მიხეილ სააკაშვილის საქმის ამერიკელი ექსპერტის დასკვნას ამერიკული სასამართლო არ ენდო
ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ, ორი ფსიქიატრის ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებზე დაყრდნობით, ქმედუნარიანად ცნო რიჩარდ ჩიჩაკლი, რომელსაც აშშ-ს ხელისუფლება იარაღით ვაჭრობაში მსჯავრდებული ვიქტორ ბუტის თანამზრახველად მიიჩნევს. ამის შესახებ rapsinews-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჩიჩაკლის ფსიქიკური მდგომარეობა ორმა ექსპერტმა - ერიკ გოლდსმიტმა და შერილ პარადისმა შეამოწმეს. ისინი უშუალოდ შეხვდნენ ბრალდებულს, გაესაუბრნენ მის ადვოკატს და ტელეფონით დაუკავშირდნენ ჩიჩაკლის ქალიშვილს.
გოლდსმიტი მივიდა დასკვნამდე, რომ ფსიქიკური აშლილობის გამო, ჩიჩაკლი თავის ქმედებებს სრულად ვერ აფასებს.
„... ის არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის ბუნება და შედეგები გააცნობიეროს. ამასთანავე, არ შეუძლია ადვოკატის როლში საკუთარი თავის დასაცავად გამოვიდეს“, - ამტკიცებს ფსიქიატრი.
საპირისპირო დასკვნას აკეთებს პარადისი. ფსიქიატრი აღიარებს, რომ ჩიჩაკლის პიროვნული აშლილობა აქვს, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, არ იქონიებს გავლენას საკუთარი თავის ადვოკატირების უნარსა და სასამართლოს მიერ დანიშნულ ადვოკატთან კონსულტაციაზე. "აქ სერიოზული ფსიქიკური დაავადება არ არსებობს", - ამბობს შერილ პარადისი.
როგორც გამოცემა წერს, სასამართლოს შენიშვნა ორ წარდგენილ დასკვნასთან დაკავშირებით ჰქონდა. კერძოდ, მოსამართლე უილიამ პოლეიმ ყურადღება გაამახვილა გოლდსმიტის გულუბრყვილობაზე, რომელიც თავის შეფასებაში, სავარაუდოდ, ჩიჩაკლის ქალიშვილის მოსაზრებას გადაჭარბებულად ითვალისწინებს. რაც შეეხება პარადისს, მოსამართლის თქმით, ფსიქიატრის კვლევა სრულყოფილად არ მოიცავდა ზოგიერთ საკამათო საკითხს, მათ შორის ბრალდებას, თითქოს ჩიჩაკლი აშშ-ს სპეცსამსახურების აგენტი იყო და ბუტს უთვალთვალებდა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ჩიჩაკლი შერაცხადად ცნო.
„სასამართლო დოკუმენტაციის მიხედვით, სხდომაზე ჩიჩაკლი ღირსეულად იქცეოდა და არაპროფესიონალი ადვოკატის კვალობაზე, კარგად გაართვა თავი მოწმეების დაკითხვასა და შუამდგომლობის მომზადებას, ასევე მან შეძლო ნაფიც მსაჯულთათვის საკუთარი პოზიციის წარდგენა. თუ ჩიჩაკლის რაიმე სახის ფსიქიკური აშლილობა აწუხებს, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, ობიექტურად შეეფასებინა მომხდარი და ეკონტაქტა ადვოკატთან“, - ამბობს მოსამართლე.
ჩიჩაკლი, რომელსაც ამერიკისა და სირიის მოქალაქეობა აქვს, აშშ-ს მოთხოვნით, 2013 წლის იანვარში ავსტრალიაში დააკავეს. მაისის ბოლოს მოხდა შეერთებულ შტატებში მისი ექსტრადაცია და ის სასამართლოს წინაშე წარდგა. მანამდე კი ჩიჩაკლი აცხადებდა, რომ მისი საქმე ხელოვნურად იყო შექმნილი და მის გადახედვას დაჟინებით მოითხოვდა. 2013 წლის დეკემბერში, ნაფიცმა მსაჯულებმა ჩიჩაკლი დამნაშავედ ცნეს მის წინააღმდეგ წაყენებულ ცხრა ბრალდებაში, მათ შორის არის ფულის გათეთრება და თაღლითობა.
ჩიჩაკლიმ სასამართლო პროცესზე ადვოკატის მომსახურებაზე უარი თქვა და თავის დაცვა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. ჩიჩაკლის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება მისმა ადვოკატმა და მრჩეველმა მარლონ კირტონმა გამოთქვა. მან სასამართლოს ცნობა გაუგზავნა და ჩიჩაკლის მდგომარეობის შეფასება ფსიქიატრებმა დაიწყეს.
ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ-დევიდ გოლდსმიტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეში ფიგურირებს. ის გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხეს. როგორც მან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარა ექსპერტიზა, რომლის თანახმად აქვს პოსტ-ტრავმული აშლილობა და დემენცია. მისივე თქმით, დიდი შანსია, დემენცია ტოქსიკურ ელემენტებთან იყოს კავშირში, როგორიც არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი, რაც მის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. აქედან გამომდინარე ექსპერტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი ციხიდან შესაბამის კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში - ამერიკაში ან ევროპაში, რომ მოხდეს დეტოქსიკაცია ამ ტოქსიური ელემენტების. გოლდსმიტის შეფასებით, ეს დიაგნოზი არის სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზი.
ყველა სიახლე
26 ივლისი 2026, 23:48
სამართალი
შსს: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
26 ივლისი 2026, 23:00
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია: საქართველოს რკინიგზაზე ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა
არსებული მატარებლების ისეთი განახლება მიმდინარეობს, რომ ფაქტობრივად, ახალი მატარებლები გვეყოლება. სრულიად იცვლება ამ მატარებლებზე შიდა სივრცე, სავარძლები, იატაკი, განათება, ასევე მონტაჟდება სამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. საუკეთესო სავარძლები ავირჩიეთ. გვექნება კომფორტული, ძალიან კარგი მოძრავი შემადგენლობები. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზაზე არ ყოფილა, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანების დირექტორმა დაჩი ცაგურიამ.
26 ივლისი 2026, 22:50
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული (წვრილმანი ხულიგნობა).
26 ივლისი 2026, 22:41
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს, - განუცხადა "იმედის კვირას" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მისივე თქმით, ტვირთბრუნვის კუთხით რკინიგზაში ძალიან კარგი ტენდენციები ფიქსირდება, მათ შორის ბოლო ათი წლის ჭრილში.
26 ივლისი 2026, 22:21
კულტურა
რობერტ სტურუა - 88. „იმედის კვირის“ მილოცვა მაესტროს
ქართული თეატრალური სამყაროს უმნიშვნელოვანეს ფიგურას, მაესტროს, რობერტ სტურუას „იმედის კვირა“ 88 წლის იუბილეს წინასწარ ულოცავს.
26 ივლისი 2026, 22:17
საზოგადოება
„იმედი“ გვაერთიანებს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ტრადიციულად, სეზონის ბოლოს „იმედის კვირა“ „ტელეიმედის“ უნიჭიერეს, გემოვნებიან, ღირსეულ და პატრიოტ თანამშრომლებზე მოგიყვებათ.
26 ივლისი 2026, 22:10
რეგიონი
მთა ჩუდურაულში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა
მთა ჩუდურაულში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
26 ივლისი 2026, 22:04
საზოგადოება
ქართული ფოლკლორის ქომაგი - გია ბაღაშვილის სამეცნიერო საქმიანობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გაგაცნოთ ქართული ფოლკლორის ქომაგს - ადამიანს, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება, რადგან „იმედის“ მაყურებლების ყველა თაობა მისი ნიჭის თაყვანისმცემელია.
26 ივლისი 2026, 21:57
საზოგადოება
კულინარიის ბასკური გაკვეთილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოდან ჩასულ შეფმზარეულებს ცოდნა და გამოცდილება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში გაუზიარეს.
26 ივლისი 2026, 21:40
ეკონომიკა
3 აგვისტოდან თბილისიდან ბათუმში მატარებელი 4 საათში ჩავა - რკინიგზის მასშტაბური განახლება. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
მატარებლით მგზავრობა კიდევ უფრო კომფორტული გახდება, ისეთ რეგიონებს შეგიძლიათ ეწვიოთ სარკინიგზო მარშრუტით, სადაც ბოლოს მატარებელი ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს გაჩერდა.
26 ივლისი 2026, 21:39
მსოფლიო
აბას არაღჩი: ზელენსკი ირანის სავაჭრო გემს დაესხა თავს, მოკლულია ერთი მეზღვაური. ეს გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა - შეუძლებელია, რომ რაც კიევში ამ მუქთახორამ გააკეთა, პასუხგაუცემელი დარჩეს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში უკრაინის მიერ ირანის სავაჭრო გემზე თავდასხმის შესახებ წერს.
