imedi /  17 თებერვალი 2017, 17:01 / სანდო წყარო

კიმ ჩენ ნამი ჩრდილოეთ კორეაში რეფორმების აუცილებლობაზე ღიად ლაპარაკობდა

კიმ ჩენ ინის მოკლული ნახევარძმის ცხოვრების უცნობ დეტალებს იაპონელი ჟურნალისტი იუჯი გომი ყვება. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტმა კიმ ჩენ ინის გარდაცვლილ ძმაზე წიგნი გამოსცა, რომელიც კიმ ჩენ ნამთან პირად ინტერვიუებს და ელექტრონულ მიმოწერას მოიცავს.

ჟურნალისტის თქმით, კიმ ჩენ ნამი სამშობლოდან გაქცევამდე, ქვეყანაში რეფორმების აუცილებლობაზე ხამამაღლა ლაპარაკობდა და ისიც ნათქვამი აქვს, რომ ჩრდილოეთ კორეაში არსებული დიქტატორული რეჟიმი ცვლილებების გარეშე მალე დაინგრეოდა, მისი ძმა კი თანამდებობაზე დიდ ხანს ვეღარ გაჩერდებოდა.

ჟურნალისტი იმასაც ამბობს, რომ ნახევარძმებს ერთმანეთი არასდროს უნახავთ. მისი აზრით, კიმ ჩენ ნამის მკვლელობამ შესაძლოა ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები გაამწვავოს, რადგანაც მოკლულ კიმ ჩემ ნამს პეკინისგან უსაფრთხოების გარანტიები ჰქონდა მიღებული.  

ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის, კიმ ჩენ ინის ძმა კუალა-ლუმპურის აეროპორტში 13 თებერვალს მოკლეს. გამოძიებამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 პირი უკვე დააკავა

კომენტარები ()