imedi /  11 აგვისტო 2017, 16:19 / სანდო წყარო

ტრამპი: ამერიკული არმია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მზადყოფნაშია

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების იარაღი "გადატენილია" იმისათვის, რომ ჩრდილოეთ კორეას შეეწინააღმდეგოს. 

"სამხედრო გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. იმედია ჩრდილოეთ კორეა არასწორად არ იმოქმედებს. იმედია, კიმ ჩენ ინი სხვა გზას იპოვის", - წერს ტრამპი თავის Twitter-ზე 

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ კუნძულ გუამზე, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, ავიაიერიშს გეგმავს. 

ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული ძალების სპიკერის თქმით, საბოლოოდ დამუშავებულ გეგმას მალევე მიაწვდიან ქვეყნის ლიდერს კიმ ჩენ ინს, ხოლო შემდეგ მას უკვე პრაქტიკაში განახორციელებენ.

კომენტარები ()