საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ირაკლი კობახიძე
ემანუელ მაკრონი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ღონისძიების თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია. სამიტის მთავარი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მაქვს პატივი, მოგიწვიოთ კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე, რომელიც პარიზში, 9-10 სექტემბერს გაიმართება. დღეს, ისე როგორც არასდროს, კოსმოსი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ვექტორს წარმოადგენს. ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი, ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლიანი განვითარების დაჩქარება.
სამიტი შექმნის შესაძლებლობას, ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის. ჩვენი ვალია, უკვე დღეიდან უზრუნველვყოთ კოსმოსური საქმიანობის მდგრადობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ: ეს სამიტი სწორედ ამ ამბიციის განმტკიცების საშუალებას იძლევა.
ამასთან, მოგვეცემა შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიებისა და სააგენტოების ექსპერტიზა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი სამეცნიერო, ინდუსტრიულ, ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენთან და სხვა მოწვეულ ქვეყნებთან ერთად განვსაზღვროთ სამიტის ფორმატი, რათა ღონისძიება მტკიცე განცხადებებითა და კონკრეტული ნაბიჯებით დასრულდეს.
ჩვენი მიზანია, აღნიშნული შეხვედრა ვაქციოთ გამორჩეულ შესაძლებლობად კოსმოსური გამოწვევების მნიშვნელობის დასადასტურებლად და კოსმოსში იმ მრავალმხრივი თანამშრომლობის მხარდასაჭერად, რომელიც დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში, 2026 წლის სექტემბერში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა“, - აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან მიიღო.
ყველა სიახლე
20 აგვისტო 2026, 14:17
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის შედეგად, ამერიკული სკოლები გენდერული იდენტობის პოლიტიკას ცვლიან
მას შემდეგ რაც ვაშინგტონი სკოლებს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა, ცვლილებები შევიდა სასწავლო რეგულაციებში. პარალელურად მშობლების მოთხოვნით და უარყოფითი საზოგადოებრივი რეაქციის გამო ველმონტის შტატის ერთ-ერთ სკოლაში ტრანსგენდერული სიმბოლიკა ჩამოხსნეს. დროშები სკოლის დარბაზში ეკიდა.
20 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის ომის რიტორიკაში ადანაშაულებს
თემა ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს. სააკაშვილმა დაწერა, რომ მთავარი ამოცანა არის აფხაზეთზე კონტროლის აღდგენა ყველა საჭირო საშუალების გამოყენებით და ეწინააღმდეგება ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესს.
20 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ძალიან მარტივია საქართველოში გრანტის მიღებაც, დაფინანსების მიღებაც, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაც და არსებობაც ისე, რომ ქვეყანა არ დააზიანო
ძალიან მარტივია საქართველოში გრანტის მიღებაც, დაფინანსების მიღებაც, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაც და არსებობაც ისე, რომ ქვეყანა არ დააზიანო, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.
20 აგვისტო 2026, 14:13
მსოფლიო
უკრაინელი დეპუტატი: ვინც არ უნდა იყოს ზელენსკის კონკურენტი არჩევნებზე, ვფიქრობ, მივიღებთ 2019 წლის მსგავს სიტუაციას, როდესაც მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტის გარდა ნებისმიერი სხვა გაიმარჯვებს
„ვინც არ უნდა იყოს მისი კონკურენტი - ზალუჟნი, ბუდანოვი, ფედოროვი თუ სხვა, ვფიქრობ, მივიღებთ 2019 წლის მსგავს სიტუაციას, როდესაც მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტის გარდა ნებისმიერი სხვა გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში, ეს ძალიან ჰგავს ჩერჩილის ისტორიას, როდესაც კაცს, რომელმაც ომი მოიგო, არჩევნებში ხმა არ მისცეს“, - მიიჩნევს ჟელეზნიაკი.
20 აგვისტო 2026, 14:10
საზოგადოება
აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში, აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.
