ლევან მაჭავარიანი: აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი - ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამდენი არ გაუკეთებია
ლევან მაჭავარიანი
ფოტო: IMEDI/კადრი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიმართავს. ის მათ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე აღნიშნულმა ჯგუფებმა „უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა“ გამოავლინეს.
„აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და მათმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა, უსამშობლობის გარდა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობაც სრული მასშტაბით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე გამოავლინეს.
ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში უკრაინას ჰპირდებოდნენ, რომ:
• დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდა;
• დაჩქარებული წესით გახდებოდა NATO-ს წევრი;
• დაჩქარებული წესით გახდებოდა ევროკავშირის წევრი;
• გადასცემდნენ ასობით მილიარდი ევროს ღირებულების რუსულ გაყინულ აქტივებს.
მეხუთე წელია მიმდინარეობს ომი. არც ერთი ეს დაპირება არ შესრულდა და არც ერთი ამ საკითხიდან არ გაუპროტესტებიათ უკრაინის ამ „გულწრფელ“ გულშემატკივრებს. არც ერთი ამ აქტორის მხრიდან ერთი სიტყვაც არ მოგვისმენია უკრაინის მიმართ ამდენ უსამართლობასთან დაკავშირებით. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მათი პატრონებიც იმ ძალას წარმოადგენენ, ვინც ეს დაპირებები გასცა.
გვახსოვს აგენტურის ყალბი „ზრუნვა“ უკრაინელ ლტოლვილებზე. სხვისი დახმარება, რა თქმა უნდა, კეთილი საქმეა და მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა, თუ ქართველი დევნილისთვის, რომელსაც ზუსტად ანალოგიური უბედურება აქვს გამოვლილი, იმის მეასედიც კი არ გაგიკეთებია, რასაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უკეთებ, ტოვებ ლეგიტიმურ შთაბეჭდილებას, რომ ხარ ყალბი და ფარისეველი, ამას კი მხოლოდ „ტრენდის“ გამო აკეთებ.
გვახსოვს სრული ისტერია უკრაინის დროშის გარშემო. დროშის არაბუნებრივი ფრიალი, აივნებიდან გადმოფენა, მანქანების, ტელეფონებისა და სხვადასხვა ნივთის უკრაინის დროშის ფერებში დასტიკერება. როდესაც ამის მეასედიც კი არ გაგიფერადებია საქართველოს დროშის ფერებში, აქაც ტოვებ ლეგიტიმურ შთაბეჭდილებას, რომ ხარ ყალბი და ფარისეველი, ამას კი მხოლოდ „ტრენდის“ გამო აკეთებ“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
მისი თქმით, აღნიშნულ ჯგუფებს ამდენი მავნებლობის და სიბინძურის გამო საზოგადოებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი.
„მინდა, გაგახსენოთ, როგორ „შერცხვა“ დავით არახამიას ქართველობის ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკიდან გამომდინარე. ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის გამო, ქართველობის არახამიასთან ერთად აგენტურასაც რცხვენოდა.
ნინო ლომჯარიას სირცხვილიც არ დაგვავიწყდეს სანქციების არ დაწესების გამო. როგორც თავად აღნიშნა, ამ სირცხვილს მას ბომბების წვიმა ერჩივნა.
ეკა გიგაურის მოწოდებებიც გავიხსენოთ. თურმე, რუსეთი მარცხდებოდა და ეს შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოგვეყენებინა აფხაზეთსა და ცხინვალში ომის დასაწყებად.
როგორი აჟიტირებით უსმენდნენ მავნებლები უკრაინის მაღალჩინოსნების მოწოდებებს, რომ ხალხით შევშველებოდით, რომ ტანკებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაგვესეირნა. გვარამიამ ეს აჟიტირება ცოტა ხნის წინ იმით ახსნა, რომ ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რომ განადგურებულ უკრაინას აღდგენისთვის რა მსხვილი ტრანშებიც ჩაერიცხება, საქართველო ამ ფულის გარეშე დარჩება, ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნებული მშვიდობის გამო.
გვახსოვს, როგორ ჩადიოდნენ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი ეს ფარისევლები უკრაინაში ფოტოების გადასაღებად.
საუბედუროდ, ისიც კი გვახსოვს, თუ როგორ შურდათ უკრაინის!
მათი მხრიდან პრიგოჟინის ე.წ. „რევოლუციის“ გულშემატკივრობა უვიცობის უკიდურესი ფორმის გამოვლინება იყო. აგენტურული ოპოზიცია, მდიდარი NGO-ები და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტები, ამჩატებულები და აჟიტირებულები, გულშემატკივრობდნენ პრიგოჟინის მხრიდან ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ადამიანი, რომელიც უდანაშაულო ხალხის მასობრივი, მათ შორის, ბუჩაში ხოცვა-ჟლეტის მთავარი შემოქმედია, სურდათ გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბირთვული სახელმწიფოს მმართველი. ისინი თვლიდნენ, რომ პრიგოჟინის პირობებში მსოფლიო უფრო სამართლიანი და უსაფრთხო იქნებოდა.
