„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 16 მარტს საზეიმოდ გაიხსნება
ფოტო: Facebook
კონცერტების სერია „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 16 მარტს ხონის სამუსიკო სკოლაში საზეიმოდ გაიხსნება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, დუდანა მაზმანიშვილი, ლიზი რამიშვილი, ნოდარ მდივანი, ირაკლი ევსტაფიშვილი, ნათია ქავთარაძე, გიორგი ხაინდრავა.
კონცერტების სერია „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ წელს 5 ქალაქში გაიმართება. საკონცერტო სერიების ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები წყალტუბოში, ლანჩხუთში, ხონში, ბორჯომსა და თბილისში. „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებში“ მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: თამარ ლიჩელი, თეიმურაზ გუგუშვილი, ვალერიან შიუკაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიგი პიანომენი, დავით ალადაშვილი, გიორგი ხაინდრავა, ირაკლი ევსტაფიშვილი და სხვ. ამ წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, იგეგმება ნაწარმოებების პრემიერები და რეგიონებში ახალგაზრდებთან მასტერ-კლასების ჩატარება.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით ჩატარდება. ღონისძიება დაარსდა 2024 წელს და დიდი გამოხმაურება პოვა არამარტო მუსიკალურ წრეებში, არამედ ფართო საზოგადოებაშიც.
ეს არის ერთადერთი პროექტი საქართველოში, რომელიც ორ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება - ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას.
პროექტის ფარგლებში სრულდება როგორც დიდ ქართველ კომპოზიტორთა შედევრები, ასევე თანამედროვე კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ამგვარად, მსმენელს საშუალება აქვს სრულყოფილი შთაბეჭდილება შეექმნას ქართულ კლასიკურ მუსიკაზე და სისტემატურად გაეცნოს ამ სფეროში არსებულ სიახლეებს. აღსანიშნავია ის, რომ „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მოიცავს კლასიკური მუსიკის არაერთ სფეროს - საფორტეპიანოს, კამერულს, ვოკალურს და შესაბამისად, საკმაოდ მრავალფეროვანია ჟანრული თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ მეტი მუსიკოსის ჩართულობას უწყობს ხელს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ საქართველოში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები. ცხადია, დიდია იმ მუსიკოსთა წვლილი, ვინც საზღვარგარეთ მოღვაწეობს და ჩვენი ქვეყნის სახელი გააქვს მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ მუსიკოსთა დამსახურება, ვინც საქართველოში წლების განმავლობაში ერთგულებითა და დიდი პროფესიონალიზმით ემსახურება თავიანთ საქმეს. ეს პროექტი სწორედ მათ ჩართულობასა და გაერთიანებას ემსახურება.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ერთ-ერთი მიზანია, ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ორგანიზატორთა სურვილია, ქართულმა მუსიკამ თანდათან მოიცვას მთელი საქართველო და შეძლებისდაგვარად მეტ რეგიონს გააცნოს ქართული კლასიკური მუსიკა და ამ სფეროში არსებული სიახლეები.
ყველა სიახლე
22 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
უნგრეთის ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 9 მაისს გაიმართება, რომელზეც, სავარაუდოდ პეტერ მადიარს პრემიერის პოსტზე დაამტკიცებენ
უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 9 მაისს ჩანიშნა.
22 აპრილი 2026, 08:58
სპორტი
საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ შვიდი მედალი მოიპოვა და შედეგად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა
თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ შვიდი - ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედალი მოიპოვა; შედეგად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
22 აპრილი 2026, 08:52
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 აპრილს საქართველოში
ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
22 აპრილი 2026, 08:42
რეგიონი
გორის ერისთავის თეატრში ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი უწმინდესობის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა გაიხსენეს
გორის ერისთავის თეატრში კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი უწმინდესობის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა გაიხსენეს. შესრულდა პატრიარქის საგალობლები, ხოლო ახალგაზრდებმა, პოეტ ვანო ჩხიკვაძესთან ერთად, წაიკითხეს ლექსები.
22 აპრილი 2026, 08:33
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან
სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან და ისაუბრებენ საქართველო-ყაზახეთის საკითხებსა და პერსპექტივებზე, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.
22 აპრილი 2026, 08:24
პოლიტიკა
დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი გამოვა სიტყვით
დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი წარდგება.
22 აპრილი 2026, 08:18
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს
დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სამთავრობო ცვლილებებს.
22 აპრილი 2026, 08:15
პოლიტიკა
ნინო წილოსანი სამთავრობო ცვლილებებზე: პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს
პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სამთავრობო ცვლილებებზე.
22 აპრილი 2026, 08:02
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 25 აპრილიდან გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი წვიმის სახით.
22 აპრილი 2026, 07:59
სპორტი
„გაგრამ“ „დინამო თბილისი“ 1:0 დაამარცხა
„დინამო არენაზე" საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს "გაგრა" და "დინამო თბილისი" შეხვდნენ.
22 აპრილი 2026, 02:24
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი: ხაზინის დეპარტამენტი კვლავაც განახორციელებს მაქსიმალურ ზეწოლას ირანზე კამპანია „ეკონომიკური რისხვის“ მეშვეობით
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური და საზღვაო წნეხის მკვეთრ გაძლიერებას აანონსებს. მისი განცხადებით, ვაშინგტონი აგრძელებს „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს თეირანის ფინანსური რესურსების სრულ ბლოკირებას.
22 აპრილი 2026, 02:12
მსოფლიო
The Wall Street Journal: Deutsche Lufthansa საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით მოკლე მანძილზე 20 000 ფრენას აუქმებს
გერმანული ავიაკომპანია Deutsche Lufthansa ოქტომბრამდე დაგეგმილ ზოგიერთ ევროპულ მარშრუტსა და 20 000 მოკლე დისტანციის ფრენას აუქმებს, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 01:37
მსოფლიო
პაკისტანის პრემიერმა ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა.
22 აპრილი 2026, 00:41
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად ადასტურებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი.
22 აპრილი 2026, 00:33
მსოფლიო
Deutsche Welle: მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის უფლება მიეცათ
მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპისკოპოსი, რეინჰარდ მარქსი გახდა პირველი კარდინალი გერმანიის რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელმაც თავის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის ოფიციალური უფლება მისცა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.
22 აპრილი 2026, 00:19
მსოფლიო
ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება გამოაცხადა
იქიდან გამომდინარე, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის დაქსაქსული და პაკისტანის ფელდმარშალისა და პრემიერ-მინისტრის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს წინადადებით, შევაჩეროთ იერიში ირანზე მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
22 აპრილი 2026, 00:11
მსოფლიო
Reuters: უკრაინა ოთხშაბათს „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას განაახლებს
უკრაინა ოთხშაბათს განაახლებს ნავთობის გადაქაჩვას „დრუჟბის“ მილსადენით - განუცხადა Reuters-ს წყარომ. კიევი ამ ნაბიჯით ცდილობს ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიღების პროცესის დაჩქარებას.
22 აპრილი 2026, 00:04
მსოფლიო
ირანული მედია: ირანმა ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე უარი თქვა
ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა პაკისტანის მეშვეობით ოფიციალურად შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ ირანული დელეგაცია ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე არ ჩავა.
21 აპრილი 2026, 23:50
მსოფლიო
The Telegraph: პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს
პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
21 აპრილი 2026, 23:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპი პირად საუბრებში ვენსის პაკისტანში ვიზიტის სრულად გაუქმებას განიხილავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში გამართული არაერთი შეხვედრის შემდეგ, ამ დროისთვის შეაჩერა სამშაბათს პაკისტანში გამგზავრების გეგმა, სადაც ირანთან ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა გაემართა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


