11 აგვისტო 2026, 11:37 / სანდო წყარო

The Wall Street Journal: ირანის თავდასხმებმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ობიექტებსა და ტექნიკაზე აშშ-ს 13 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ირანის თავდასხმები, მათ შორის იორდანიაში განხორციელებული ბოლო იერიში, მოწინააღმდეგის რაკეტებისა და დრონების მზარდ საფრთხეზე მიუთითებს. თუმცა აშშ სათანადოდ მზად არ არის საზღვარგარეთ მდებარე სამხედრო ბაზების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მოსამსახურეების დასაცავად, იუწყება The Wall Street Journal-ი.

გამოცემის ინფორმაციით, განსაკუთრებით მოწყვლადია წყნარი ოკეანის რეგიონში მდებარე ამერიკული ობიექტები, რომლებიც ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის თავდასხმების საფრთხის წინაშე არიან. იგივე ეხება ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ობიექტებსაც.

კონგრესისა და პენტაგონის წინაშე არჩევანი ნათელია: საჭიროა თანხების ახლა დახარჯვა ამ ობიექტების დასაცავად, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში გაცილებით სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, წერს გამოცემა.

ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ დაწყებიდან ირანმა ახლო აღმოსავლეთში 2 000-ზე მეტი საჰაერო, სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ გამოყენებული სულ მცირე 20 ობიექტი რვა ქვეყანაში დაზიანდა. ირანის მიერ მიყენებულმა ზარალმა მხოლოდ აშშ-თვის ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების სახით შესაძლოა 13 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. მთლიანობაში, ირანმა 42-ზე მეტი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დააზიანა ან გაანადგურა, რომელთა ნაწილი სამხედრო ბაზებზე იყო განთავსებული.

იორდანიაში, მუვაფაკ სალტის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, ირანის ბოლო თავდასხმას სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. დაზიანდა თვითმფრინავების ანგარები და სხვა ინფრასტრუქტურა. კატარში აშშ-ის გაერთიანებული საჰაერო ოპერაციების ცენტრმა მძიმე დაზიანება მიიღო. ირანის თავდასხმების შედეგად ამერიკელი სამხედროები დაიჭრნენ და თვითმფრინავები დაზიანდა საუდის არაბეთშიც.

როგორც გამოცემა იუწყება, ბაჰრეინში ირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობის შტაბზე, რადარებზე, სატელიტური კავშირის ანტენებსა და საწყობებზე. ირანმა ასევე შეუტია აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების ანგარებსა და სატელიტური კავშირის სისტემებს ქუვეითში. გარდა ამისა, ირანმა და მისმა პარტნიორმა ძალებმა მიზანში ამოიღეს აშშ-ის საელჩოები საუდის არაბეთში, ქუვეითსა და ერაყში, ასევე აშშ-ის საკონსულო დუბაიში და სხვა ობიექტები.

აშშ-ის ინფრასტრუქტურის მოწყვლადობა ამ ტიპის თავდასხმების მიმართ მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. უკრაინაში 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დრონებისა და სარაკეტო ომის განვითარებამ აიძულა როგორც უკრაინა, ისე რუსეთი, მნიშვნელოვანი ზომები მიეღოთ სამხედრო ბაზებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, წერს გამოცემა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა საზენიტო-სარაკეტო სისტემების, დრონების საწინააღმდეგო სისტემების, ელექტრონული ბრძოლის საშუალებებისა და სენსორების გამოყენება, რომლებიც შემომავალი რაკეტებისა და დრონების აღმოჩენას, განადგურებას ან ელექტრონულ ჩახშობას უზრუნველყოფს. უკრაინამ ასევე შექმნა ფიზიკური ბარიერები რუსული თავდასხმებისგან დასაცავად, მათ შორის დრონების საწინააღმდეგო ბადეები და ბეტონის დამცავი კონსტრუქციების რამდენიმე ფენა. კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის მართვისა და კონტროლის შტაბებისა და თავდაცვის საწარმოების დასაცავად, ქვეყანამ მიწისქვეშა ობიექტებიც კი მოაწყო.

აშშ-მა უკრაინის ომის გამოცდილებიდან დასკვნების გამოტანა და ახლო აღმოსავლეთში საკუთარი სამხედრო ბაზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის დაცვა ძალიან ნელა დაიწყო. წყნარი ოკეანის რეგიონში გამოწვევა გაცილებით მასშტაბურია. ჩინეთი ირანზე უფრო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და მას დრონებისა და ფრთოსანი, ბალისტიკური და ზებგერითი რაკეტების უფრო დიდი და მოწინავე არსენალი აქვს, ასკვნის გამოცემა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

11 აგვისტო 2026, 12:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეიარაღების მარაგების შემცირების მიზეზი არის ის, რომ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უსასყიდლოდ გადასცა.

