Bloomberg: უახლოესი 10 წლის ყველაზე საშიში მოვლენები
ფოტო: shutterstock
ეკონომიკური გამოცემა Bloomberg-ი ყოველწლიურად აქვეყნებს ეგრეთ წოდებულ "პესიმისტის გიდს" - ყველაზე უსიამოვნო მოვლენების ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება უახლოეს მომავალში მოხდეს. ამჯერად პროგნოზი მომავალ 10 წელს მოიცავს.
დონალდ ტრამპს მეორე ვადით აირჩევენ
თეთრი სახლის საგადასახადო რეფორმას სერიოზული ეკონომიკური ზრდა მოჰყვება, რუსეთის არჩევნებში ჩარევის საქმის გამოძიება არაფრით დასრულდება. ტრამპი უმნიშვნელო უპირატესობით გაიმარჯვებს არჩევნებში მეორე ვადით და შეასრულებს დაპირებას სამედიცინო დაზღვევის გაუქმებაზე, თუმცა მას ვერაფრით ჩაანაცვლებს. დაიწყება კრიზისი და 2024 წლის არჩევნებს მოიგებს დემოკრატი ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი. შემდეგ ოთხ წელიწადში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები საბოლოოდ დაიშლებიან. არჩევნებზე 4 კანდიდატი იქნება წარდგენილი, მაგრამ ვერცერთი ვერ მიიღებს გამარჯვებისთვის აუცილებელი ხმების რაოდენობას. დაიწყება მასშტაბური პოლიტიკური კრიზისი.
ფეისბუკი ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლაში დამარცხდება
ბევრი ქვეყნის მთავრობა რუსეთის მაგალითს მიბაძავს და შექმნის "ტროლების ფაბრიკებს". ტვიტერის ტრაფიკის ნახევარს მოიცავს ბოტები და ექაუნთები ყალბი ახალი ამბებით. მსხვილი ჰაკერული თავდასხმის შემდეგ ხმოვანი თანაშემწეები მომხმარებლებს ტრამპის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ადამიანები ვეღარ გაარჩევენ ერთმანეთისგან ტყუილს და სიმართლეს; ფეისბუკი და ტვიტერი დღევანდელი სახით აღარ იარსებებენ.
ბიტკოინი შეცვლის ბანკებს
უკვე 2018 წლისთვის, ჰაკერული თავდასხმების მიმართ ბანკების მოწყვლადობის გამო, ბიტკოინის ფასი 40 ათას დოლარამდე გაიზრდება. 2012 წლისთვის ის 100 ათას დოლარს მიაღწევს; ბიტკოინით ვაჭრობაზე გადავლენ საბერძნეთი და რამდენიმე აფრიკული ქვეყანა. 2028 წლისთვის, საბანკო სისტემა დღევანდელი სახით აღარ იარსებებს, ხოლო მსხვილი ინტერნეტ-სერვისები ივაჭრებენ ბიტკოინით, რომლის ფასიც მილიონ დოლარს გადააჭარბებს.
კიმ ჩენ ინი მოკვდება
ჩრდილოეთ კორეა გაუშვებს რაკეტას, რომელიც აშშ-ის სანაპიროებთან 20 კილომეტრში ჩავარდება. ტრამპი გადაწყვეტს რომ კონფლიქტის გამწვავება არ ღირს და ფხენიანს არ უპასუხებს. 2019 წელს კიმ ჩენ ინი გულის შეტევისგან მოკვდება, ახალი მთავრობა კი ბირთვულ პროგარამაზე უარს იტყვის. ჩინეთი აშშ-ს დაუმეგობრდება და ტრამპის ხელშეწყობით ტაივანს დააბრუნებს. ამ ფონზე იაპონია დაიწყებს ბირთვულ იარაღზე მუშაობას და 2028 წლისთვის ბირთვული სახელმწიფო გახდება.
