imedi /  05 მარტი 2017, 18:48 / სანდო წყარო

2017 წელს ტრანსპორტის განვითარებისთვის ჩინეთი 262 მილიარდს დახარჯავს

შანხაის გზაგამთარი

საავტომობილო და წყლის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩინეთი, 2017 წელს, 262 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს. ინფორმაციას ChinaDaily ავრცელებს.

ეს იდეა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარი პროექტის ქვეპროექტია, რომლის განხორციელებასაც ჩინეთი 2017 წელს გეგმავს. 

ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის ლი სიაპონეის განცხადებით, ინფრასტრუქტურის განვითარების 5 წლიანი გეგმის განსახორციელებლად, მთავრობა, ჯამში, 2.18 ტრილიონ დოლარს დახარჯავს.

პროექტებს შორისაა ახალი რკინიგზის მშენებლობა, ახალი ავტობანების, სამოქალაქო ავიაციისა და წყლის ტრანსპორტის განვითარება.

 

 

კომენტარები ()