დონალდ ტრამპი: შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა
დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უსასყიდლოდ გადასცა.
„შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა. მათ ამის აღნიშვნა არასდროს უყვართ. ახლა მეც ვაძლევ შეიარაღებას უკრაინას, მაგრამ ისინი საამისოდ ფულს იხდიან. მხედველობაში მაქვს ის, რომ ევროკავშირი იხდის. უკრაინასთან შეხება არ მაქვს. ყველაფერს ევროკავშირს ვაძლევ. მათ აქვთ ფული და ისინი ამაში ფულს გვიხდიან“, - განაცხადა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, აშშ ევროკავშირს ყველაფერს აწვდის, მათ შორის საბრძოლო მასალას, გამანადგურებლებს.
„ვყიდით აბსოლუტურად ყველაფერს, შემდეგ ისინი აკეთებენ იმას, რასაც მოისურვებენ. ისინი მას უკრაინას გადასცემენ. ხოლო ბაიდენმა აიღო და უზარმაზარი მოცულობის იარაღი აჩუქა“, - დასძინა თეთრი სახლის ლიდერმა.
ყველა სიახლე
11 აგვისტო 2026, 13:28
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი
„შეიძლება შეკრულებიც ხართ რუსეთის ხელისუფლებასთან, რომ ასე საუბრობთ. არ არის გამორიცხული, რასაც თქვენ აკეთებთ და რაც ბარამიძემ გააკეთა, პირდაპირი მნიშვნელობით მათ [რუსეთის] წისქვილზე დაასხა წყალი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
11 აგვისტო 2026, 13:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას არავითარი ახსნა არ აქვს, პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის მარტივი ფაქტების კონსტატაცია, რომელზედაც პასუხი არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიკოლოზ რაჭველის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
11 აგვისტო 2026, 13:17
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: დღეს შინდისის გმირების დღეა. ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ
სააკაშვილის ხელისუფლებას იმდენად დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი 2008 წელს ქვეყნის წინაშე, რომ პანიკაში არიან, როგორმე უნდა შეძლონ ამ ისტორიული სირცხვილის ჩამორეცხვა და ისრებს სხვისკენ ისვრიან, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებები შეაფასა.
11 აგვისტო 2026, 13:14
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული
დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
11 აგვისტო 2026, 13:12
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: როგორ შეიძლება დღეს დარბოდე პლაკატით „ანწუხელიძე გმირია“ და ომის 2 წლის თავზე ლარსზე იდექი, ტაშს უკრავდი რუს ტურისტებს, სავიზო რეჟიმი გააუქმე, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდე, ინვესტიციებს ითხოვდი რუსეთისგან და კულტურის მუშაკები კრემლში უმღეროდნენ მაშინ რუსეთს
„დაავალეს - ჩაჯდა არაჟნების და ხაჭოს კონტეინერში და ისე გამოაგზავნეს საქართველოში; დაავალეს და განახორციელა ეს უგუნური ქმედება მაშინ, აგვისტოს დღეებში; დაავალეს და უთხრეს: „რუსეთი ახლა არ შეიძლება იყოს ოკუპანტი და მტერი - ის უნდა იყოს თქვენი პარტნიორი, მიეცით საშუალება, გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“. გაიხსენეთ სენატორების - რიშის და შაჰინის სიტყვები ინტერვიუდან: „ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილი, არჩევნების წაგების შემდეგ წასულიყო“. როგორ შეიძლება დღეს დარბოდე პლაკატით „ანწუხელიძე გმირია“ და ომის 2 წლის თავზე ლარსზე იდექი, ტაშს უკრავდი რუს ტურისტებს, სავიზო რეჟიმი გააუქმე, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდე, ინვესტიციებს ითხოვდი რუსეთისგან და კულტურის მუშაკები კრემლში უმღეროდნენ მაშინ რუსეთს - ჩვენი ომის შემდეგ. არ ვიცი რა დავარქვა ამ ხალხს, მე მგონი უსამშობლოები ყველაზე კარგი ეპითეტია. როცა სამშობლო გაწუხებს, წარმოუდგენელია მსგავსი ქმედებები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
11 აგვისტო 2026, 13:12
პოლიტიკა
პრეზიდენტი: განწირული გამარჯვება - ეს სიტყვები შეუთავსებელია, მაგრამ, სანამ ქართული საზოგადოება მავნე ძალას, რომელიც ოპოზიციაში დომინირებს, არ მიუჩენს თავის ადგილს, ჩვენ „განწირული“ ვიქნებით გამარჯვებისთვის. მუდმივად გავიმარჯვებთ, მაგრამ სახელმწიფოს განვითარება იქნება შეფერხებული, რადგან წარმოუდგენელია ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ქვეყნის განვითარება
სანამ ქართული საზოგადოება ამ მავნე ძალას, რომელიც დომინირებს ოპოზიციაში, არ მიუჩენს თავის ადგილს, ჩვენ „განწირული“ ვიქნებით გამარჯვებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის გაიმარჯვებს, თუმცა ქვეყნის განვითარება ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე იქნება შეფერხებული.