ბრიტანეთის ხელისუფლებაში სოციალისტები მოვლენ
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მოლაპარაკებები ჩაიშლება, რაც ტერეზა მეის თანამდებობის ფასად დაუჯდება. მას ლეიბორისტების ლიდერი, გულმხურვალე სოციალისტი ჯერემი კორბინი შეცვლის. განათლება გახდება უფასო, კორბინის რეფორმები კი - ძალიან პოპულარული, მაგრამ ბიუჯეტს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს. 2028 წლისთვის დიდი ბრიტანეთის დეფოლტის საფრთხე გახდება რეალური.
ელექტრომანქანები ნავთობზე დამოკიდებულებას დაამარცხებენ. პუტინი გადადგება
უკვე 2018 წელს დასატენი ბატარეები ძალიან ეფექტიანი გახდება, ხოლო ელექტრომობილები - პოპულარული, რის გამოც "ოპეკი" ნავთობის მოპოვებას შეამცირებს, რომ მისი ღირებულება ერთ ბარელზე 50 დოლარზე მეტად არ შემცირდეს. ამის მიუხედავად, 2021 წლისთვის ნავთობის ფასი 20 დოლარამდე დაეცემა, რაც აშშ-ის და იაპონიის ეკონომიკებისთვის იქნება შოკი, რადგან ჩვეულებრივ ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდება. რუსეთში ნავთობის ქარხნებში დაიწყება ამბოხებები, ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება და თავის ნაცვლად დატოვებს "ცენტრობანკის" ხელმძღვანელ ელვირ ნაბიულინს. 2028 წლისთვის პუტინი საერთოდ გაქრება საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, ნაბიულინს კი მოუწევს ქვეყნის დაშლის წინააღმდეგ ბრძოლა. ნავთობის ფასი იქნება 10 დოლარი, "ოპეკი" დაიშლება, ნავთობის ინდუსტრიაში მსხვილი კომპანიები გაკოტრდებიან.
ჩინეთი დიდ სავაჭრო ომს გააჩაღებს
კლიმატური პირობების გამო ჩინეთში მდინარეები დაშრობას დაიწყებს. ის შემოიღებს სანქციებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც პეკინის აზრით, ყველაზე დიდი ზიანი მიაყენეს ეკოლოგიას, მათ შორის აშშ-ის და რუსეთის წინააღმდეგ.
პენსიონრები ევროპას დაშლიან
ევროპა ბერდება, მოხუცების თაობა კი ხმას აძლევს კონსერვატიულ პარტიებს, რომლებიც რეგიონების გამოყოფას ემხრობიან. ბელგია სამ ნაწილად დაიშლება, კატალონია და შოტლანდია დამოუკიდებლობას მოიპოვებენ. საფრანგეთის ხელისუფლებაშიც, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთში, სოციალისტები მივლენ. ევროპელ ახალგაზრდებში უმუშევრობა 50%-ს მიაღწევს.
ყველა სიახლე
19 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა - დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტში ჩაიდო 280 მილიონი ლარის ინვესტიცია და თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი.
19 სექტემბერი 2026, 11:22
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის მიღწევების სია გამოაქვეყნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იმ მოვლენებისა და მიღწევების სია, რომლის განხორციელებაც მან თავის გუნდთან ერთად გაპრეზიდენტებიდან დღემდე შეძლო.
19 სექტემბერი 2026, 11:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ მიზანს საბოლოდ აუცილებლად მივაღწევთ
მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
19 სექტემბერი 2026, 11:21
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა, ჩვენთვის დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, წელს ამ მიმართულებით 240 მილიონ ლარს ვხარჯავთ, ხოლო მომავალ წელს ეს დაფინანსება კიდევ უფრო გაიზრდება
მთლიანობაში, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა. დაიხურა 450-მდე მძიმე, ავარიული, ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექტი და ათასობით ადამიანმა საბოლოოდ დააღწია თავი გაუსაძლის პირობებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დევნილებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
19 სექტემბერი 2026, 11:14
რეგიონი
რუსთავში პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა
რუსთავში პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ესწრებოდნენ.
