დავით ქართველიშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი - მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები
დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
ცნება „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“ სრულიად ახალ - უკვე ტექნოლოგიურ შინაარსსაც შეიძენს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პირველი საერთაშორისო Tier III სტანდარტის კომერციული მონაცემთა ცენტრის პროექტი წარმატებით განხორციელდება.
დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსია მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები და ეს დარგი საქართველოს უაღრესად პერსპექტიული ქვეყნად აქცევს.
„თბილისში საქართველოს პირველი საერთაშორისო Tier III სტანდარტის კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობის დაწყება, ერთი შეხედვით, შესაძლოა მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის საინტერესო სიახლედ მოგვეჩვენოს. სინამდვილეში კი, საუბარია გაცილებით მნიშვნელოვან მოვლენაზე: ქვეყანაში იქმნება ერთგვარი მაღალტექნოლოგიური და საიმედოდ დაცული „ციფრული საცავი“, სადაც შესაძლებელი იქნება ბანკების, კომპანიების, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ტექნოლოგიური ბიზნესის უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციის შენახვა და დამუშავება. 2 მეგავატი სიმძლავრის ცენტრს Silknet აშენებს, მის ოპერირებას Silk Cloud განახორციელებს, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვება 2027 წელს იგეგმება.
რაც მთავარია, მშენებლობა უკვე დაწყებულია, ანუ საქმე გვაქვს არა ციფრული მომავლის შესახებ მორიგ ლამაზ მემორანდუმთან, არამედ რეალურ ინფრასტრუქტურულ პროექტთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ობიექტი მხოლოდ დღევანდელი საჭიროებების გათვალისწინებით არ იქმნება. მისი ინფრასტრუქტურა გათვლილია ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის სისტემებზეც, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი გამოთვლითი რესურსები სჭირდება. საერთაშორისო Tier III სტანდარტი კი, მაღალ საიმედოობას გულისხმობს - უმნიშვნელოვანესი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი იქნება მოქმედი სერვისების გათიშვის გარეშე.
პროექტში მონაწილეობენ მსხვილი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის Orange, Atos, BCG და Huawei. ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში Silknet-მა Orange Polska-სთან ერთად მსგავსი ცენტრის შექმნისთვის მზადების შესახებ განაცხადა. ახლა კი, ეს იდეა უკვე უშუალოდ მშენებლობის ეტაპზე გადავიდა. საქართველოსთვის აქ კიდევ ერთი პრინციპული უპირატესობა იკვეთება: ქართული ორგანიზაციების მონაცემების შენახვა და დამუშავება უშუალოდ ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო კლასის ინფრასტრუქტურაზე გახდება შესაძლებელი. ეს მხოლოდ ბიზნესის კომფორტის საკითხი არ არის - ეს ქვეყნის ციფრული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტიცაა. ამასთანავე, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა კვლავ იწყებს ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობას: Silknet-ის არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ტრანსსასაზღვრო კავშირებით სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს უკავშირდება, მათი გავლით კი - ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აზიას. შესაბამისად, ახალ მონაცემთა ცენტრს პოტენციალი აქვს, მხოლოდ საქართველოს შიდა ბაზარზე კი არა, მთლიანად "კავკასია-შავი ზღვის" უფრო ფართო რეგიონზეც იმუშაოს. სწორედ ამიტომ ღირს ამ სიახლის განხილვა შუა დერეფნის, პორტების, რკინიგზის, აეროპორტებისა და ენერგეტიკული კავშირების განვითარების საერთო კონტექსტში. საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია - თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსია მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები. ერთი მონაცემთა ცენტრი, რა თქმა უნდა, საქართველოს ერთ დღეში „ციფრულ სინგაპურად“ ვერ გადააქცევს, თუმცა მიმართულება უაღრესად პერსპექტიულია: ქვეყანა თანდათან თავის ტრადიციულ უპირატესობას - ევროპასა და აზიას შორის მდებარეობას - თანამედროვე ციფრული ინფრასტრუქტურით ავსებს. და თუ პირველ ასეთ ობიექტს ახალი მონაცემთა ცენტრები, ღრუბლოვანი პლატფორმები და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციები მოჰყვება, ცნება „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“ სრულიად ახალ - უკვე ტექნოლოგიურ - შინაარსსაც შეიძენს“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
11 აგვისტო 2026, 11:54
სამართალი
იმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 11:48
რეგიონი
ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 11:37
მსოფლიო
The Wall Street Journal: ირანის თავდასხმებმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ობიექტებსა და ტექნიკაზე აშშ-ს 13 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ირანის თავდასხმები, მათ შორის იორდანიაში განხორციელებული ბოლო იერიში, მოწინააღმდეგის რაკეტებისა და დრონების მზარდ საფრთხეს წარმოაჩენს. თუმცა აშშ სათანადოდ მზად არ არის საზღვარგარეთ მდებარე სამხედრო ბაზების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მოსამსახურეების დასაცავად, იუწყება The Wall Street Journal-ი.
