16 მარტი 2026, 11:23 / სანდო წყარო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანია ირანის კონფლიქტში მონაწილეობას არ მიიღებს და ჰორმუზის სრუტის დასაცავად ხომალდებს არ გაგზავნის

იოჰან ვადეფული

იოჰან ვადეფული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა კვირას განაცხადა, რომ გერმანია არ მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის ირგვლივ არსებულ ბოლოდროინდელ კონფლიქტებში.

გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში მან სკეპტიციზმი გამოხატა ევროკავშირის საზღვაო მისიის ჰორმუზის სრუტეში შესაძლო გაფართოების მიმართ.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ყოველთვის უწევდა კონსტრუქციულ მხარდაჭერას საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოებას, ის „ვერ ხედავს ვერც გადაუდებელ აუცილებლობას და, რაც მთავარია, ვერც იმას, რომ ამაში გერმანია უნდა მონაწილეობდეს“.

წამყვანის კითხვას: „მალე ამ კონფლიქტის აქტიური ნაწილი გავხდებით?“ მინისტრმა ასე უპასუხა:

„არა. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ კონფლიქტში. ჩვენი მოთხოვნა ამერიკასა და ისრაელის მიმართ არის ის, რომ ვიყოთ ინფორმირებულები და გვითხრან, რა კონკრეტული მიზნები აქვთ დასახული, შემდეგ კი ჩვენთან ერთად იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ ომის დასრულება“.

ყველა სიახლე

16 მარტი 2026, 14:41

კულტურა

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 16 მარტს საზეიმოდ გაიხსნება

კონცერტების სერია „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 16 მარტს ხონის სამუსიკო სკოლაში საზეიმოდ გაიხსნება.

პიტერ სიიარტო

16 მარტი 2026, 14:40

პოლიტიკა

პიტერ სიიარტო: საქართველოს შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს ყველაფერში. ჩვენ ვაფასებთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას - შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდ კრახს განიცდის და დროა დავივიწყოთ

ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ. მოუთმენლად ველით კვირის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობას ბუდაპეშტში, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ

თემურ ალექსანდრია

16 მარტი 2026, 14:39

პოლიტიკა

„ნიკორას“ დირექტორი: როგორც წესი, სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტები ხშირად ზარალითაც იყიდება, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური წვდომა- ჩვენი აქციები ისე იგეგმება, რომ თვის განმავლობაში თვის სამყოფი კალათა ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ

ფასდაკლების სიღრმეც, ინტენსივობაც, რა წილი გაიყიდება ფასდაკლებებში და იქნება თუ არა თვითღირებულებაზე ნაკლები ძალიან განსხვავებულია პროდუქტების მიხედვით, - განაცხადა „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ალექსანდრიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

16 მარტი 2026, 14:39

პოლიტიკა

„კარფურის“ გენერალური დირექტორი: დისტრიბუტორის მომგებიანობის მარჟა ჯერ კიდევ ორჯერ მეტია, ვიდრე „რითეილერის“ - ღირებულებით ჯაჭვში მყოფ რგოლს, რომელიც ქმნის ყველაზე დიდ ღირებულებას, ყველაზე დაბალი მომგებიანობის მარჟა აქვს

ჩვენი მხრიდან მთავარი წნეხი არის თაროს ფასზე და შესაბამისად, ყველა ის პრომო, აქცია, რომელიც იგეგმება, არის მაქსიმალური რესურსის გამოყოფა, რომ ეს პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მომხმარებლებისთვის, - განაცხადა „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ.

არჩილ მელიქაძე

16 მარტი 2026, 14:37

ეკონომიკა

„2 ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი: რეტრო-ბონუსი არ არის ფასდაკლების წყარო, ეს ჩვენი მოგონილი ინსტრუმენტი არ არის - ეს იმ კომპანიის სურვილია, რომ ასაღები ფასი ასე გაიყოს, ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს რეტრო-ბონუსის აღრიცხვიანობა ვაწარმოოთ

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე მაღაზიის თაროზე პროდუქტების განთავსების შესახებ „2 ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ მელიქაძემ, რეტრო-ბონუსის ინსტრუმენტთან დაკავშირებით ისაუბრა.

ოანა-სილვია ტოიუ

16 მარტი 2026, 14:36

პოლიტიკა

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ შავ ზღვაში მეზობლები ვართ. ამიტომაც, ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო ვართ, ვინც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა

„ჩვენ შავ ზღვაში მეზობლები ვართ. ამიტომაც, ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო ვართ, ვინც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა“, - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ტოიუმ ბრიუსელში „ქრონიკის“ კითხვის პასუხად.

ბაიბა ბრაჟე

16 მარტი 2026, 14:35

პოლიტიკა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ვენდობით ქართველ ხალხს, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიღებენ და განახორციელებენ ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს

ჩვენ ვენდობით ქართველ ხალხს, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიღებენ და განახორციელებენ ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე.

