აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციების ფონზე ევროკავშირის ლიდერები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას უცხადებენ
ფოტო: Reuters
ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიუ კოშტამ, მხარდაჭერა გამოუცხადეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მას შემდეგ, რაც აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სანქციებს დაუწესებს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ღაზაში ისრაელის მოქმედებებს იძიებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უზრუნველყოფს მართლმსაჯულებას მათთვის, ვინც მსოფლიოში ყველაზე მძიმე დანაშაულების მსხვერპლი გახდა“, - ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
„ამ ფუნდამენტური მისიის შესასრულებლად, სასამართლოს მოსამართლეებსა და მოხელეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე წნეხის გარეშე“, - აღნიშნეს მათ.
სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი სანქციებს დაუწესებს ICC-ის პრეზიდენტს, ტომოკო აკანესა და წამყვან იურისტს, აბდულაიე სეის, რომელიც ღაზაში ისრაელის სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების პროცესს უძღვებოდა.
ყველა სიახლე
20 აგვისტო 2026, 22:58
მსოფლიო
პერუში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ხუთშაბათს პერუს სამხრეთით, აიაკუჩოს რეგიონში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას პერუს გეოფიზიკური ინსტიტუტი (IGP) ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ კორაკორადან 35 კილომეტრში მდებარეობდა. ამ ეტაპზე მსხვერპლის ან სერიოზული ნგრევის შესახებ ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა.
20 აგვისტო 2026, 22:52
მსოფლიო
ვიტალი კლიჩკო: რუსეთის დარტყმების შედეგად, კიევში ყოველი მესამე საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია
სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა დარტყმებმა კიევში ოთხი ათასი მრავალბინიანი სახლი დააზიანა. ამის შესახებ ხუთშაბათს, უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
20 აგვისტო 2026, 22:16
პოლიტიკა
გია აბაშიძე: როდემდე უნდა განაგრძოს ღარიბაშვილმა თვითდამაზიანებელი წერილობანა, რომლის ერთადერთი შედეგი მისთვისვე კრახია, აღვირახსნილი სიცრუისა და უუნარობის ფონზე? - მთავარი ირონია მაინც ისაა, როცა ამ მარგინალური „მინი-რომანის“ ავტორი ფულის გათეთრების აღმსარებელია
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილებს სოციალურ ქსელში აფასებს და ,,თვითდამაზიანებელ წერილობანას“ უწოდებს.
20 აგვისტო 2026, 21:49
რეგიონი
აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთის საავტომობილო გზაზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
განსახორციელებელი შესყიდვის პირობები ითვალისწინებს პრეისკურანტის საფუძველზე სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაოების, მათ შორის, პერიოდული შეკეთების, ასევე, საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას.
20 აგვისტო 2026, 21:41
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: მგონი ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს - ამ წერილიდან გამოდის, რომ მდინარაძეზე გულმხურვალე მხარდამჭერი ღარიბაშვილს არ ჰყოლია, მდინარაძეს ადვოკატობა დაუწყია და მისი პირველივე საზრუნავი და დასაცავი პირი ღარიბაშვილი ყოფილა - რას ერჩის მაშინ, რატომ ჩაუშვა?
მგონი ჩვენ კი არა, ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს. მოდი, დავიჯეროთ, რომ მდინარაძემ მისწერა ღარიბაშვილს წერილი. ამ შემთხვევაში, ჩვენ მაინც უნდა წავიკითხოთ, რა წერია წერილში. - წერს ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
20 აგვისტო 2026, 21:19
კულტურა
ნუცა ბუზალაძის მზადება კონცერტისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი არტისტის, ნუცა ბუზალაძის პირველი მასშტაბური სოლო შოუ ბათუმში გაიმართება. მომღერალი 22 აგვისტოს მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში თანამედროვე მუსიკალური პროექტით „ნუცას ლავ შოუთი“ წარდგება.
20 აგვისტო 2026, 21:14
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა არასერიოზულად მიიჩნია დონალდ ტრამპის მუქარა თეირანისთვის „დამანგრეველი“ ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ არასერიოზულად მიიჩნია დონალდ ტრამპის მუქარა ისლამური რესპუბლიკისთვის „დამანგრეველი“ ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ. მან ამ ნაბიჯს „ყურადღების გადატანა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს „მხოლოდ მორიგ მარცხს მოიტანს“.
20 აგვისტო 2026, 21:12
პოლიტიკა
დეზინფორმაციული კამპანიის ავტორები ბოდიშს არ იხდიან. ფაქტებად წარმოჩენილი განცდები და უპასუხო კითხვები 2 წლის შემდეგ - როგორ შეიქმნა გამჭვირვალობის კანონის შესახებ მითი? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რის საფუძველზე არწმუნებდა ოპოზიცია და არასამთავრობოთა ნაწილი საზოგადოებას გამჭვირვალობის კანონის დამანგრეველ შედეგებში?! - პასუხი არც ახლა აქვთ. არც აკრძალული ორგანიზაციების სია წარმოუდგენიათ და არც დაზარალებული ფერმერების, სტუდენტების, ან ემიგრანტების შესახებ ინფორმაცია.
