imedi /  07 აგვისტო 2017, 23:42 / სანდო წყარო

ობამა კენიელებს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებს

ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა კენიელ მოსახლეობას დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 8 აგვისტოს გაიმართება, სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას Washington Times-ი ავრცელებს.

"მოვუწოდებ კენიის ლიდერებს, უარი თქვან ძალადობაზე და პატივი სცენ ხალხის ნებას. ნებისმიერი დავა მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით უნდა მოგვარდეს, ნეიტრალურად და პროფესიონალურად უნდა იმოქმედონ სამართალდამცველებმაც. შედეგის მიუხედავად, ერთად უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა ბარაკ ობამამ, რომლის მამაც კენიელია.

სიტყვით გამოსვლისას, ობამამ 2007 წლის მოვლენები გაიხსენა, როდესაც არჩევნების შემდეგ დაპირისპირებას 1100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

Washington Times-ის ინფრომაციით, კენიის პოლიცია არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მასობრივი არეულობისთვის ემზადება. წინასაარჩევნო კამპანია მოქმედ ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერ რაილა ოდინგას შორის მწვავე დაპირისპირების ფონზე წარიმართა. 

ბარაკ ობამა წარმოშობით კენიელია, თუმცა ის კენიაში პირველად 1987 წელს იმყოფებოდა. დღემდე იქ მისი ნათესავები ცხოვრობენ.

ყველა სიახლე

20 მაისი 2026, 18:29

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ბოლო ზარის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

პირველ ექსპერიმენტულ და თბილისის 127-ე საჯარო სკოლებში ბოლო ზარის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა, სადაც მე-12 კლასელებს სწავლის დასრულება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიულოცა.

ლევან მოსეშვილი

20 მაისი 2026, 18:26

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: გვინდა, რომ საქართველოში საავიაციო სეგმენტი გავაძლიეროთ - შეხვედრებზე წარვადგინეთ საქართველოს მზარდი მგზავრთნაკადი, ვაჩვენეთ საქართველოს პოტენციალი, როგორც ტრანზიტული ქვეყნის. დაინტერესება იყო ძალიან დიდი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სამი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო Routes Europe 2026-ზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები პლატფორმა საავიაციო სეგმენტისთვის, რათა ჩვენ დავგეგმოთ ახალი მიმართულებები, შევხვდეთ საქართველოში მფრინავ ავიაკომპანიებს, ახალ ავიაკომპანიებს, დავგეგმოთ საქართველოში ახალი ავიამიმოსვლა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა. მისი თქმით, ფორუმზე ჯამში 65-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.

დონალდ ტრამპი

20 მაისი 2026, 18:16

მსოფლიო

ტრამპი ნეთანიაჰუზე: ის გააკეთებს ყველაფერს, რაც მე მინდა, რომ გააკეთოს - ის ძალიან კარგი ადამიანია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სრულიად ერთი და იგივე პოზიცია აქვს.

გიორგი გაბუნია

20 მაისი 2026, 18:12

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: არ შეიძლება საქართველო განიხილებოდეს ისე, როგორც კოლონია და გუბერნია. ის არის შემდგარი სახელმწიფო და მნიშვნელოვანია საქართველოსთან დიალოგი თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპების საფუძველზე

საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მიუხედავად ამისა, თავად ევრო ბიუროკრატიის ინიციატივით არ გვაქვს პოლიტიკური დიალოგის, დისკუსიის არანაირი პლატფორმა ამ ეტაპზე. თუმცა ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პრინციპები და ღირებულებები. ის პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვეძახით ევროპულს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ პრემიერის ღია წერილზე საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

20 მაისი 2026, 18:05

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ევრობიუროკრატები გაიგებენ, რომ საქართველომ დაიწყო ცხოვრება, როგორც სუვერენულმა ქვეყანამ, მერე დელეგაციებიც ჩამოვლენ, ეს ვნახეთ შეერთებული შტატების შემთხვევაშიც

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველო უნდა იყოს პრინციპული საერთაშორისო ურთიერთობებში და საკუთარი სუვერენიტეტი პრინციპულად დაიცვას.

