imedi /  01 მაისი 2026, 20:52 / სანდო წყარო

კახა კალაძე სტუდენტურ ფესტივალზე: მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის

თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რუსთავის მერიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, „სტუდენტური ფესტივალი 2026“ დაიწყო.

ფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიება რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად სიტყვით მიმართა.

„მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი. ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის. სასიამოვნოა, რომ სხვადასხვა რეგიონის, ქალაქის უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდება. აღნიშნული ფესტივალი 2014 წლიდან იმართება და მასში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ღონისძიებაში 20 000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. მინდა, წარმატებები გისურვით ყველაფერში და ამ მნიშვნელოვან ფესტივალში მონაწილეობისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ასევე მინდა, გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს, რუსთავის მერიას, განათლების სამინისროს“, - განაცხადა კახა კალაძემ და მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

სტუდენტური ფესტივალი წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 45 კონკურსი - შეჯიბრი, როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით. წელს ერთ-ერთი სიახლეა მარათონი, რომელიც 14 ივნისს, თბილისში გაიმართება - 5 კილომეტრიან დისტანციაზე სირბილში სტუდენტების გარდა, მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

კულტურული მიმართულებით ღონისძიებები ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში გაიმართება. ფესტივალის მასპინძელი რუსთავის მერიაა.

ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდება 21 ივნისს, ფესტივალის დახურვის გრანდიოზულ ღონისძიებაზე. წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის წოდებას ის უნივერისტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ.

საზეიმო ღონისძიებას მუსიკალურად ჯგუფი „ურსა“ აფორმებდა, დღის განმავლობაში კი რუსთავის სპორტის სასახლეში, სხვადასხვა მიმართულებით, სპორტული შეჯიბრები ჩატარდა. გარდა ამისა, გაიმართა უნივერსიტეტების წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა რუსთავის პარკის მიმართულებით.

ყველა სიახლე

01 მაისი 2026, 22:00

რეგიონი

ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით დაბა ხულოს ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე, მერის მოადგილე ნური გორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბიბლიოთეკარები და მოწვეული სტუმრები. მათ შეკრებილ საზოგადოებას ბიბლიოთეკარის დღე მიულოცეს, ხაზი გაუსვეს ბიბლიოთეკების მნიშვნელოვან როლს განათლების, კულტურისა და საზოგადოების განვითარების პროცესში და მადლობა გადაუხადეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მრავალწლიანი ერთგული შრომისთვის.

დონალდ ტრამპი

01 მაისი 2026, 21:43

მსოფლიო

ტრამპი: ბაიდენი მოვიდა როგორც სულელი და ის, რაც ჩვენ გვქონდა, დიდწილად უკრაინას გადასცა - ბაიდენს ფული არ მიუღია, მას არაფერი მიუღია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი უკრაინის სამხედრო დახმარების პოლიტიკის გამო მკაცრად გააკრიტიკა და მას „სულელი“ უწოდა.

01 მაისი 2026, 21:36

მსოფლიო

POLITICO: ირანის ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის თავზე, ტრამპის ყურადღებამ ახლო აღმოსავლეთისადმი უკრაინა თეთრ სახლში მეორეხარისხოვან საკითხად აქცია

ირანის ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის თავზე, ტრამპის ყურადღებამ ახლო აღმოსავლეთისადმი უკრაინა თეთრ სახლში მეორეხარისხოვან საკითხად აქცია, - წერს გამოცემა POLITICO.

01 მაისი 2026, 21:31

საზოგადოება

საქართველო ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.

01 მაისი 2026, 21:27

რეგიონი

ქუთაისში პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა

ფორუმის გახსნის ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ლევან კოპალიანი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

01 მაისი 2026, 21:25

საზოგადოება

სადაზღვევო სექტორის განვითარებაზე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე იმსჯელეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სადაზღვევო სექტორის განვითარებაზე, მიღწეულ წარმატებასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე დღეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე იმსჯელეს.

01 მაისი 2026, 21:19

საზოგადოება

საქართველოში უცხოელთა დასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი - კანონის აღსრულება დაიწყო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის შრომის ინსპექციის სამსახური დღეიდან ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს იწყებენ. საქმე ეხება იმ კანონის აღსრულებას, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გიდებად, ტაქსის მძღოლებად და მიტანის სერვისის კურიერებად მუშაობა ეკრძალებათ.

01 მაისი 2026, 21:08

ეკონომიკა

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ წლიური შედეგები შეაჯამა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრეზენტაციაზე იმსჯელეს ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით გატარებული რეორგანიზაციის შედეგებსა და საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ასევე, კომპანიის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო განვითარების გეგმებზე.