20 აგვისტო 2026, 21:12
პოლიტიკა
ოპოზიცია ერთმანეთის და ყველა ერთად, ქვეყნის ინტერესის წინააღმდეგ. სააკაშვილ-გვარამიას დაპირისპირება, ომის რიტორიკა და ოკუპირებული ტერიტორიების ტრავმულ მეხსიერებად წარმოჩენა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოკუპაციის პრობლემის მოგვარების სააკაშვილისეული ხედვა ომის რიტორიკად ოპოზიციაშივე შეფასდა. ერთმანეთს პატიმარი და ნიკა გვარამია საჯაროდ დაუპირისპირდნენ.
20 აგვისტო 2026, 21:09
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მშობლებს შეუძლიათ, თავადაც შეაკერინონ სკოლის ფორმა
არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე ონლაინ-საიტზე, შეუძლიათ, შეიძინონ საკუთარი შვილებისთვის, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
20 აგვისტო 2026, 21:00
საზოგადოება
ივანე ჩხაიძე: საუბარი იმაზე, რომ სკოლის ფორმებს შეუძლია ჯანმრთელობის განსაკუთრებული რისკი გამოიწვიოს, უფრო მეტად პანიკის საფუძველია, ვიდრე რეალური რისკი
საუბარი იმაზე, რომ სკოლის ფორმებს შეუძლია ჯანმრთელობის განსაკუთრებული რისკი გამოიწვიოს, უფრო მეტად პანიკის საფუძველია, ვიდრე რეალური რისკი, - განუცხადა ჟურნალისტებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
20 აგვისტო 2026, 20:54
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პოზიციაა მშვიდობიანი გზით ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და სააკაშვილის გააქტიურება, სავარაუდოდ, იმას უკავშირდება, რომ ხედავენ, რა ნაბიჯებს დგამს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნდობის აღდგენისთვის
ჩვენი პოზიციაა მშვიდობიანი გზით ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
20 აგვისტო 2026, 20:51
მსოფლიო
ევროკომისიის სპიკერი: უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის ჩაატაროს არჩევნები საკუთარი კონსტიტუციისა და საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე
უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის ჩაატაროს არჩევნები საკუთარი კონსტიტუციისა და საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, შესაბამისი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ხუთშაბათს განაცხადა.
20 აგვისტო 2026, 20:45
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები არ აღიარებენ საკუთარ დანაშაულს გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, რეალურ სახეს კიდევ ერთხელ არ აჩვენებენ ჩვენს საზოგადოებას
როგორ წარმოგიდგენიათ, არაპატრიოტულ, აგენტურულ, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ძალებს რა ამოძრავებს საკუთარი სამშობლოს მიმართ?! ასეთ აღიარებას ნუ ველით, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
20 აგვისტო 2026, 20:36
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რასაც რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აანონსებდნენ გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არაფერი ახდა. ნათელია, რომ ეს იყო, უკაცრავად ჟარგონისთვის და აფერისტობა, თაღლითობა
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობოთა ნაწილს, რომლებიც საზოგადოებას გამჭვირვალობის კანონის დამანგრეველ შედეგებში არწმუნებდნენ, პასუხი არც ახლა აქვთ - არც აკრძალული ორგანიზაციების სია წარმოუდგენიათ და არც დაზარალებული ფერმერების, სტუდენტების, ან ემიგრანტების შესახებ ინფორმაცია.
20 აგვისტო 2026, 20:01
რეგიონი
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე, ტენდერები გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერები გამოაცხადა.
20 აგვისტო 2026, 19:53
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე.
20 აგვისტო 2026, 19:46
მსოფლიო
ევროკომისია: ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის სტატუსის მისაღებად, ახლად ჩასულ უკრაინელ ქალებსაც მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ისინი თავს არ არიდებენ სამხედრო სამსახურს და უკრაინა კანონიერი საფუძვლით დატოვეს
ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის სტატუსის მისაღებად, ახლად ჩასულ უკრაინელ ქალებსაც მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ისინი თავს არ არიდებენ სამხედრო სამსახურს და უკრაინა კანონიერი საფუძვლით დატოვეს. ამის შესახებ ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.
20 აგვისტო 2026, 19:10
მსოფლიო
კრემლის განცხადებით, უკრაინის გადაყენებული მინისტრის მოწოდება არჩევნების ჩატარებისკენ კიევში არსებულ განხეთქილებაზე მიუთითებს
რუსეთის განცხადებით, უკრაინის ხელმძღვანელობაში ღრმა განხეთქილებაა მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის გადაყენებულმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა, ვოლოდიმირ ზელენსკისგან არჩევნების დანიშვნა მოითხოვა - ნაწილობრივ იმის გამო, რომ, მისი მტკიცებით, მთავრობაში კორუფცია კვლავ ყვავის.
20 აგვისტო 2026, 18:56
სამართალი
პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები გაავრცელა.