11 აგვისტო 2026, 11:30
რეგიონი
ლევან მეხუზლა: კონდიციური საფერავის ქვედა ზღვარმა 21%-მდე დაიწია
„2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის N536 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, კონდიციური საფერავის შაქრიანობის ქვედა ზღვარი 22%-დან 21%-მდე შემცირდა. გადაწყვეტილება მევენახეებთან გამართული შეხვედრებისა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით იქნა მიღებული.
11 აგვისტო 2026, 11:14
საზოგადოება
გიორგი ღონღაძე: მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები
მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი ღონღაძის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები.
11 აგვისტო 2026, 11:11
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს
ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს
11 აგვისტო 2026, 11:07
პოლიტიკა
ნაცმოძრაობის „ელიტის“ წევრი, ნიკოლოზ რაჭველი არ პასუხობს კითხვას, თუ რატომ მართავდა კონცერტებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში - პარალელურად წერს, რომ „ქართული ოცნება“ გულის ამრევია და მზად არის, შეეწიროს უკრაინის გამარჯვებას
კომპოზიტორი, რომელმაც აგვისტოს ომიდან მალევე სანქტ-პეტერბუგრის ფილარმონიაში ორი კონცერტი ჩაატარა. ასევე, მოსკოვს 2015 და 2017 წლებში ესტუმრა და ნინო ქათამაძესთან ერთად კონცერტი გამართა.
11 აგვისტო 2026, 11:06
კულტურა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს
სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო. უახლოეს პერიოდში დასრულდება ვიზიტორთა ცენტრისა და სახლ-მუზეუმის ეზოში განთავსებული ორი დამხმარე ნაგებობის მშენებლობა.
11 აგვისტო 2026, 11:03
საზოგადოება
ექსპერტ-კრიმინალისტი: სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გურამ დადიანიძის ძებნა-დათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით სიღრმისეულად ათვალიერებენ
სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-დათვალიერების სამუშაოები, - განაცხადა თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტმა გურამ სუჯაშვილმა გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით.
11 აგვისტო 2026, 11:02
მსოფლიო
POLITICO: ევროპას Patriot-ის რაკეტები ეწურება, უკრაინა კი რუსეთის ზამთრის იერიშებისთვის ემზადება
ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის დამატებითი Patriot-ის რაკეტების მოძიებას ცდილობენ, რადგან კიევი რუსეთის მოსალოდნელი ზამთრის მასშტაბური იერიშების წინ ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის გაძლიერებას სასწრაფოდ ცდილობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 10:46
სამართალი
სამართალდამცველებმა იმერეთში სარეალიზაციოდ გამზადებული 329 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 10:43
კულტურა
მორგან ფრიმენმა ბლუზ-ალბომი გამოუშვა
„ბლუზი პირველად მისისიპის დელტაში, ბებიაჩემის ტერასაზე მოვისმინე და მას შემდეგ არასოდეს მიმტოვებია“, - განუცხადა ფრიმენმა ჟურნალ Rolling Stone-ს.
11 აგვისტო 2026, 10:37
მსოფლიო
The Wall Street Journal: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მზად არიან ჰორმუზის სრუტეში ირანის კონტროლს შეეგუონ, რათა ომი აღარ განახლდეს
სპარსეთის ყურის ქვეყნები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ ირანის კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე მუდმივ ხასიათს მიიღებს, რაც მათი ნავთობისა და გაზის ექსპორტს და, შესაბამისად, გლობალურ ენერგომომარაგებას განუსაზღვრელი ვადით შეაფერხებს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 10:34
სპორტი
„იბერია“ დღეს ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლარნს“ დაუპირისპირდება
საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნს“ დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა.
11 აგვისტო 2026, 10:33
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 10:28
რეგიონი
პოლიციამ ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა.
11 აგვისტო 2026, 10:28
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 10:24
რეგიონი
თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ეს გზა მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი მარშრუტია და მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს. დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას და ტემპს, რათა პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს.
11 აგვისტო 2026, 10:19
ტექნოლოგიები
ავსტრალიაში AI-აგენტმა ფიტნეს-კლუბის სისტემა გატეხა, რათა თავისი პატრონი ვარჯიშზე ჩაეწერა
ABC წერს, რომ მომხმარებელმა, სახელად ენდრიუმ, თავის AI-ასისტენტს სთხოვა დახმარებოდა ვარჯიშზე მოხვედრაში, რადგან ის მომლოდინეთა სიაში მეოთხე ადგილზე იყო. თავისუფალი დროის ჩვეულებრივი ძებნის სანაცვლოდ, აგენტმა სპორტდარბაზის API-ში უსაფრთხოების სუსტი ადგილი იპოვა.