კოტე ჟღენტი

20 მაისი 2026, 18:01

პოლიტიკა

კოტე ჟღენტი: ვფიქრობ, ორმაგი სტანდარტი მუდმივად იქნება დიდი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს და საქართველოს მსგავსი სახელმწიფოების მიმართ

„თუ ამას არანაირი პასუხი არ ექნება, მაშინ ვიცით, რომ პასუხის არგაცემაც გარკვეული შედეგია და აქედანაც გარკვეული დასკვნების გამოტანა შეიძლება. მათი მხრიდან პასუხის არმიცემა იქნება დასტური იმისა, რომ ისინი ამ პოლიტიკას არ შეიცვლიან, რამდენი წელიც არ უნდა მივცეთ. კარგად ხედავთ, რომ 3 ზესახელმწიფო [აშშ, ჩინეთი, რუსეთი] გლობალური პოლიტიკით გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, გარკვეულწილად შეიძლება ევროპა ამაში რაღაცნაირად გათვალისწინებული იყოს, მაგრამ იმ როლს, რასაც ევროპა ფიქრობს, რომ გლობალური პროცესების დარეგულირებაში ითამაშებს, მგონია რომ ვერ ითამაშებს, გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, რაშიც ისინი ახლა არიან, როგორც გაერთიანება, ისევე მისი ცალკეული სახელმწიფოები“, - მიიჩნევს ჟღენტი.

გიორგი გაბუნია

20 მაისი 2026, 17:52

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია დანიის ეროვნული პოლიციის პასუხზე: შემაშფოთებელი კადრები ვიხილეთ აქციის დაშლის პროცესში, როგორ იქცეოდა პოლიცია და როგორ ეპყრობოდა აქციის მონაწილეებს ევროპის შუა გულში. პასუხი, რომელიც მოვისმინეთ ღიმილის მომგვრელია

მართლაც შემაშფოთებელი კადრები ვიხილეთ აქციის დაშლის პროცესში, როგორ იქცეოდა დანიის პოლიცია და როგორ ეპყრობოდა აქციის მონაწილეებს და მით უმეტეს ევროპის შუა გულში. ვხედავთ, როგორი მძიმე ფაქტი მოხდა დანიაში და როცა მოვისმინეთ პასუხი, ეს პასუხი ღიმილის მომგვრელია - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ დანიის ეროვნული პოლიციის მიერ „იმედისთვის“ გამოგზავნილი წერილის შეფასებისა.

კემი ბადენოკი

20 მაისი 2026, 17:49

მსოფლიო

ბრიტანეთის „კონსერვატიული“ პარტიის ლიდერი ქვეყნის მთავრობას რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნის გამო აკრიტიკებს - როგორ არ გრცხვენიათ!

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული“ პარტიის ლიდერმა კემი ბადენოკმა ქვეყნის მთავრობა რუსულ ნავთობპროდუქტებზე დაწესებული სანქციების მოხსნის გამო გააკრიტიკა.

აქტივისტი ნანა სანდერი

20 მაისი 2026, 17:40

სამართალი

აქტივისტმა, ნანა სანდერმა პროცესზე ნანუკა ჟორჟოლიანი მის მიზანმიმართულ „გაშავებაში“ დაადანაშაულა

სასამართლო პროცესზე აქტივისტი ნანა სანდერი დაინტერესდა, შესაძლოა, თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანის ბრალდებები, რომელიც მის „გაშავებას“ უკავშირდებოდა, მურთაზ ზოდელავასთან მის დაპირისპირებასთან იყოს კავშირში.

