imedi /  20 მარტი 2017, 11:33 / სანდო წყარო

ტრამპი: კიმ ჩენ ინი ძალიან ცუდად იქცევა

კიმ ჩენ ინი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი "ძალიან ცუდად" მოქმედებს. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს კომენტარი 19 მარტს საკუთარ რეზიდენციაში დაბრუნების შემდეგ მისცა. მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იგი "ძალიან, ძალიან ცუდად მოქმედებს».

ტრამპის განმარტებით, მისი ადმინისტრაციის წევრებმა შაბათ-კვირას, სხვა საკითხებთან ერთად ჩრდილოეთ კორეის ქმედებებიც განიხილეს. 19 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ 4 ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა და ამას იაპონიაში, ამერიკულ ბაზებზე შესაძლო თავდასხმის რეპეტიცია უწოდა. ფხენიანის ქმედებები საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო, აშშ-მა და იაპონიამ კი გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა მოითხოვეს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რეგიონი „ საშიშროების ახალ დონეზე“ გადავიდა. კიმ ჩენ ინმა კი აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა მალე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას გამოსცდის, რომელსაც ექსპერტები აშშ-ის წინააღმდეგ ახალ მუქარას უწოდებენ. 

კომენტარები ()