imedi /  07 მარტი 2017, 22:08 / სანდო წყარო

WikiLeaks-მა ამერიკული დაზვერვის ახალი არქივი გამოაქვეყნა

WikiLeaks-მა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) საიდუმლო დოკუმენტების დიდი არქივი გამოაქვეყნა, - წერს The Independent-ი.

არქივს Vault 7-ი ჰქვია და 8761 დოკუმენტისგან შედგება, ორგანიზაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ დოკუმენტები მოიცავს ინფორმაციას CIA-ს მთელ ჰაკერულ მანქანაზე. ამ ეტაპზე დოკუმენტების მხოლოდ ნაწილი გამოქვეყნდა. მომავალში, ახალი არქივის ფარგლებში ახალი პუბლიკაციები გამოქვეყნდება.

WikiLeaks-ში აცხადებენ, რომ CIA-მ დაკარგა კონტროლი თავის ჰაკერულ არსენალზე, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს აკონტროლოს უამრავი კომპიუტერი მთელ მსოფლიოში. ლაპარაკია პროგრამებზე, რომელიც შესაძლებელს ქმნის წვდომას iOS-ის და Android-ის ტელეფონებზე, Windows-ის კომპიუტერებზე და კომპანია Samsung-ის ჭკვიან ტელევიზორებზე. 

ინფორმაციამ ისეთი წყაროებიდან გაჟონა, რომლებიც დაინტერესებულები არიან იმით, რომ საზოგადოებამ შეაფასოს ამერიკული დაზვერვის დღევანელი ძლევამოსილება. "წყაროს სურს დაიწყოს კიბერშეიარაღების უსაფრთხოებაზე, შექმნაზე, გამოყენებაზე, გავრცელებაზე და დემოკრატიულ კონსტროლზე ღია დისკუსიები", - აცხადებენ ორგანიზციაში. 

თებერვალში WikiLeaks-ი წერდა, რომ CIA 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საფრანგეთში ფრანგ პოლიტიკოსებს უთვალთვალებდა. 

კომენტარები ()