01 მაისი 2026, 21:02

მსოფლიო

აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით აჩერებს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასაც ტოვებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აზერბაიჯანის გაღიზიანება დოკუმენტში ყარაბაღის შესახებ შეტანილმა ჩანაწერმა გამოიწვია. შედეგმაც არ დააყოვნა - ბაქომ ევროპარლამენტთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა.

01 მაისი 2026, 21:00

საზოგადოება

ნინო ლაცაბიძე სტუდენტურ ფესტივალზე: ახალგაზრდებო, თქვენ ხართ საქართველო, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღეც და მომავალიც - საოცარი შეგრძნება ყოფილა, როცა შენს ქალაქში ამდენი ახალგაზრდაა გაერთიანებული

რუსთავში ათასობით ახალგაზრდის შეკრება ქალაქისთვის განსაკუთრებული მოვლენაა და დიდი სიხარულია, რომ მათთან ერთად შესაძლებელია ახალგაზრდული დღის გაზიარება, - განაცხადა რუსთის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავში, ახალგაზრდული ფესტივალის, „სტუდფესტი 2026“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას

01 მაისი 2026, 21:00

რეგიონი

ქუთაისში საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმი მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო ფორუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მასში ექვსი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

01 მაისი 2026, 20:47

მსოფლიო

ევროკავშირის ლიდერების უარი უკრაინის გაწევრების პროცესის დაჩქარებაზე - რას წერს უკრაინული და ბრიტანული პრესა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკრაინის ლიდერმა კონკრეტული ვადაც განსაზღვრა, ევროპისთვის კი გაცემული დაპირების მიუხედავად, არანაირი თარიღი არ არსებობს. მედიის ინფორმაციით, კიევისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ე.წ. სიმბოლურ წევრობას უშვებენ. ისიც, ვერსიის დონეზე.

01 მაისი 2026, 20:45

საზოგადოება

რა სახის სანქციები გამკაცრდა დღეიდან საგზაო მოძრაობის დამრღვევებისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სანქციები გამკაცრდა, მაგალითად, ღვედის გამოუყენებლობაზე, საჭესთან მობილური ტელეფონის გამოყენებასა და სიჩქარის გადაჭარბებაზე. ძალაში შევიდა ახალი ამკრძალავი ნიშნებიც.

თამარ ჩერგოლეიშვილი

01 მაისი 2026, 20:41

პოლიტიკა

დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში - „ფედერალისტები“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ალიანსის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში - „ფედერალისტები“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ალიანსის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ვრცლად მეგი ნარსავიძის სიუჟეტში.

დონალდ ტრამპი

01 მაისი 2026, 20:39

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ იგი უკმაყოფილოა ირანის ბოლო წინადადებით ომის დასრულებასთან დაკავშირებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი უკმაყოფილოა ირანის ბოლო წინადადებით ომის დასრულებასთან დაკავშირებით და ეჭვი შეიტანა ქვეყნის უნარში, ოდესმე დათანხმდეს შეთანხმებას.

მიხეილ სააკაშვილი

01 მაისი 2026, 20:33

პოლიტიკა

მსჯავრდებულ სააკაშვილის მორიგი შეტევა ეკლესიაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკლესიაზე შეტევის კამპანიაში მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო. მსჯავრდებულის პოზიცია და დამოკიდებულება მმართველ გუნდს არ აკვირვებს.

ლარს კლინგბაილი

01 მაისი 2026, 20:32

მსოფლიო

გერმანიის ვიცე-კანცლერი: ახლა ნამდვილად არ გვჭირდება დონალდ ტრამპის არანაირი რჩევა - მან საკუთარ ქაოსს უნდა მიხედოს

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ლარს კლინგბაილმა დაიცვა კანცლერი ფრიდრიხ მერცი შეერთებული შტატების მხრიდან კრიტიკისგან და პასუხი გასცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

01 მაისი 2026, 20:23

ეკონომიკა

როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა ისე, რომ მომხმარებელმა პროდუქტზე დაბალი ფასი მიიღოს - პარლამენტის დროებითი კომისიის 104- გვერდიანი დასკვნა და რეკომენდაციები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა მზად არის. თითქმის სამთვიანი მუშაობის და 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლებთან დისკუსიის შედეგები 104-გვერდიან დასკვნაში აისახა.

01 მაისი 2026, 20:20

პოლიტიკა

რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა ძალოვან სტრუქტურებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ხარაბაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა. ის ფინანსთა მინისტრმა უწყების თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.