16 მარტი 2026, 15:55 / სანდო წყარო

დავით კუხალაშვილი: ევრო დირექტივაში ვაჭრობის შესახებ, საუბარია ფერმერების დაცვაზე ჩვენნაირი დიდი ქსელებისგან და მართალია, იმიტომ, რომ ფერმერს თუ უარი უთხარი, მას დრო აღარ დარჩება გაყიდვის ალტერნატიული არხის მოძებნისთვის

დავით კუხალაშვილი

დავით კუხალაშვილი

როდესაც ასიმეტრიაზეა საუბარი, გთხოვთ, გავიხსენოთ, რომ ჩვენი მომწოდებლები ასევე არიან მსოფლიო ბრენდები: „პროქტერ ენდ გემბლი“, „უნილევერი“, „ნესტლე“, „მონდელიზი“ და ა.შ., - განაცხადა „დეილი ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა, დავით კუხალაშვილმა, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

მისი განცხადებით, საქართველოს ბაზრის ტოპ ოთხი მოთამაშე, ბაზრის მხოლოდ 30 პროცენტს ფლობს ჯამში, მაშინ, როცა გერმანიაში ანალოგიური მაჩვენებელი 80 პროცენტს უტოლდება.

ამ მონაცემის გაჟღერებისას, კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა, დავით კუხალაშვილს განუცხადა, რომ საქართველოს ტოპ ოთხი მოთამაშე ორგანიზებული ბაზრის 71 პროცენტს ფლობს.

„მათი [მსოფლიო ბრენდების] ბრუნვა არის საქართველოს ბიუჯეტზე უფრო მეტი. როცა ასიმეტრიაზე ვსაუბრობთ, აქეთ თუ „დეილი ჯგუფი“ გამოჩნდა ცოტა დიდი საქართველოს მასშტაბით, მეორე მხარეს, არანაკლებ გიგანტური კომპანიები არიან.

რაც შეეხება 2019 წელს მიღებულ ევრო დირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ, ჩვენ ყურადღებით წავიკითხეთ და ძალიან გთხოვთ, მივაქციოთ ყურადღება, რომ იქ საუბარი არის აგრო-კულტურასა და ფერმერებზე და მათ დაცვაზე ჩვენნაირი დიდი ქსელებისგან და მართალია, იმიტომ, რომ კიტრს რომ დაამწიფებს ფერმერი და უნდა მოგიტანოს ერთ კვირაში, შენ თუ უარი უთხარი, მას დრო აღარ დარჩება ალტერნატიული გაყიდვის არხის მოძებნისთვის. ხშირად, ამ ევრო დირექტივების უკან ცოტა დიდი კომპანიებიც იმალებიან, მაგრამ, აქ არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აქ ვართ ბაზრის 4 ტოპ-მოთამაშე, რომლებიც, ჯამში, მხოლოდ 30%-ს ვფლობთ ადგილობრივი ბაზრის. გერმანიაში, ტოპ 4, ჯამში ფლობს ბაზრის 80%-ს“, - განაცხადა კუხალაშვილმა.

„თქვენ ოთხნი ფლობთ ორგანიზებული ბაზრის 71%-ს, რომელიც მნიშვნელოვანია“, - განუცხადა „დეილი ჯგუფის“ წარმომადგენელს შოთა ბერეკაშვილმა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 17:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეუთო-ს ანგარიშის ავტორი ოჯახურ ღირებულებებს „ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად“ მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა

ეუთო-ს ანგარიშის ავტორი, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის დასახელების აღნიშვნისას, ოჯახურ ღირებულებებს „ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად“ მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

16 მარტი 2026, 17:23

პოლიტიკა

პრემიერი: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორმა უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. „ენჯეოები“ აქტიურად იყვნენ ჩართული

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორი ითხოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებას ან სულ მცირე, არსებითად გადახედვას. სამწუხაროდ, მან სრულად უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული , - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 17:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტი შედგენილია იმ მანკიერი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახით, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის შექმნა დაეფუძნა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 17:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა აღნიშვნა, რომ ეუთო-ოდირის მისიამ საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთო-ს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ბორის პისტორიუსი

16 მარტი 2026, 17:12

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ჰორმუზის სრუტეში გემების გაგზავნაზე უარს აცხადებს - „ეს ჩვენი ომი არ არის“

„ეს არ არის ჩვენი ომი, ის ჩვენ არ დაგვიწყია. ჩვენ გვსურს დიპლომატიური გადაწყვეტილებები და [ომის] სწრაფი დასრულება, მაგრამ რეგიონში დამატებითი სამხედრო ხომალდების გაგზავნა ამას, რა თქმა უნდა, ხელს არ შეუწყობს“, - განაცხადა პისტორიუსმა.