დავით ქართველიშვილი

20 მაისი 2026, 17:35

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საინფორმაციო დაპირისპირება დღეიდან ახალ, ყველაზე მწვავე ფაზაში გადავიდა

არ გვპატიობენ 17 მაისს - ოჯახის სიწმინდის დღეს. არ გვპატიობენ პატრიარქად - მეუფე ზენონის არ არჩევას, ხოლო ქორეპისკოპოსად - დოროთე ყურაშვილის. არ გვპატიობენ ჩვენ სიმრავლეს და ტოტალურ უმრავლესობას ამ ღვთივკურთხეულ, მათთვის უცხო ქვეყანაში, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილის შევარდნის ფაქტს ეხმიანება.

ვლადიმერ პუტინი სი ძინპინი

20 მაისი 2026, 17:29

მსოფლიო

Reuters: სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პეკინში ორი ქვეყნის დამაკავშირებელ გაზსადენზე საბოლოო დეტალების შეთანხმების გარეშე დასრულდა

ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა პეკინში ორი ქვეყნის დამაკავშირებელ გაზსადენზე საბოლოო დეტალების შეთანხმების გარეშე დასრულდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

20 მაისი 2026, 17:28

სამართალი

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, წალკის, ნინოწმინდის და ვალეს საჯარო სკოლებში, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. პროკურორებმა წალკის N1, ნინოწმინდის N1 და ქალაქ ვალეს N2 საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

ნინო წილოსანი

20 მაისი 2026, 17:25

პოლიტიკა

ნინო წილოსანი სიძულვილის ენასთან დაკავშირებით შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნაზე: სწორედ ასეთი ეფექტიანი პოლიტიკით შევძლებთ, რომ დავასრულოთ კარგად დაფინანსებული სიძულვილის და ზიზღის გავრცელება

აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ სიძულვილის ენა იყოს მაქსიმალურად აღმოფხვრილი და ადამიანებს ჰქონდეთ ნორმალური თანაცხოვრების საშუალება, არის ის, რაც ხელისუფალს ევალება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

მარკ რუტე

20 მაისი 2026, 17:12

მსოფლიო

მარკ რუტე: ევროპამ რუსეთთან დიალოგის საკითხი თავად უნდა გადაწყვიტოს

ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ევროკავშირმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს, თუ არა მას რუსეთთან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პირდაპირი დიალოგის დაწყება.

კახა გოგოლაშვილი

20 მაისი 2026, 17:11

პოლიტიკა

ოპოზიციის პროპაგანდისტი კახა გოგოლაშვილი: აშშ-ში დემოკრატიული უკუსვლაა. ტრამპს აქვს ავტორიტარული მიდრეკილებები. შეიძლება ის იმპიჩმენტით გაუშვან

დღევანდელი [აშშ-ის] ადმინისტრაცია არ გამოირჩევა დემოკრატიული მისწრაფებებით, - განაცხადა ოპოზიციის პროპაგანდისტმა, კახა გოგოლაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.

ზაალ ანჯაფარიძე

20 მაისი 2026, 16:55

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს უფლება მქონდეს ეჭვი, რომ ეს იყო გაფრთხილება იმაზე, რომ შემდგომში მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდება, შეიძლება აფეთქდეს

საპატრიარქოს ალაყაფის და შლაგბაუმის შენგრევა ავტომობილით, იყო გაფრთხილება?! ზუსტად ვერ დავდებ თავს, მაგრამ არც გამოვრიცხავ, ვიცი რა კარგად აქ მოქმედი ყველასთვის ცნობილი ჯგუფების ზნე, ხელწერა და ქცევის წესი, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

20 მაისი 2026, 16:54

საზოგადოება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოლდოვაში ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში, ევროპის საბჭოსა და მოლდოვის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მარკ რუტე

20 მაისი 2026, 16:26

მსოფლიო

ნატოს გენერალური მდივანი რუსეთს გამანადგურებელი რეაქციით დაემუქრა, თუ ის უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რეაგირება გამანადგურებელი იქნება.

20 მაისი 2026, 16:20

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

20 მაისი 2026, 16:16

სამართალი

საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ქუთაისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას აქტიურად აგრძელებს. პროკურორებმა მორიგი შეხვედრა ქუთაისის №1 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართეს.