imedi /  14 მარტი 2017, 16:45 / სანდო წყარო

ევროპელ დამსაქმებლებს მუსლიმური სამოსის აკრძალვის უფლება მიეცათ

დამსაქმებლებს, ევროპის სასამართლომ უფლება მისცა აკრძალოს სამსახურში რელიგიური ტანსაცმლის ტარება. ამის შესახებ Aljazeera წერს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი დაშვება შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ იმ ორგანიზაციამ, რომელის შინაგანაწესი რელიგიური, პოლიტიკური ან ფილოსოფიური ხასიათის ტანსაცმლის ტარებას კრძალავს. სხვა შემთხვევაში ეს აღიქმება, როგორც პირდაპირი დისკრიმინაცია.

სასამართლო გარჩევა დაიწყო მაშინ, როდესაც საფრანგეთიდან და ბელგიიდან, ორი მუსლიმი ქალი სამსახურიდან ჰიჯაბის ტარების გამო დაითხოვეს.

საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 2011 წლის აპრილიდან ტოტალურად აკრძალა ჰიჯაბები. მის მაგალითს ბელგიამ მიბაძა, 2016 წელს კი ბულგარეთმა. 

კომენტარები ()