ჯაბა ხუბუა

16 მარტი 2026, 17:07

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ერთადერთი ვინც შეიძლება ჰააგის ტრიბუნალზე გასამართლდეს, სააკაშვილია - კოლექტიური სანაცეთის ნარატივი ბიძინა ივანიშვილის ჰააგაში გასამართლებაზე, მათი რადიკალურად განწყობილი ელექტორატისათვის გულის მოსაფხანად თუ გამოდგება

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, ბიძინა ივანიშვილის ჰააგის სასამართლოში გასამართლებასთან დაკავშირებით, რომელიც, მისი აზრით, რადიკალების ელექტორატის გულის მოსაფხანად ვრცელდება.

ედიშერ გვენეტაძე

16 მარტი 2026, 17:06

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: დიახ, თამარ ბაგრატიონი მდაბიო, უსახურ მოღალატეთაგან განსხვავებით ოკეანის გაღმა მიდის არა საქართველოს გასაშავებლად და გასაუბედურებლად, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების გასახმოვანებლად და გასაძლიერებლად

ძალიან არ სიამოვნებს ე წ. ოპოზიციას სინამდვილეში კი მეხუთე კოლონას, რომ ვაშინგტონში, აშშ პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით საქართველოს პირველი ლედი, პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი მიბრძანდება გლობალურ სამიტზე: „ერთად უკეთესი მომავლისათვის“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

შოთა ბერეკაშვილი

16 მარტი 2026, 17:06

ეკონომიკა

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია, სექტორის რაღაც ფორმის სტანდარტიზაცია შევძლოთ ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი რგოლში მონაწილე ყველა ჯაჭვისთვის

როდესაც ურთიერთობებში ასიმეტრიული ურთიერთობაა და ერთ მხარეს გააჩნია მნიშვნელოვანი უპირატესობა, მეორე მხარეს უჩნდება დამატებითი ხარჯები, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.

ზაალ ანჯაფარიძე

16 მარტი 2026, 16:52

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი კონტაქტი დასავლეთთან, ოპოზიციაში იწვევს ნამდვილ ციებ-ცხელებას, რადგანაც ბევრ რესურსს ხარჯავენ რომ ეს არ მოხდეს, არადა მაინც ხდება

საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი კონტაქტი დასავლეთთან, ოპოზიციაში იწვევს ნამდვილ ციებ-ცხელებას, რადგანაც ბევრ რესურსს ხარჯავენ რომ ეს არ მოხდეს, არადა მაინც ხდება! - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. მისივე თქმით, ოპოზიცია ისე გააგიჟა საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის მიწვევამ აშშ-ს პირველი ლედის მიერ, რომ ბინძურ ინსინუაციებს ავრცელებენ.

ილია ინჯია

16 მარტი 2026, 16:51

ეკონომიკა

ილია ინჯია საცალო ქსელების წარმომადგენლებს: ფაქტია, რომ სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა მოსახლეობის საკეთილდღეოდ - ამ დროის განმავლობაში, ამ სფეროს თავისუფლებამ წარმოქმნა ის პრობლემები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ

ევროკავშირის რეკომენდაციები ახსენეთ, ყველა რეკომენდაცია არ არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე მორგებული, ეს ბევრი მიმართულებით დავინახეთ. ეს ცოტა ღრმა თემაა და ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფს „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ილია ინჯიამ.

თამთა მეგრელიშვილი

16 მარტი 2026, 16:49

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: პრეზიდენტის განცხადება, რომელიც საქმიანი იყო და მისი ნაწილი, აშშ-ს პირველი ლედის მიერ საქართველოს პირველი ლედის ოფიციალურ მიწვევას ეხებოდა, ოპოზიციის ნაწილმა სრულიად სხვა შინაარსით მიჰყიდა საკუთარ აუდიტორიას

პრეზიდენტის განცხადება, რომელიც რეალურად საქმიანი იყო და მისი ერთი ნაწილი, აშშ-ს პირველი ლედის მიერ საქართველოს პირველი ლედის ოფიციალურ მიწვევას ეხებოდა, ოპოზიციის ნაწილმა სრულიად სხვა შინაარსით მიჰყიდა საკუთარ აუდიტორიას, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „პირველი ლედის“ ნაცვლად „პირველი დედის“ ამბობს.