26 ივლისი 2026, 21:22
სამართალი
იოსებ სიგუასა და სოფია სიგუას ოჯახური კონფლიქტი - სკანდალური საქმის დეტალები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ბოლო დროის ერთ-ერთი სკანდალური და რეზონანსული თემაა იოსებ სიგუასა და სოფია სიგუას ოჯახური კონფლიქტი, სადაც ქალი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მოძალადემ პასუხი უნდა აგოს.
26 ივლისი 2026, 21:21
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე: სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს
რკინიგზაში რა პროცესიც მიმდინარეობს, ეს არის სამგზავრო მიმართულება და სატვირთო გადაზიდვების მიმართულება, ამ ორივე მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, - განუცხადა „იმედის კვირას“ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ. მისივე თქმით, ახალციხის სარკინიგზო ხაზის განახლება უკვე სრულდება და პარალელურად ახალციხეში დაწყებულია ახალი სადგურის მშენებლობა.
26 ივლისი 2026, 21:17
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სოფელ ხიჭაურსა და გომარდულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სოფელ ხიჭაურსა და გომარდულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
26 ივლისი 2026, 21:11
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ამ ორმა ქვეყანამ მოილაპარაკა ეკონომიკური საქმიანობის და ურთიერთობების გააქტიურების შესახებ, სადაც, რა თქმა უნდა, წამყვანი ადგილი უჭირავს ბუნებრივი აირით გერმანიის მომარაგების თემას. ცხადია, რომ ამ ვითარებაში საქართველოს როლი არის შეუცვლელი, რადგან ეს არის ერთ-ერთი უმოკლესი და უიაფესი გზა
ამ ყველაფერს პირველ რიგში ვუკავშირებ საქართველოს გლობალურ როლს საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების საქმეში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა გერმანიის მიერ საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლაზე საუბრისას.
26 ივლისი 2026, 21:05
პოლიტიკა
გერმანიამ ზურაბიშვილი წაშალა - რატომ გადაწყვიტა გერმანიამ საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულების გამოსწორება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გერმანიამ ზურაბიშვილი წაშალა და „ფეისბუქჩათი“, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტი წლებია, მედიასთან საკომუნიკაციოდ იყენებდა, სათაური გადაარქვა - „პრეზიდენტის მასალების“ ნაცვლად ახლა ჩათის სახელწოდებაა „სალომე ზურაბიშვილი ფორ მედია“. ფიშერის წასვლით ზურაბიშვილის ბოლო ბასტიონი დაეცა და გადადგომა თავის ვიწრო წრეშიც მოუწია.
26 ივლისი 2026, 20:53
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გერმანიის მიერ საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლაზე: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, დაველოდოთ, როგორი იქნება ოფიციალური ბერლინის პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, - განუცხადა „იმედის კვირას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევამ მაჭავარიანმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდიდან საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლის თაობაზე. მისივე თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ მინიმუმ ის ტყუილები წაიშალა, რომლებიც წელიწადნახევრის განმავლობაში იყო განთავსებული, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილი ახლაც საქართველოს პრეზიდენტია.
26 ივლისი 2026, 20:48
პოლიტიკა
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ანკარაში გაემგზავრა
გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრ იუსუფ თექინთან და ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან.
26 ივლისი 2026, 20:37
პოლიტიკა
ეპოქის გზაგასაყარი. „იმედის კვირის“ საავტრო რეპორტაჟი
იმისთვის, რომ ქაოსში ბეწვის ხიდზე გავიაროთ, ერი და ბერი ერთსულოვანია. მცირე ჯგუფები, რომლებიც გარე პატრონების დავალებებს ასრულებენ ებრძვიან როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებს, ისე ქართულ ეკლესიას. შეურაცხყოფენ რწმენას და პროვოკაციულად ცდილობენ ქრისტიანული სწავლებების გაშარჟებას. უნიჭო იუმორი, უნიჭო პოდკასტებში მათთვის ვერ იქნება იმ შედეგის მომტანი, რისთვისაც უკვე წლებია იბრძვიან, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
26 ივლისი 2026, 20:15
პოლიტიკა
გეოპოლიტიკურ ქაოსში მშვიდობის შესანარჩუნებლად ცეცხლის რკალში მოქცეული საქართველო. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირის“ სეზონის ბოლო გადაცემის პირველი რეპორტაჟი ეძღვნება მთავარ კითხვას - გეოპოლიტიკურ ქაოსში როგორ მოახერხა საქართველომ მშვიდობის შენარჩუნება?


