imedi /  12 აგვისტო 2017, 17:19 / სანდო წყარო

სააკაშვილს პოროშენკოზე დეზინფორმაციას აწვდიდნენ

მიხეილ სააკაშვილი

ინტერნეტ-მასხარები ე.წ. პრანკერები ვლადიმერ კუზნეცოვი და ალექსეი სტოლიაროვი, რომლებიც რუსეთში ცნობილები არიან როგორც ვოვანი და ლექსუსი, წელიწადნახევრის განმავლობაში ურეკავდნენ მიხეილ სააკაშვილს და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის სახელით, დეზინფორმაციას აწვდიდნენ. ამის შესახებ მათ გამოცემა Ura.ru-ს განუცხადეს. 

"ჩვენ მისთვის შიდა პოლიტიკის მრჩეველები ვიყავით. პოროშენკოს ადმინისტრაციის წყაროები", - ჰყვება სტოლიაროვი, - " როდესაც მას მოქალაქეობა ჩამოართვეს, ჩვენ ტელეფონით შევუტიეთ. მე წარვუდგინე თავი როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი ფილატოვმა და ვაწვდიდი მას სხვადასხვა ინფორმაციას. ვეუბნებოდი რა პირობები უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ სტატუსი დაიბრუნოს და ა.შ.", - აცხადებს პრანკერი. 

მათი თქმით, ყველა სატელეფონო საუბარი მალე გამოქვენყდება, სადაც ის პრეზიდენტ პოროშენკოზე, მარია გაიდარზე და საქართველოზე ლაპარაკობს.

კომენტარები ()