შოთა ბერეკაშვილი

16 მარტი 2026, 16:23

ეკონომიკა

შოთა ბერეკაშვილი საცალო ქსელების წარმომადგენლებს: არიან ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებსაც არც თუ ისე დიდი ძალა აქვთ და გვინდა, კონტრაქტული ურთიერთობებით ბალანსი არსებობდეს

ვერ ვხვდები ასეთი რეაქცია რატომ არის იმაზე, თუკი სტანდარტიზაცია მოხდა ხელშეკრულებების ჯაჭვში, ახსენეთ ბრენდები, რომლებსაც დიდი ძალა აქვთ, მაგრამ, არიან ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებსაც არც თუ ისე დიდი ძალა აქვთ და გვინდა, რომ კონტრაქტული ურთიერთობებით რაღაც ბალანსი არსებობდეს, - განაცხადა საცალო ქსელების მსხვილ ოპერატორებს, საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

16 მარტი 2026, 16:20

სპორტი

სპორტის მინისტრი ძიუდოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიშს დაესწრო

„ძიუდოს აკადემიაში" ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართა. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძიუდოისტებს თბილისის „გრანდ სლემზე“ წარმატებული ასპარეზობა უსურვა. ღია ვარჯიშს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები.

16 მარტი 2026, 16:18

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

„კანონპროექტთან დაკავშირებით საინტერესო შეხვედრები გვქონდა. ციფრული მმართველობის სააგენტოს როლი ფასდაუდებელი იყო კანონპროექტის დახვეწასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ტექნოლოგიური ტერმინებიდან გამომდინარე, რომელსაც სპეციფიკა ითვალისწინებს. შეხვედრები გვქონდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წარმომადგენლებთანაც. მადლობას ვუხდი მათ ამ თემით დაინტერესებისთვის. ასევე, პროაქტიული კომუნიკაცია გვქონდა სახალხო დამცველთან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

16 მარტი 2026, 16:08

პოლიტიკა

გვარამია: 4 ოქტომბერს მურთაზ ზოდელავას შეეშალა. ჰაერი იყო, არც მედიების ქმედება იყო პასუხისმგებლიანი - ამას გისაყვედურებდით, საპნის ბუშტი თქვენ გაბერეთ რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად

„4 ოქტომბერს მურთაზ ზოდელავას შეეშალა. სხვებზეც ასე ვფიქრობ. კინაღამ გული გამისკდა რომ უყურე სასოწარკვეთას მასის და ადამიანებისას. ძალიან მძიმე საყურებელი იყო, ტელევიზორში ვუყურებდი. ხომ ჰაერი იყო, არც მედიების ქმედება იყო პასუხისმგებლიანი - ამას გისაყვედურებდით. საპნის ბუშტი თქვენ გაბერეთ რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად. კინაღამ წაიქცა მთელი პროტესტი, როგორ გადარჩა, იმასაც ვერ ვხვდები“, - ამბობს გვარამია.

16 მარტი 2026, 16:02

საზოგადოება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამას ახორციელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის, ეროვნული უმცირესობებისთვის განათლების ხელმისაწვდომობისა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამას ახორციელებს, - ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ნინო ფოჩხუა

16 მარტი 2026, 15:59

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: დიახ, საქართველოს სახელით, ღირსეული ქალბატონი თამარი დაამშვენებს მელანია ტრამპის მიწვევით, გლობალურ სამიტს „ერთად უკეთესი მომავლისთვის“. ოპონენტები უკვე ემზადებიან, რომ როგორმე გადაფარონ ეს მოვლენა

დიახ, საქართველოს სახელით, ღირსეული ქალბატონი თამარი დაამშვენებს მელანია ტრამპის მიწვევით, გლობალურ სამიტს "ერთად უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

ნიკა გვარამია

16 მარტი 2026, 15:53

პოლიტიკა

გვარამია ამბობს, რომ ოპოზიციის „გაერთიანება“ მათ შორის „პარტნიორების“ დაკვეთა იყო

„პარტნიორებისგან რა თქმა უნდა. პირველ რიგში შიგნით, ხალხისგან. ჩვენი ელექტორატისგან როცა გაჩნდა ეს დაკვეთა, ამას გავყევით. უმწიფარი ნაყოფი არ უნდა მოწყვიტო და არც ფიქციური გაერთიანებები აკეთო, იმიტომ, რომ მოსავლის აღება გინდა “, - ამბობს პოლიტიკოსი.

კირ სტარმერი

16 მარტი 2026, 15:53

მსოფლიო

კირ სტარმერის განცხაებით, ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად ​ ჰორმუზის სრუტის გახსნის სიცოცხლისუნარიან გეგმაზე მუშაობს

„ეს არის კარგი ურთიერთობა. გუშინ „კარგი დისკუსია გვქონდა სრუტეების შესახებ. ჩვენ ძლიერი მოკავშირეები ვართ; ასეა უკვე ათწლეულებია. მაგრამ ჩემი მოვალეობაა ვიმოქმედო ისე, როგორც მიმაჩნია, რომ საუკეთესო იქნება ბრიტანეთის ინტერესებისთვის. თუ პრემიერ-მინისტრი ხარ, არ გაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდე და თქვა - უფს, ამ ომთან დაკავშირებით შეცდომა დავუშვი, შეიძლება ახლა გამოვეთიშო?“