გერმანიის თავდაცვის მინისტრი ჰორმუზის სრუტეში გემების გაგზავნაზე უარს აცხადებს - „ეს ჩვენი ომი არ არის“
ბორის პისტორიუსი
ფოტო: Getty Images
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი დონალდ ტრამპის მოწოდების საფუძველზე ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო ხომალდებს არ გაგზავნის. მის სიტყვებს Tagesschau ავრცელებს.
„ეს არ არის ჩვენი ომი, ის ჩვენ არ დაგვიწყია. ჩვენ გვსურს დიპლომატიური გადაწყვეტილებები და [ომის] სწრაფი დასრულება, მაგრამ რეგიონში დამატებითი სამხედრო ხომალდების გაგზავნა ამას, რა თქმა უნდა, ხელს არ შეუწყობს“, - განაცხადა პისტორიუსმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა და ისრაელმა „ეს გზა თავად აირჩიეს“.
„ჩვენ ამას ძალიან ზომიერად ვაკრიტიკებდით. თუმცა, შემდეგი ნაბიჯი ახლა ჩვენს ამ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხეს ქმნის“, - დასძინა მინისტრმა.
მანამდე The Telegraph-ი წერდა, რომ სტარმერმა ტრამპს ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული სამხედრო გემების გაგზავნაზე უარი უთხრა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატოს „ძალიან ცუდი“ მომავალი ელის, თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტეში ვაშინგტონს არ დაეხმარებიან. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ დაიმახსოვრებს, თუ სხვა ქვეყნები აშშ-ს არ დაეხმარებიან.
ყველა სიახლე
01 მაისი 2026, 21:19
საზოგადოება
საქართველოში უცხოელთა დასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი - კანონის აღსრულება დაიწყო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის შრომის ინსპექციის სამსახური დღეიდან ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს იწყებენ. საქმე ეხება იმ კანონის აღსრულებას, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გიდებად, ტაქსის მძღოლებად და მიტანის სერვისის კურიერებად მუშაობა ეკრძალებათ.
01 მაისი 2026, 21:08
ეკონომიკა
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ წლიური შედეგები შეაჯამა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზენტაციაზე იმსჯელეს ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით გატარებული რეორგანიზაციის შედეგებსა და საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ასევე, კომპანიის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო განვითარების გეგმებზე.
01 მაისი 2026, 21:02
მსოფლიო
აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით აჩერებს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასაც ტოვებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აზერბაიჯანის გაღიზიანება დოკუმენტში ყარაბაღის შესახებ შეტანილმა ჩანაწერმა გამოიწვია. შედეგმაც არ დააყოვნა - ბაქომ ევროპარლამენტთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა.
01 მაისი 2026, 21:00
რეგიონი
ქუთაისში საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმი მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საერთაშორისო ფორუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მასში ექვსი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
01 მაისი 2026, 20:52
საზოგადოება
კახა კალაძე სტუდენტურ ფესტივალზე: მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის
თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რუსთავის მერიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, „სტუდენტური ფესტივალი 2026“ დაიწყო. ფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიება რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად სიტყვით მიმართა.
01 მაისი 2026, 20:47
მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერების უარი უკრაინის გაწევრების პროცესის დაჩქარებაზე - რას წერს უკრაინული და ბრიტანული პრესა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკრაინის ლიდერმა კონკრეტული ვადაც განსაზღვრა, ევროპისთვის კი გაცემული დაპირების მიუხედავად, არანაირი თარიღი არ არსებობს. მედიის ინფორმაციით, კიევისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ე.წ. სიმბოლურ წევრობას უშვებენ. ისიც, ვერსიის დონეზე.
01 მაისი 2026, 20:45
საზოგადოება
რა სახის სანქციები გამკაცრდა დღეიდან საგზაო მოძრაობის დამრღვევებისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სანქციები გამკაცრდა, მაგალითად, ღვედის გამოუყენებლობაზე, საჭესთან მობილური ტელეფონის გამოყენებასა და სიჩქარის გადაჭარბებაზე. ძალაში შევიდა ახალი ამკრძალავი ნიშნებიც.
01 მაისი 2026, 20:41
პოლიტიკა
დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში - „ფედერალისტები“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ალიანსის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში - „ფედერალისტები“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ალიანსის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ვრცლად მეგი ნარსავიძის სიუჟეტში.
01 მაისი 2026, 20:39
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ იგი უკმაყოფილოა ირანის ბოლო წინადადებით ომის დასრულებასთან დაკავშირებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი უკმაყოფილოა ირანის ბოლო წინადადებით ომის დასრულებასთან დაკავშირებით და ეჭვი შეიტანა ქვეყნის უნარში, ოდესმე დათანხმდეს შეთანხმებას.