11 აგვისტო 2026, 13:03
მსოფლიო
The Washington Post: ირანის საფრთხის გამო ტრამპმა თურქეთი ფარულად დატოვა
ირანის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მუქარა გასულ თვეში უპრეცედენტო ოპერაციის მიზეზი აღმოჩნდა - თურქეთიდან ტრამპი ფარულად გაფრინდა სხვა სამხედრო თვითმფრინავით, მაშინ როდესაც თეთრი სახლი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი Air Force One-ით მგზავრობდა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 13:00
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ყველგან გვქონდა დავა რუსეთის სახელმწიფოსთან და ყველგან გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით. ყველა დავაში ჩვენ ვამხილეთ რუსეთი, რომ ის არის განმხორციელებელი ოკუპაციის, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენს წინაშე და ეს არის აღიარებული ფაქტი
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საერთაშორისო სამართლის ნორმებით ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთი ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი ორი ტერიტორია, მათ ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული.
11 აგვისტო 2026, 12:10
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: FIFA საშინელ შეცდომას დაუშვებს, თუ რაიმე მიზეზით ჯანი ინფანტინოს შეცვლას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FIFA-ს ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო საჯაროდ დაიცვა.
11 აგვისტო 2026, 11:54
სამართალი
იმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 11:48
რეგიონი
ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 11:37
მსოფლიო
The Wall Street Journal: ირანის თავდასხმებმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ობიექტებსა და ტექნიკაზე აშშ-ს 13 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ირანის თავდასხმები, მათ შორის იორდანიაში განხორციელებული ბოლო იერიში, მოწინააღმდეგის რაკეტებისა და დრონების მზარდ საფრთხეს წარმოაჩენს. თუმცა აშშ სათანადოდ მზად არ არის საზღვარგარეთ მდებარე სამხედრო ბაზების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მოსამსახურეების დასაცავად, იუწყება The Wall Street Journal-ი.
11 აგვისტო 2026, 11:30
რეგიონი
ლევან მეხუზლა: კონდიციური საფერავის ქვედა ზღვარმა 21%-მდე დაიწია
„2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის N536 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, კონდიციური საფერავის შაქრიანობის ქვედა ზღვარი 22%-დან 21%-მდე შემცირდა. გადაწყვეტილება მევენახეებთან გამართული შეხვედრებისა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით იქნა მიღებული.
11 აგვისტო 2026, 11:18
ეკონომიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი - მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები
ცნება „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“ სრულიად ახალ - უკვე ტექნოლოგიურ შინაარსსაც შეიძენს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პირველი საერთაშორისო Tier III სტანდარტის კომერციული მონაცემთა ცენტრის პროექტი წარმატებით განხორციელდება.
11 აგვისტო 2026, 11:14
საზოგადოება
გიორგი ღონღაძე: მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები
მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი ღონღაძის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები.
11 აგვისტო 2026, 11:11
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს
ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს
11 აგვისტო 2026, 11:07
პოლიტიკა
ნაცმოძრაობის „ელიტის“ წევრი, ნიკოლოზ რაჭველი არ პასუხობს კითხვას, თუ რატომ მართავდა კონცერტებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში - პარალელურად წერს, რომ „ქართული ოცნება“ გულის ამრევია და მზად არის, შეეწიროს უკრაინის გამარჯვებას
კომპოზიტორი, რომელმაც აგვისტოს ომიდან მალევე სანქტ-პეტერბუგრის ფილარმონიაში ორი კონცერტი ჩაატარა. ასევე, მოსკოვს 2015 და 2017 წლებში ესტუმრა და ნინო ქათამაძესთან ერთად კონცერტი გამართა.
11 აგვისტო 2026, 11:06
კულტურა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს
სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო. უახლოეს პერიოდში დასრულდება ვიზიტორთა ცენტრისა და სახლ-მუზეუმის ეზოში განთავსებული ორი დამხმარე ნაგებობის მშენებლობა.
11 აგვისტო 2026, 11:03
საზოგადოება
ექსპერტ-კრიმინალისტი: სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გურამ დადიანიძის ძებნა-დათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით სიღრმისეულად ათვალიერებენ
სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-დათვალიერების სამუშაოები, - განაცხადა თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტმა გურამ სუჯაშვილმა გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით.