20 აგვისტო 2026, 14:01
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რუსეთი მშვიდობაზე სერიოზულად არ დაფიქრდება
უკრაინის პრეზიდენტი, რუსეთის მასშტაბურ თავდასხმებზე მოკავშირეების არასაკმარის რეაგირებას აკრიტიკებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, მისთვის სამწუხაროა, რომ ოკუპანტის დარტყმებს, ყოველთვის არ მოჰყვება მსოფლიოს სათანადო რეაქცია. ზელენსკი პარტნიორებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რაკეტებით დახმარებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ ოკუპანტის იერიშის შედეგად მაქსიმალური ზიანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიადგა.
20 აგვისტო 2026, 13:04
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებს შეხვდა
20 აგვისტო 2026, 13:03
მსოფლიო
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოქროს მაღაროს ჩამოშლის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სოფელ ზამბოიეში, კამერუნის საზღვართან, ოქროს მაღაროს ჩამოშლის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
20 აგვისტო 2026, 12:35
სამართალი
სასამართლომ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ნარგიზი ხაჭვანი 1500 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ნარგიზი ხაჭვანის მიმართ, ასკ-ს 166 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა.
20 აგვისტო 2026, 12:27
რეგიონი
ცესკოს თავმჯდომარემ ქვემო ქართლის საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ცესკოს თავმჯდომარემ ქვემო ქართლის საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
20 აგვისტო 2026, 12:05
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
20 აგვისტო 2026, 12:04
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო ვალი 10 წელზე ნაკლებ დროში გაორმაგდა და 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა
ოთხშაბათს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 40 ტრილიონ დოლარს პირველად გადააჭარბა. ამ თანხაში შედის მოქალაქეების მიერ შეძენილი ფასიანი ქაღალდები 32,266 ტრილიონი დოლარის ოდენობით, ასევე უწყებათაშორისი დავალიანება 7,78 ტრილიონის ოდენობით.
20 აგვისტო 2026, 12:03
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა თანასოფლელ მამაკაცს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
20 აგვისტო 2026, 11:57
საზოგადოება
აშშ-ს საელჩო: დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო. სწორედ ამერიკელთა ჯგუფის მიერ შერჩეულ ეგზემპლარებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო”, ასე იქცა უნიკალური ქართული მრავალხმიანობა კაცობრიობის საერთო გზავნილის ნაწილად
„დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო, - წერს სოციალურ ქსელში ამერიკის საელჩო.
20 აგვისტო 2026, 11:53
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე სოფელ ზეკარში, მდინარე ქერშავეთზე უკანონო თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონო ჰქონდა მოპოვებული „წითელი ნუსხით“ დაცული მდინარის კალმახი.
20 აგვისტო 2026, 11:31
მსოფლიო
Axios: აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში საიდუმლო მარშრუტი შექმნა, რომლის მეშვეობითაც მილიონობით ბარელი ნავთობი გადააქვს
„ჩვენ ჰორმუზის სრუტის სამხრეთ ნაწილს უკვე ორი თვეა ვაკონტროლებთ. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შეიძლება ხელი შეგვიშალოს, მაგრამ ისინი სრუტეს ვერ აკონტროლებენ“, - განაცხადა Axios-ის ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
20 აგვისტო 2026, 11:15
სამართალი
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო ალკოჰოლური ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო ალკოჰოლური ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს
20 აგვისტო 2026, 11:14
მსოფლიო
პაკისტანში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
პაკისტანში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დასახლებული რაიონები დაიტბორა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ქალაქ რავალპინდს მიაყენა.
20 აგვისტო 2026, 11:12
საზოგადოება
სასკოლო ფორმების დასაწყობებისა და რეალიზაციის პუნქტების მომარაგების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
სასკოლო ფორმების გაცემა და რეალიზაცია პირველ სექტემბერს დაიწყება და გაგრძელდება 14 სექტემბრის ჩათვლით როგორც სპეციალურად გამოყოფილ სარეალიზაციო პუნქტებში, ასევე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.


