imedi /  20 იანვარი 2017, 23:40 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა: ამერიკა უპირველეს ყოვლისა!

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. მან ფიცი უკვე დადო, რის შემდეგაც პრეზიდენტის რანგში პირველი სიტყვა წარმოთქვა. მისი გამოსვლის ტექსტს სრულად გთავაზობთ:

“მოსამართლე რობერტსო, პრეზიდენტო კარტერო, პრეზიდენტო კლინტონო, პრეზიდენტო ბუშო, პრეზიდენტო ობამავ, ძვირფასო ამერიკელებო და ადამიანებო მთელი მსოფლიოდან - გმადლობთ!

ჩვენ, ამერიკის მოქალაქეებმა, დიდი საერთო ძალისხმევა უნდა გავწიოთ, რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყანა და ის, რასაც ის მისი ყველა მოქალაქისთვის წარმოადგენს. ჩვენ ერთად მოგვიწევს კურსის განსაზღვრა ამერიკისათვის და მთელი მსოფლიოსთვის მომდევნო არაერთი წლის განმავლობაში. გველის დიდი სირთულეები, მაგრამ გავუმკლავდებით.  

ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ჩვენ ვიკრიბებით ამ კიბესთან, რათა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველვყოთ და მადლიერნი ვართ პრეზიდენტი ობამასი და პირველი ლედის, მიშელის, მათი თავაზიანი დახმარებისათვის მთელ ამ გარდამავალ პერიოდში. ისინი საოცარი ადამიანები არიან. მადლობა მათ.     

მაგრამ დღევანდელ ცერემონიას განსაკუთრებული მნიშვნელობა და სულისკვეთება აქვს. დღეს ჩვენ ხელისუფლებას გადავცემთ არა ერთი ადმინისტრაციიდან მეორეს, არა ერთი პარტიიდან მეორე პარტიას, დღეს ჩვენ ხელისუფლებას გიბრუნებთ თქვენ - ამერიკელ ხალხს.    

ძალიან დიდხანს ადამიანთა მცირე ჯგუფი ტკბებოდა ძალაუფლებით, ხალხმა კი ამისთვის დიდი ფასი გადაიხადა. ვაშინგტონი ყვაოდა, მაგრამ ადამიანებს მის სიმდიდრეზე ხელი არ მიუწვდებოდათ. პოლიტიკოსები შესანიშნავად ცხოვრობდნენ, ვიდრე სამუშაო ადგილები უცხოეთში გაედინებოდა და ქარხნები იხურებოდა. ელიტა იცავდა არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ - საკუთარ თავს. მათი გამარჯვება არ იყო თქვენი გამარჯვება, მათი ტრიუმფი - თქვენი ტრიუმფი, და ვიდრე ისინი საკუთარ წარმატებებს ვაშინგტონში ზეიმობდნენ, გაჭირვებულ ოჯახებს ზეიმისთვის არ ეცალათ.

ყველაფერი შეიცვლება - აქ და ახლა! რადგან დღეს - თქვენი დღეა, ის თქვენ გეკუთვნით. ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა და ყველას, ვინც მთელი ამერიკის მასშტაბით გვიყურებს. ეს თქვენი დღეა, თქვენი დღესასწაული, თქვენი ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატები - თქვენი ქვეყანაა!   

სინამდვილეში, მნიშვნელოვანია არა ის, თუ რომელი პარტია აკონტროლებს ჩვენს მთავრობას, არამედ ის, რომ მთავრობას აკონტროლებს ხალხი. 2017 წლის 20 იანვარი ისტორიაში შევა, როგორც დღე, როდესაც ხალხი გახდა ქვეყნის მმართველი. ჩვენი ქვეყნის დავიწყებული ქალები და კაცები დავიწყებულნი აღარ იქნებიან!

ახლა ყველა თქვენ გისმენთ. თქვენ მოხვედით - ათობით მილიონი ადამიანი და გახდით ისეთი ისტორიული მოძრაობის ნაწილი, რომლის დარიც მსოფლიოს არ უნახავს. ამ მოძრაობის გულში იმის რწმენაა, რომ სახელმწიფოს ფუნქცია საკუთარი ხალხის მსახურებაა.

ამერიკელებს სურთ შესანიშნავი სკოლები თავიანთი შვილებისთვის, უსაფრთხო გარემო საკუთარი ოჯახებისთვის და ღირსეული სამუშაო საკუთარი თავისთვის. ეს კეთილი ადამიანების და ზნეკეთილი საზოგადოების სამართლიანი და გონივრული მოთხოვნებია. მაგრამ ჩვენი ურიცხვი მოქალაქეებისათვის რეალობა სულ სხვაა. ჩვენს ქალაქებში დედები და შვილები სიღატაკეში ცხოვრობენ, დაჟანგული ქარხნები საფლავის ქვებივით მიმოფანტულა, ფულით სავსე განათლების სისტემა ახალგაზრდებს ცოდნას ვერ აძლევს. კრიმინალმა და ნარკოტიკებმა უამრავი სიცოცხლე წაგვართვა, უამრავი არარეალიზებული პოტენციალი მოჰპარა ჩვენს ქვეყანას. ეს შეწყდება აქ და ახლა!

ჩვენ ვართ ერთი ერი და მათი ტკივილი - ჩვენი ტკივილია, მათი ოცნებები ჩვენი ოცნებებია, მათი წარმატება ჩვენს საერთო წარმატებად გადაიქცევა. ჩვენ საერთო სული, საერთო სახლი და საერთო დიადი დანიშნულება გვაქვს.

დღეს აქ ფიცის დადებით მე ერთგულება შევფიცე ყველა ამერიკელს.

ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ ვამდიდრებდით უცხოურ ინდუსტრიებს ამერიკულის ხარჯზე, ვაფინანსებდით სხვა ქვეყნების არმიებს, როდესაც ჩვენი არმია იფიტებოდა. ჩვენ ვიცავდით სხვა ქვეყნების საზღვრებს და არ ვიცავდით საკუთარს. ტრილიონობით დოლარს ვხარჯავდით ოკეანის გადაღმა, ამერიკული ინფრასტრუქტურა კი იშლებოდა. ჩვენ სხვებს ვამდიდრებდით, ჩვენი სიმდიდრე, ძალა და სიმტკიცე კი ქრებოდა.  

ქარხნები ერთი მეორის მიყოლებით იხურებოდა და ჩვენი ქვეყნიდან გაედინებოდა ისე, რომ მილიონობით ამერიკელი მშრომელი უმუშევარი რჩებოდა. ისინი უბრალოდ დაავიწყდათ. ჩვენი საშუალო ფენა გაკოტრდა და მათი სიმდიდრე დანარჩენ მსოფლიოს დაურიგდა. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია, ახლა ჩვენ მხოლოდ მომავლისკენ ვიყურებით.

დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა გავაგებინოთ ყველა ქალაქს, მსოფლიოს ყველა დედაქალაქს და ყველა მთავრობას, რომ დღეიდან ჩვენს ქვეყანას ახალი მსოფლმხედველობა მართავს. დღეიდან ამერიკა იქნება უპირველეს ყოვლისა!

დღეიდან ვაჭრობაზე, გადასახადებზე, იმიგრაციასა და საგარეო პოლიტიკაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილების მიზანი ამერიკელი მშრომელების და ამერიკული ოჯახების კეთილდღეობა იქნება.  

ჩვენ დავიცავთ ჩვენს საზღვრებს სხვა ქვეყნების ყაჩაღური თავდასხმებისაგან, რომლებიც ჩვენს პროდუქტებს აწარმოებენ, ჩვენს კომპანიებს იპარავენ და ჩვენს სამუშაო ადგილებს ანადგურებენ. ეს დაცვა ძლიერებას და კეთილდღეობას მოგვიტანს.

მე ვიბრძოლებ თქვენთვის ბოლო ამოსუნთქვამდე და არასდროს გაგაწბილებთ. ამერიკა ისევ გაიმარჯვებს, თან ისე, როგორც არასდროს. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს სამუშაო ადგილებს, ჩვენს საზღვრებს, ჩვენს სიმდიდრეს და ჩვენს ოცნებებს. ავაშენებთ ახალ გზებს, ახალ მაგისტრალებს, ხიდებს, აეროპორტებს, გვირაბებს და სარკინიგზო ხაზებს. ჩვენ დავუბრუნებთ ხალხს სამუშაოს და ხელახლა ავაშენებთ ქვეყნას ამერიკელების ხელით და ამერიკელების შრომით.   

ვიხელმძღვანელებთ ორი მარტივი წესით: იყიდე ამერიკული და დაიქირავე ამერიკელი.

ჩვენი მიზანი მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან მეგობრობაა, მაგრამ ვაღიარებთ, რომ ყველა ქვეყნის უფლება, უპირველესად, საკუთარი ქვეყნის ინტერესებია. ჩვენ თავს არავის ვახვევთ ჩვენი ცხოვრების წესს. გვინდა, რომ მისაბაძი  მაგალითი ვიყოთ. ჩვენ გავბრწყინდებით და სხვები მოგვბაძავენ.

ჩვენ განვამტკიცებთ ძველ კავშირებს და შევქმნით ახალს. ჩვენ გავაერთიანებთ ცივილიზებულ სამყაროს რადიკალური ისლამისტური ტერორიზმის წინააღმდეგ და სრულად აღვგვით პირისაგან მიწისა.