მარგუს ცაჰკნა

16 მარტი 2026, 14:33

პოლიტიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ესტონელებს ყოველთვის ღრმად აშფოთებდათ ქართველი ხალხის მომავალი

ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

არჩილ გორდულაძე

16 მარტი 2026, 14:28

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტარი რომ ვერ პოულობს რუკაზე ირანს, რომელიც სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე უკრაინა, ეს არის ტრაგედია და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის წინაშე დგას

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არ არჩეული ბიუროკრატია და მათ შორის ევროპარლამენტის წევრებიც უბრალოდ ხმას აძლევენ ისეთ საკითხებს, რომლებიც წაკითხული და გააზრებულიც არ აქვთ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ეს მტკიცდება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

16 მარტი 2026, 14:27

პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს

ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა.

თენგიზ შარმანაშვილი

16 მარტი 2026, 14:25

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ევროპარლამენტში და ევრობიუროკრატიაში დილეტანტიზმი საკმაოდ ცნობილია, ამიტომაც არის ასეთი მძიმე სიტუაცია ევროპულ პოლიტიკაში

ევროპარლამენტში და ევრობიუროკრატიაში დილეტანტიზმი საკმაოდ ცნობილია, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.

არჩილ გორდულაძე

16 მარტი 2026, 14:22

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ყულევის პორტთან დაკავშირებით ფიშერის განცხადებაზე: გამოვიდეს და ერთი მტკიცებულება მაინც თქვას, რომ უბრალოდ ნანახი აქვს. სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს ე.წ. ელჩი, რომელიც მთლიანად გასულია დიპლომატიური სტანდარტებიდან

სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს ე.წ. ელჩი, რომელიც მთლიანად გასულია დიპლომატიური სტანდარტებიდან და ჩარჩოებიდან, - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ყულევის პორტთან დაკავშირებით გერმანიის ელჩის განცხადებაზე.

ალექსანდრე დარახველიძე

16 მარტი 2026, 14:18

პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე: „მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, წარვუდგინეთ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო

თავად „მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, წარვუდგინეთ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ექსპერტის მიერ საქართველოზე მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.

16 მარტი 2026, 14:12

მსოფლიო

ბრიუსელში პოლიციის მხრიდან ძალადობა გააპროტესტეს

აქციაში ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქტივისტებმა ბელგიის პოლიციის მხრიდან ძალადობის, მათ შორის არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტები გააპროტესტეს.

მაკა ბოჭორიშვილი

16 მარტი 2026, 14:09

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნას არაფერი აქვს საერთო იმ პრინციპებთან, რომლებზეც ეუთო დგას, ორ მხარეს როდესაც უსმენ, უნდა ეცადო მაინც, დასკვნაში ორივე მხარე ასახო

შეგიძლიათ, გაეცნოთ ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებსა და იმ შეხვედრებს, რომლებზეც ქალბატონი ექსპერტი იმყოფებოდა, დეტალურად მოისმინოთ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია და თავად შეაფასოთ, საერთოდ არის თუ არა რაიმე საერთო დასკვნასა და ამ ინფორმაციას შორის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ექსპერტის მიერ საქართველოზე მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.

მასუდ ფეშქეზიანი/ემანუელ მაკრონი

16 მარტი 2026, 14:06

მსოფლიო

ემანუელ მაკრონმა მასუდ ფეშქეზიანთან სატელეფონო საუბარი გამართა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტს შეახსენა, რომ პარიზი რეგიონში საკუთარ ინტერესებს და პარტნიორებს იცავს და თეირანის მხრიდან თავდასხმები მიუღებელია. მაკრონის თქმით, უკონტროლო ესკალაციის ფონზე, რეგიონი სრულ ქაოსში აღმოჩნდება.

16 მარტი 2026, 13:58

პოლიტიკა

აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტიანობისა და საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის აუდიტების ანგარიშები განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ორი ანგარიში განიხილა.

16 მარტი 2026, 13:57

მსოფლიო

ისრაელი აცხადებს, რომ გაანადგურა თვითმფრინავი, რომლითაც ალი ხამენეი სარგებლობდა

უწყების განმარტებით, ამ საჰაერო ხომალდით ასევე სარგებლობდნენ ირანის სხვა მაღალჩინოსნები და სამხედრო პერსონალი იარაღის შესყიდვისა და მოკავშირე ქვეყნებთან კოორდინაციის მიზნით.

თამთა მეგრელიშვილი

16 მარტი 2026, 13:55

პოლიტიკა

მეგრელიშვილი ქაცარავას განცხადებაზე: როდესაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური ფიგურები უცხოურ სტრუქტურებს საკუთარი სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციას გადასცემენ, ეს საზოგადოებაში კითხვებს აჩენს

დავით ქაცარავას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გააჩინა მძიმე შეკითხვები იმ პროცესების შესახებ, რომლებიც ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მიმდინარეობდა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

16 მარტი 2026, 13:50

ეკონომიკა

„ნიკორას“ დირექტორი: თაროზე განთავსების პოლიტიკას ვწყვეტთ ჩვენ, რადგან ჩვენი პრინციპებით თუ არ მოხდა პროდუქტის პლანოგრამის ფორმირება, მაშინ ბრენდის აღქმა გაიბლარება - მზად ვართ, ნეტ ფასებით ვიმუშაოთ, რომ არ იყოს არანაირი რეტრო ბონუსი

„ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორით თემურ ალექსანდრია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე მაღაზიის თაროზე პროდუქტების განთავსების შესახებ საუბრობს.