imedi /  17 ივლისი 2017, 22:47 / სანდო წყარო

ევროსაბჭომ 16 სირიელს ქიმიური იარაღის შექმნაში მონაწილეობისთვის სანქციები დაუწესა

ევროკავშირის საბჭომ 8 სირიელ მეცნიერს და 8 სირიელ სამხედროს ქიმიური იარაღის შექმნაში მონაწილეობისთვის სანქციები დაუწესა. ამის შესახებ საბჭოს მიერ გავრცელებუ პრესრელიზში წერია.

პრესრელიზის თანახმად, ამ დროისთვის ქიმიური იარაღის შექმნისთვის 255 სირიელს აქვს უკვე სხვადასხვა ტიპის სანქციები დაწესებული. მათ ეკრძალებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა, ხოლო საბანკო ანგარიშების აღმოჩენის შემთხვევაში, ანგარიშებზე არსებული თანხა იყინება.

გარდა ამისა, სანქციები აქვს დაწესებული 67 სირიულ ორგანიზაციასა და კომპანიას, რაც გულისხმობს როგორც ნავთობის ემბარგოს, ასევე ინვესტიციების განხორციელების შეზღუდვას, საბანკო აქტივების გაყინვასა და იმ ტიპის ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას, რომლითაც შესაძლებელი იქნება თვალთვალი, სატელეფონო ზარების მოსმენა და ინტერნეტტრაფიკის კონტროლი.

 

კომენტარები ()