიორიტეტი საკუთარი მარაგების შევსებას მიანიჭოს, ასევე ართულებს უკრაინის მცდელობას, აშშ-გან Patriot-ის დამატებითი რაკეტები მიიღოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ომით დაზარალებულ ქვეყანას რთული ზამთარი ელოდება.
უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის საკითხი მომავალ კვირას ნიუ-იორკში დაგეგმილი გაეროს შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, წერს გამოცემა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირის დასაწყისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ უკრაინასთან განიხილავს როგორც Patriot-ის სისტემის „გაცილებით ნაკლებად დახვეწილი ვერსიის“ მიწოდებას, ისე ევროპული ქვეყნებისთვის ამ სისტემების დამოუკიდებლად წარმოების ლიცენზიების გაცემას.
სხვადასხვა შეფასებებით, ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში აშშ-მა ყველაზე თანამედროვე Patriot-ის რაკეტების ვარიანტების მარაგის ნახევარზე მეტი, Tomahawk-ის რაკეტების დაახლოებით მესამედი და მაღალი სიზუსტის მქონე THAAD-ის რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტების, თითქმის. ნახევარი გამოიყენა.
აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2025 წლის ივნისიდან მოყოლებული, აშშ-მა შესაძლოა, საკუთარი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტების მარაგის ორ მესამედამდე უკვე გამოიყენა.
სამხედროებმა ირანის სამიზნეების გასანადგურებლად ომის პირველ თვეებში იმდენად დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა გამოიყენეს, რომ ამას „სტრატეგიული მარაგების დეფიციტი და საბრძოლო მასალის შესავსებად საჭირო წარმოების შესაძლებლობებში არსებული პრობლემები“ მოჰყვა, განაცხადეს პენტაგონის წარმომადგენლებმა უწყების გენერალურ ინსპექტორთან.
ახლა ოფიციალური პირები მუშაობენ კრიტიკული კომპონენტებისა და გარკვეული ტიპის საბრძოლო მასალის მარაგების შესავსებად, ასევე წარმოების ვადების შემცირებაზე, ნათქვამია გენერალური ინსპექტორის ოფისის მიერ ამ კვირაში გამოქვეყნებულ ანგარიშში.
სამხედრო კომპანიები წარმოების გაზრდაზე მუშაობენ. Lockheed Martin ცდილობს ყველაზე თანამედროვე PAC-3 MSE-ის, ანუ Patriot Advanced Capability-3 Missile Segment Enhancement-ის წლიური წარმოების სიმძლავრე დაახლოებით 600 ერთეულიდან 2 000 ერთეულამდე გაზარდოს, აღნიშნულია სტატიაში.
მარაგების დეფიციტი მხოლოდ აშშ-სა და ევროპას არ ეხება. აპრილში აშშ-მ იაპონიას აცნობა, რომ Tomahawk-ის რაკეტების მიწოდება შესაძლოა, ორ წლამდე დაგვიანდეს.
საუდის არაბეთმაც მიმართა მოკავშირეებს, მათ შორის აშშ-ს, სამხედრო დახმარების თხოვნით, რათა იემენში მოქმედი „ჰუსიტების“ თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლა შეძლოს. ვაშინგტონს ამ ეტაპზე არ განუცხადებია, გაუწევს თუ არა ერ-რიადს დამატებით დახმარებას.
მიუხედავად ამისა, აშშ კვლავ აგრძელებს ევროპელი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის შეძენილი შეიარაღების მიწოდებას ნატოსა და ევროკავშირის ინიციატივების ფარგლებში, წერს სააგენტო.
ყველა სიახლე
19 სექტემბერი 2026, 13:54
ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთის მხარეში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აქციები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდება. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ: ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, არტერიული ჰიპერტენზიის, პროსტატის, კოლორექტული კიბოს, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
19 სექტემბერი 2026, 13:36
საზოგადოება
განათლების მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ხატვის კონკურსის „ეროვნული საგანძური“ გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი საქველმოქმედო ფონდის „Hong Kong Shine Tak Foundation“ მიერ ორგანიზებული ხატვის კონკურსის „ეროვნული საგანძური“ გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა და მათ საჩუქრები გადასცა.
19 სექტემბერი 2026, 13:33
მსოფლიო
POLITICO: უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება, თუმცა, მოკავშირეებს დახმარების შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ
უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები უფრო მეტად სჭირდება, თუმცა, მოკავშირეებს უკვე ეჭვი ეპარებათ, შეძლებენ თუ არა კიევის დახმარებას რუსეთის მზარდი მასშტაბის თავდასხმების გასამკლავებლად, - განუცხადა POLITICO-ს უკრაინის ელჩმა ნატოში ალიონა გეტმანჩუკმა.
19 სექტემბერი 2026, 12:56
ჯანდაცვა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილესთან ერთად, გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე და თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი.
19 სექტემბერი 2026, 12:24
პოლიტიკა
კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
თბილისში ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში 1 600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე 11 კორპუსს, 2 426 სრულად გარემონტებულ ბინასა და კეთილმოწყობილ გარე ინფრასტრუქტურას მოიცავს.