19 სექტემბერი 2026, 11:02
საზოგადოება
თბილისში 1 600 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა
თბილისში, უპრეცედენტო მასშტაბის საცხოვრებელ კომპლექსში, 1 600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემა.
19 სექტემბერი 2026, 10:53
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ნათელაშვილის განცხადებაზე: დროა, საქართველოში ოპოზიციამ კიდევ ერთი კოალიცია შექმნას, ტრამპისა და რესპუბლიკელების წინააღმდეგ, აშშ-ის განმათავისუფლებელ კოალიციას, ანტიტრამპისტი გვარამია უნდა ჩაუდგეს სათავეში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი, ბიძინა ივანიშვილთან კორუფციულ გარიგებაში და ქართველი ხალხის ბრძოლის „ფეხებზე დაკიდებაში" დაადანაშაულა.
19 სექტემბერი 2026, 10:49
სამართალი
სამართალდამცველებმა 12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
19 სექტემბერი 2026, 10:48
მსოფლიო
ABC News: ირანის თავდასხმების შედეგად ახლო აღმოსავლეთში დაზიანებულ აშშ-ის სამხედრო ბაზების აღდგენას ათწლეულები დასჭირდება
ირანის თავდასხმების შედეგად ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზები სერიოზულად დაზიანდა. ინფორმაციას ABC News-ი მოპოვებულ ფოტო და ვიდეომასალაზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 სექტემბერი 2026, 10:41
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელებს შეხვდა.
19 სექტემბერი 2026, 10:34
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
19 სექტემბერი 2026, 10:31
საზოგადოება
მეფუტკრეთა გაერთიანება მეფუტკრეებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ინიციატივით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მეფუტკრე ფერმერებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. გაერთიანების დირექტორმა ავქსენტი პაპავამ ყურადღება გაამახვილა დარგში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე აზიური ფაროსანას, ამერიკული თეთრი პეპლის, იტალიური კალიისა და სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობისას.
19 სექტემბერი 2026, 10:29
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
19 სექტემბერი 2026, 10:25
მსოფლიო
მარკო რუბიო დანიასა და გრენლანდიასთან მიღწეულ შეთანხმებაზე: ეს ისტორიული შეთანხმება აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებს არქტიკაში სამუდამოდ უზრუნველყოფს და ეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის ყოველგვარი ხარჯის გარეშე მოხდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამერიკის მიერ დანიასა და გრენლანდიასთან მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და მას ისტორიული უწოდა.
19 სექტემბერი 2026, 10:10
სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
19 სექტემბერი 2026, 10:06
ჯანდაცვა
თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პროექტის მიზანია ჰეპატიტების ელიმინაციის, ვაქცინაციის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, დაავადებათა გავრცელებისა და სხვა მიმართულებებისთვის მონაცემების სწრაფი და უსაფრთხო დამუშავება.
19 სექტემბერი 2026, 09:51
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2,68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების გაყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიზნით საჭირო სისტემებისა და შესაბამისი აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. პაკეტის სავარაუდო ღირებულება 2,68 მილიარდი დოლარია.
19 სექტემბერი 2026, 09:34
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დანიის სამეფოსა და გრენლანდიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც აშშ-ს გრენლანდიაში უსაფრთხოებასა და ყველა სხვა საჭიროებასთან დაკავშირებით მუდმივ კონტროლს ანიჭებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკამ დანიასა და გრენლანდიასთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი კუნძულის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
19 სექტემბერი 2026, 09:08
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 სექტემბერს საქართველოში
19 სექტემბერს ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
19 სექტემბერი 2026, 08:30
მსოფლიო
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის მიერ შემუშავებულ კანონს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთსა და ირანთან დაკავშირებულ სანქციებს აფართოებს და მათ წინააღმდეგ დამატებითი სავაჭრო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.


