საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაციას ითვალისწინებს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ პროექტებთან ერთად.
კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება.
ამასთან, შეწყდება ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ლეგალიზებული კომპენსაციის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.
როგორც მომხსენებელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ განაცხადა, ზედმეტად გაცემული თანხების ლეგალიზაცია შეეხება: პენსიის მიმღებ 1600-ზე მეტ პენსიონერს, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ 250-ზე მეტ პირს, სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს და საარსებო შემწეობის მიმღებ 1400-ზე მეტ ოჯახს.
„რაც შეეხება თანხებს, სახელმწიფო პენსიის შემთხვევაში ის 1 200 000 ლარზე მეტია, სახელმწიფო კომპენსაციის შემთხვევაში - 600 000 ლარი, სოციალური პაკეტის შემთხვევაში - დაახლოებით 130 000 ლარი, ხოლო საარსებო შემწეობის შემთხვევაში - 2 600 000 ლარი. მთლიანად ეს თანხა 4 500 000 ლარს შეადგენს“, - აღნიშნა ირინე წაქაძემ.
დღევანდელ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 16 თებერვალს, კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები დაამტკიცა. აუდიტის ჯგუფმა სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი განრიდება-მედიაციის პროგრამის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში და საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში განიხილა.
ყველა სიახლე
22 აპრილი 2026, 08:33
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან
სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან და ისაუბრებენ საქართველო-ყაზახეთის საკითხებსა და პერსპექტივებზე, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.
22 აპრილი 2026, 08:24
პოლიტიკა
დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი გამოვა სიტყვით
დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი წარდგება.
22 აპრილი 2026, 08:18
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს
დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სამთავრობო ცვლილებებს.
22 აპრილი 2026, 08:15
პოლიტიკა
ნინო წილოსანი სამთავრობო ცვლილებებზე: პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს
პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სამთავრობო ცვლილებებზე.
22 აპრილი 2026, 08:02
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 25 აპრილიდან გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი წვიმის სახით.
22 აპრილი 2026, 07:59
სპორტი
„გაგრამ“ „დინამო თბილისი“ 1:0 დაამარცხა
„დინამო არენაზე" საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს "გაგრა" და "დინამო თბილისი" შეხვდნენ.
22 აპრილი 2026, 02:24
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი: ხაზინის დეპარტამენტი კვლავაც განახორციელებს მაქსიმალურ ზეწოლას ირანზე კამპანია „ეკონომიკური რისხვის“ მეშვეობით
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური და საზღვაო წნეხის მკვეთრ გაძლიერებას აანონსებს. მისი განცხადებით, ვაშინგტონი აგრძელებს „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს თეირანის ფინანსური რესურსების სრულ ბლოკირებას.
22 აპრილი 2026, 02:12
მსოფლიო
The Wall Street Journal: Deutsche Lufthansa საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით მოკლე მანძილზე 20 000 ფრენას აუქმებს
გერმანული ავიაკომპანია Deutsche Lufthansa ოქტომბრამდე დაგეგმილ ზოგიერთ ევროპულ მარშრუტსა და 20 000 მოკლე დისტანციის ფრენას აუქმებს, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 01:37
მსოფლიო
პაკისტანის პრემიერმა ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა.
22 აპრილი 2026, 00:41
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად ადასტურებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი.
22 აპრილი 2026, 00:33
მსოფლიო
Deutsche Welle: მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის უფლება მიეცათ
მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპისკოპოსი, რეინჰარდ მარქსი გახდა პირველი კარდინალი გერმანიის რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელმაც თავის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის ოფიციალური უფლება მისცა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.
22 აპრილი 2026, 00:19
მსოფლიო
ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება გამოაცხადა
იქიდან გამომდინარე, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის დაქსაქსული და პაკისტანის ფელდმარშალისა და პრემიერ-მინისტრის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს წინადადებით, შევაჩეროთ იერიში ირანზე მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
22 აპრილი 2026, 00:11
მსოფლიო
Reuters: უკრაინა ოთხშაბათს „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას განაახლებს
უკრაინა ოთხშაბათს განაახლებს ნავთობის გადაქაჩვას „დრუჟბის“ მილსადენით - განუცხადა Reuters-ს წყარომ. კიევი ამ ნაბიჯით ცდილობს ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიღების პროცესის დაჩქარებას.
22 აპრილი 2026, 00:04
მსოფლიო
ირანული მედია: ირანმა ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე უარი თქვა
ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა პაკისტანის მეშვეობით ოფიციალურად შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ ირანული დელეგაცია ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე არ ჩავა.
21 აპრილი 2026, 23:50
მსოფლიო
The Telegraph: პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს
პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
21 აპრილი 2026, 23:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპი პირად საუბრებში ვენსის პაკისტანში ვიზიტის სრულად გაუქმებას განიხილავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში გამართული არაერთი შეხვედრის შემდეგ, ამ დროისთვის შეაჩერა სამშაბათს პაკისტანში გამგზავრების გეგმა, სადაც ირანთან ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა გაემართა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 23:35
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს
ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
21 აპრილი 2026, 23:14
მსოფლიო
ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ორბანის განცხადებით, მიუხედავად ბრიუსელის მხრიდან ზეწოლისა, მისი მთავრობა არ აპირებს პოზიციების დათმობას.
21 აპრილი 2026, 23:06
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა და ბუდაპეშტს აღნიშნული კანონმდებლობის გაუქმება დაავალა, - წერს გამოცემა POLITICO.
21 აპრილი 2026, 23:05
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ერმუხანბეტ კონუსპაევი და ასტანის მერი ჟენის კასიმბეკი დახვდნენ.