როდესაც უკრაინამ ელჩი საქართველოდან იმ მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო გაიწვია, რომელთა შესრულებაც რუსეთთან მყისიერ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევდა, აგენტურა აქციებით ცდილობდა ხელისუფლების იძულებას, შეესრულებინა ეს მოთხოვნები, ანუ ქვეყანა ომში ჩაერთო. ამ საკითხზე ძალიან ვრცლად ვისაუბრე ჩემს ერთ-ერთ წინა პოსტში.
ხოლო, როდესაც ბატონმა ზელენსკიმ ჩვენი გმირი ელჩი გამოაგდო უკრაინიდან, მავნებლებმა ხმის ამოღებაც ვერ გაბედეს. ელჩს, რომელსაც არც ერთი წუთით კიევი არ დაუტოვებია დაბომბვისას. იცოდნენ, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში პატრონებისგან ყურის აწევა ელოდებოდათ.
რადიკალები ყველაზე ფაშისტური მეთოდებით უკრძალავდნენ ხალხს აზრის გამოთქმას ამ ომთან დაკავშირებით, თუ ეს აზრი იმ ნარატივში არ ჯდებოდა, რაც მათმა პატრონებმა გლობალურად შექმნეს. ნებისმიერ ადამიანს, უკრაინის როგორი გულშემატკივარიც არ უნდა ყოფილიყო, თუ ერთი წამით მაინც ეჭვს შეიტანდა უკრაინის უპირობო გამარჯვებასა და რუსეთის განადგურებაში, მაშინვე რუსეთუმეს იარლიყს აწებებდნენ, ამცირებდნენ და მიწასთან ასწორებდნენ. ადამიანებს ფიქრსა და აზროვნებას უკრძალავდნენ!
აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. ისინი ფაშისტური მეთოდებით ცდილობდნენ ამ აღქმის ჩვენი მოქალაქეებისთვის მოხვევას. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით უკრაინის მხარდასაჭერად, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი, დავუნიშნეთ სოციალური დახმარება და ბავშვებს მივეცით მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა, ხოლო უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით მოწინავე პოზიციებზე ვართ. ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამ მიმართულებით ამდენი არ გაუკეთებია.
აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო! სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით იმდენი შეცდომა გაქვთ დაშვებული, ისეთი დოზით გაქვთ უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა გამოვლენილი, რომ ტრაგედიაა თქვენი პოლიტიკაში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობა.
ჩვენ კი, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველ დღე შეგახსენებთ, რომ ამდენი მავნებლობისა და სიბინძურის გამო, ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის!“ - წერს მაჭავარიანი.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 10:56
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის მიმდებარედ დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 10:44
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე „სტრილინგის ფონდის“ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დირექტორს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ბრიტნი სტირლინგს ჯანდაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო შშმ პირების, ქალთა და ბავშვთა მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს.
27 აგვისტო 2026, 10:38
მსოფლიო
Reuters: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 1 500 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალსა და ჩინეთის ტიბეტის რეგიონში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად თითქმის 1 500 ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 800 უცხოელი, დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:35
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში
სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
27 აგვისტო 2026, 10:25
ტაბლოიდი
მედია: ჯორჯინა როდირგესმა კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ბავშვები იშვილა
საუბარია 16 წლის კრიშტიანუ-უმცროსსა და 9 წლის ტყუპებზე - ევასა და მათეოზე, რომლებიც პორტუგალიელ ფეხბურთელს სუროგაციის გზით გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, საბუთების გაფორმების შემდეგ ჯორჯინა იურიდიულად მათ დედად ითვლება. აქამდე სამივე ბავშვზე მშობლის პასუხისმგებლობა ოფიციალურად მხოლოდ რონალდუს ეკისრებოდა.
27 აგვისტო 2026, 10:15
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა შეეფარდა
ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:14
სპორტი
„იბერია“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩში დღეს „იაგელონიას“ უმასპინძლებს⚽
საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს „მიხეილ მესხზე“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩს გამართავს. ქართული გუნდი „იაგელონიას“ უმასპინძლებს, რომელთანაც გასვლაზე ანგარიშით 0:4 წააგო.
27 აგვისტო 2026, 10:11
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:10
საზოგადოება
საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 27-28 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
27 აგვისტო 2026, 10:07
რეგიონი
დავით სონღულაშვილი გურჯაანში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:01
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 აგვისტოს საქართველოში
27 აგვისტოს ბათუმში მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება.
27 აგვისტო 2026, 09:46
საზოგადოება
ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება
ქალაქ ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.
27 აგვისტო 2026, 09:37
რეგიონი
რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს
რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
27 აგვისტო 2026, 09:31
საზოგადოება
დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
27 აგვისტო 2026, 09:19
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა
„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა.
27 აგვისტო 2026, 09:16
პოლიტიკა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა.
27 აგვისტო 2026, 09:08
პოლიტიკა
გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს გადასცა
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს ზურაბ დარჩიაშვილს გადასცა.
27 აგვისტო 2026, 09:00
სამართალი
სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 1 500 ლარით დააჯარიმა
საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის სასამართლომ ლევან დავითულიანი სამართალდამრღვევად ცნო, რომელმაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.
27 აგვისტო 2026, 02:46
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