01 მაისი 2026, 20:33
პოლიტიკა
მსჯავრდებულ სააკაშვილის მორიგი შეტევა ეკლესიაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკლესიაზე შეტევის კამპანიაში მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო. მსჯავრდებულის პოზიცია და დამოკიდებულება მმართველ გუნდს არ აკვირვებს.
01 მაისი 2026, 20:32
მსოფლიო
გერმანიის ვიცე-კანცლერი: ახლა ნამდვილად არ გვჭირდება დონალდ ტრამპის არანაირი რჩევა - მან საკუთარ ქაოსს უნდა მიხედოს
გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ლარს კლინგბაილმა დაიცვა კანცლერი ფრიდრიხ მერცი შეერთებული შტატების მხრიდან კრიტიკისგან და პასუხი გასცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
01 მაისი 2026, 20:23
ეკონომიკა
როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა ისე, რომ მომხმარებელმა პროდუქტზე დაბალი ფასი მიიღოს - პარლამენტის დროებითი კომისიის 104- გვერდიანი დასკვნა და რეკომენდაციები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა მზად არის. თითქმის სამთვიანი მუშაობის და 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლებთან დისკუსიის შედეგები 104-გვერდიან დასკვნაში აისახა.
01 მაისი 2026, 20:20
პოლიტიკა
რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა ძალოვან სტრუქტურებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ხარაბაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა. ის ფინანსთა მინისტრმა უწყების თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.
01 მაისი 2026, 20:11
პოლიტიკა
ოპოზიციის აქტივისტი დოროთე ყურაშვილი მეუფე შიოზე: ფსიქიურად ის არაა გაწონასწორებული
ოპოზიციის აქტივისტი დოროთე ყურაშვილი, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ საუბრობს მოლოდინებზე, რომელიც მას მეუფე შიოს პატრიარქობის შემთხვევაში აქვს.
01 მაისი 2026, 20:07
რეგიონი
რუსთავში სტუდენტური ფესტივალი გაიხსნა
სტუდენტური ფესტივალი წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს.
01 მაისი 2026, 20:05
მსოფლიო
ტრამპი: გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირი არ ასრულებს სავაჭრო გარიგებას, მომავალ კვირას გავზრდი ტარიფებს ევროკავშირიდან აშშ-ში შემოსულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე - ტარიფი 25%-მდე გაიზრდება
მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირი არ ასრულებს ჩვენ მიერ სრულად შეთანხმებულ სავაჭრო გარიგებას, მომავალ კვირას მე გავზრდი ტარიფებს ევროკავშირიდან აშშ-ში შემოსულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე - ტარიფი 25%-მდე გაიზრდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
01 მაისი 2026, 19:51
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგზე: ან ვირტუალურ სამყაროში არიან, ან განზრახ ქმნიან - იქნებ, ვინმემ დაიჯეროს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგების ფოტოს, რომელიც, გვარამიას მტკიცებით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მონაცემების ამსახველია, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
01 მაისი 2026, 19:47
ეკონომიკა
ილია ინჯია: ამ ეტაპზე, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ ფასების დარეგულირების კომისიის დასკვნას, რადგან ის ითვალისწინებს მარეგულირებელი ორგანოს შექმნას
„კომისიის მთავარი მიზანი თავიდანვე იყო, რომ საკითხი ყველა მიმართულებით შეგვესწავლა. ეს პროცესი ერთად გავიარეთ, დეტალურად ვიმსჯელეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე და საბოლოოდ ერთ, საერთო პოზიციაზე შევთანხმდით - ამ სფეროს აუცილებლად სჭირდება რეგულაცია. სწორედ ეს რეკომენდაციაა ასახული კომისიის დასკვნაშიც“.
01 მაისი 2026, 19:37
მსოფლიო
CNN: ირანმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ბაზების უმეტესობა დააზიანა
ტელეკომპანია CNN-ის გამოძიების თანახმად, ირანმა და მისმა მოკავშირეებმა ახლო აღმოსავლეთის რვა ქვეყანაში აშშ-ის, სულ მცირე, 16 სამხედრო ობიექტი დააზიანეს, რის გამოც ზოგიერთი პოზიცია პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახდა.
01 მაისი 2026, 19:23
რეგიონი
ხულოში ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა
ტურნირში ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 15 გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი დაბა ხულოს საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები კი კორტოხისა და რაქვთის საჯარო სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს.