ჩვენი პოლიტიკის საფუძველი ამერიკისადმი სრული, უპირობო ერთგულება იქნება და ქვეყნის ერთგულებით ჩვენ ერთმანეთის ერთგულებასაც მოვიპოვებთ. პატრიოტების გულში ცრურწმენების ადგილი არ არის. ბიბლია გვეუბნება: რა კარგია, როდესაც ადამიანები ერთად და ერთსულოვნად ცხოვრობენ. ჩვენ ღიად უნდა გამოვთქვათ ჩვენი აზრები, გულწრფელად ვიკამათოთ უთანხმოებებზე, მაგრამ ყოველთვის ვიყოთ სოლიდარულნი. როდესაც ამერიკა ერთიანია, მას ვერაფერი შეაჩერებს.

არ შეშინდეთ - ჩვენ ყოველთვის ვიქნებით დაცულები. ჩვენ გვიცავენ შესანიშნავი კაცები და ქალები, რომლებიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებში და სამართალდამცავ ორგანოებში მსახურობენ. და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენ გვიცავს ღმერთი.   

და ბოლოს: ჩვენ გვჭირდება თამამი აზროვნება და კიდევ უფრო თამამი ოცნებები. ჩვენ ვიცით, რომ ერი მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, როდესაც ვითარდება. ჩვენ აღარ მოვუსმენთ პოლიტიკოსებს, რომლებიც მხოლოდ ლაპარაკობენ და არაფერს ქმნიან, რომლებიც მხოლოდ ჩივიან და არაფერს აკეთებენ.

ლაპარაკის დრო დასრულდა. ახლა მოქმედების დროა. არავის ათქმევინოთ, რომ რაღაც შეუძლებელია. ამერიკის გულს და სულს ყველაფერი შეუძლია. ჩვენ არ დავმარცხდებით. ჩვენი ქვეყანა ისევ აყვავდება.   

ჩვენ ახალი ათასწლეულის კარიბჭესთან ვდაგავართ. ჩვენ მზად ვართ კოსმოსის საიდუმლოებები ამოვიცნოთ, დედამიწა განვკურნოთ სნეულებებისგან, მომავლის ენერგია და ტექნოლოგიები ვმართოთ.
   
ჩვენს გულებში სიამაყე ისევ გაჩნდება და ჩვენ შორის არსებულ უთანხმოებას გააქარწყლებს.

დროა, ძველი სიბრძნე გავიხსენოთ, რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები არასდროს ივიწყებდნენ: შავი ვართ, თეთრი თუ ყავისფერი, ყველა ჩვენგანის ძარღვებში პატრიოტის წითელი სისხლი ჩქეფს. ჩვენ ყველას თანაბარი უფლებები გვაქვს და ყველა ქედს ვიხრით ერთი დიდებული ამერიკის დროშის წინაშე.       

დეტროიტის კვარტლებში და ნებრასკის დაბლობში დაბადებული ბავშვები ერთმა შემოქმედმა შექმნა, ისინი ერთ ცას შესცქერიან და ერთი ოცნებით ცხოვრობენ. ამიტომ ყველა ქალაქში და ოკეანის ყველა მხარეს მცხოვრებ ამერიკელს მინდა ვუთხრა: ამიერიდან შენ ანგარიშს გაგიწევენ. შენი ხმა, შენი იმედები და ოცნებები ამერიკის მისიას განსაზღვრავს და ამ გზაზე შენი სიმამაცე და სიკეთე გაგვიძღვება.

ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ამერიკა გახდება ძლიერი, მდიდარი, ამაყი და უსაფრთხო. ამერიკა გახდება დიადი!

გმადლობთ! ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დალოცოს ამერიკა!"    

ყველა სიახლე

22 ივლისი 2026, 03:02

მსოფლიო

Euronews: სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა

სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა, - წერს Euronews-ი.

პიტ ჰეგსეტი

22 ივლისი 2026, 01:52

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პიტ ჰეგსეტი

22 ივლისი 2026, 01:00

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას.

22 ივლისი 2026, 00:07

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.

21 ივლისი 2026, 23:29

მსოფლიო

საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.

21 ივლისი 2026, 22:31

მსოფლიო

Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.

21 ივლისი 2026, 21:52

მსოფლიო

ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

კახა კალაძე

21 ივლისი 2026, 21:46

საზოგადოება

კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს. მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია

თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2026, 21:20

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.

21 ივლისი 2026, 21:18

საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა

შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.

21 ივლისი 2026, 21:17

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 21:06

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

21 ივლისი 2026, 20:45

საზოგადოება

ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა

ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.

21 ივლისი 2026, 20:43

საზოგადოება

სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.

21 ივლისი 2026, 20:39

საზოგადოება

მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“

23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.

21 ივლისი 2026, 20:36

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.

21 ივლისი 2026, 20:35

სამართალი

სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.

21 ივლისი 2026, 20:33

ეკონომიკა

სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის

„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.

21 ივლისი 2026, 20:31

ეკონომიკა

13-წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.

21 ივლისი 2026, 20:29

სამართალი

რა მოხდა დუშეთში? ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურა ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრალდება იძულებით აღიარებაზე და ოფიციალური უწყების პასუხი.