19 სექტემბერი 2026, 12:22
მსოფლიო
CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა
აშშ-ის სამხედროები ირანთან ომის მიმდინარეობისას ჩინურ გემს კინაღამ თავს დაესხნენ მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მომზადებულმა მცდარმა სადაზვერვო ანგარიშმა დაასკვნა, რომ გემს ახლო აღმოსავლეთში ბირთვული იარაღის პროგრამისთვის განკუთვნილი კომპონენტები გადაჰქონდა. ინფორმაციას CNN-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 სექტემბერი 2026, 12:20
პოლიტიკა
გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. „რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი
რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად აკვატორიაში „სანქცირებული რუსული გემების“ მიმოსვლა უკვე რიტუალური მოჩვენებებია - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. მთავარია, ბოროტი ტყუილი ხშირად იმეორონ და საკუთარი მანქურთული ფანტაზია ფაქტად გაასაღონ - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
19 სექტემბერი 2026, 12:20
პოლიტიკა
კახა კალაძე ბაღებში მომხდარ ფაქტზე: დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე - ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და როგორც მშობლებს, ისე საზოგადოებას, ყველაფერზე მივაწვდით ინფორმაციას
უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვება შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საჯარო საბავშვო-ბაგა ბაღების აღსაზრდელების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
19 სექტემბერი 2026, 12:16
პოლიტიკა
კახა კალაძე ნატა ფერაძის მიმართ გერმანიაში აღძრულ საქმეზე: სოციალურ ქსელში მიზანმიმართული ბულინგისა და შეურაცხყოფის ფაქტებს ყველგან აქვს შესაბამისი რეაგირება
როგორც ვხედავთ, ევროპულ ქვეყანაში, გერმანიაში სოციალურ ქსელში ბულინგი და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ გერმანიაში, შეურაცხმყოფელი ფეისბუქპოსტისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას.
19 სექტემბერი 2026, 12:04
პოლიტიკა
კახა კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს, პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, განათლების სამინისტროს მყისიერი რეაგირება კითხვებს არ უნდა ბადებდეს
ავარიული საბავშვო ბაღების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის შენობას ვაშენებთ, იგივე მოხდება სკოლების შემთხვევაშიც, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილების გაპროტესტებას გამოეხმაურა.
19 სექტემბერი 2026, 12:00
სამართალი
საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აღიმართა - პროკურორის განმარტებით, ეს მოწმის სახით გამოკითხულებმა დაადასტურეს
საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აღიმართა - პროკურორის განმარტებით, ეს დაადასტურეს მოწმის სახით გამოკითხულმა მამუკა ბახტაძემ, ლევან იზორიამ და დავით სუჯაშვილმა. კერძოდ, რომ საკითხი მათთან შეთანხმებული არ იყო.
19 სექტემბერი 2026, 12:00
რეგიონი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა 2026“ აღინიშნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში გამართულ სახალხო დღესასწაულს - „მაჭახლობა 2026“ დაესწრო.
19 სექტემბერი 2026, 11:58
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტის განცხადებით, CNN-ის MSNBC-ის და POLITICO-ს ჟურნალისტები ამერიკელი სამხედროების შესახებ ცრუ ამბებს ავრცელებდნენ
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მედიასაშუალებების CNN-ის, MSNBC-ის და POLITICO-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობა აეკრძალათ.
19 სექტემბერი 2026, 11:57
კულტურა
„ხანუმა“ ბათუმში - ავქსენტი ცაგარელის ცნობილი კომედია გრიბოედოვის სახელობის თეატრის დასმა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე წარადგინა
კლასიკური სიუჟეტი შენარჩუნებულია, თუმცა, წარმოდგენას თანამედროვე ხედვა და ახალი პერსონაჟები დაემატა. დადგმის რეჟისორი ანდრო ენუქიძეა.
19 სექტემბერი 2026, 11:50
კულტურა
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში მსმენელის წინაშე საფესტივალო ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა და სოლისტი ანდრია ბოლქვაძე წარდგნენ
ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით შესრულდა ბეთჰოვენის მე-5 სიმფონია, მორის რაველის საფორტეპიანო კონცერტი “სოლ მაჟორი” და ზვიად ბოლქვაძის „მონოლოგი”. კლასიკური მუსიკის კონცერტები საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება.
19 სექტემბერი 2026, 11:44
თავდაცვა
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ რეკრუტებს – სამხედრო ფიცის დადება, ხოლო პირად შემადგენლობას - ცენტრის იუბილე მიულოცა.
19 სექტემბერი 2026, 11:39
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: საქართველოს ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგი შეიძლება კიდევ უფრო დააჩქაროს მსოფლიოში დღეს განვითარებულმა მოვლენებმა და ევროკავშირში მოახლოებულმა არჩევნებმა
ევროპელი ლიდერების პრაგმატულ ინტერესში აუცილებლად შედის შუა დერეფანი. მათთვის უფრო მნიშვნელოვანი და სასურველი იქნება, თუ ისინი თავად გააკონტროლებენ ამ დერეფანს და არა საქართველოს ეროვნული ინტერესების მატარებელი მთავრობა, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
19 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა - დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტში ჩაიდო 280 მილიონი ლარის ინვესტიცია და თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი.
19 სექტემბერი 2026, 11:22
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის მიღწევების სია გამოაქვეყნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იმ მოვლენებისა და მიღწევების სია, რომლის განხორციელებაც მან თავის გუნდთან ერთად გაპრეზიდენტებიდან დღემდე შეძლო.