ჯანი ინფანტინო დონალდ ტრამპი

11 აგვისტო 2026, 12:10

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: FIFA საშინელ შეცდომას დაუშვებს, თუ რაიმე მიზეზით ჯანი ინფანტინოს შეცვლას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FIFA-ს ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო საჯაროდ დაიცვა.

11 აგვისტო 2026, 11:54

სამართალი

იმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 11:48

რეგიონი

ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ლევან მეხუზლა

11 აგვისტო 2026, 11:30

რეგიონი

ლევან მეხუზლა: კონდიციური საფერავის ქვედა ზღვარმა 21%-მდე დაიწია

„2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის N536 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, კონდიციური საფერავის შაქრიანობის ქვედა ზღვარი 22%-დან 21%-მდე შემცირდა. გადაწყვეტილება მევენახეებთან გამართული შეხვედრებისა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

დავით ქართველიშვილი

11 აგვისტო 2026, 11:18

ეკონომიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი - მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები

ცნება „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“ სრულიად ახალ - უკვე ტექნოლოგიურ შინაარსსაც შეიძენს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პირველი საერთაშორისო Tier III სტანდარტის კომერციული მონაცემთა ცენტრის პროექტი წარმატებით განხორციელდება.

 გიორგი ღონღაძე

11 აგვისტო 2026, 11:14

საზოგადოება

გიორგი ღონღაძე: მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები

მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი ღონღაძის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 11:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს

ნიკოლოზ რაჭველი

11 აგვისტო 2026, 11:07

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის „ელიტის“ წევრი, ნიკოლოზ რაჭველი არ პასუხობს კითხვას, თუ რატომ მართავდა კონცერტებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში - პარალელურად წერს, რომ „ქართული ოცნება“ გულის ამრევია და მზად არის, შეეწიროს უკრაინის გამარჯვებას

კომპოზიტორი, რომელმაც აგვისტოს ომიდან მალევე სანქტ-პეტერბუგრის ფილარმონიაში ორი კონცერტი ჩაატარა. ასევე, მოსკოვს 2015 და 2017 წლებში ესტუმრა და ნინო ქათამაძესთან ერთად კონცერტი გამართა.

11 აგვისტო 2026, 11:06

კულტურა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს

სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო. უახლოეს პერიოდში დასრულდება ვიზიტორთა ცენტრისა და სახლ-მუზეუმის ეზოში განთავსებული ორი დამხმარე ნაგებობის მშენებლობა.

გურამ სუჯაშვილი

11 აგვისტო 2026, 11:03

საზოგადოება

ექსპერტ-კრიმინალისტი: სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გურამ დადიანიძის ძებნა-დათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით სიღრმისეულად ათვალიერებენ

სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-დათვალიერების სამუშაოები, - განაცხადა თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტმა გურამ სუჯაშვილმა გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით.

11 აგვისტო 2026, 11:02

მსოფლიო

POLITICO: ევროპას Patriot-ის რაკეტები ეწურება, უკრაინა კი რუსეთის ზამთრის იერიშებისთვის ემზადება

ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის დამატებითი Patriot-ის რაკეტების მოძიებას ცდილობენ, რადგან კიევი რუსეთის მოსალოდნელი ზამთრის მასშტაბური იერიშების წინ ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის გაძლიერებას სასწრაფოდ ცდილობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 10:46

სამართალი

სამართალდამცველებმა იმერეთში სარეალიზაციოდ გამზადებული 329 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მორგან ფრიმენი

11 აგვისტო 2026, 10:43

კულტურა

მორგან ფრიმენმა ბლუზ-ალბომი გამოუშვა

„ბლუზი პირველად მისისიპის დელტაში, ბებიაჩემის ტერასაზე მოვისმინე და მას შემდეგ არასოდეს მიმტოვებია“, - განუცხადა ფრიმენმა ჟურნალ Rolling Stone-ს.

11 აგვისტო 2026, 10:37

მსოფლიო

The Wall Street Journal: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მზად არიან ჰორმუზის სრუტეში ირანის კონტროლს შეეგუონ, რათა ომი აღარ განახლდეს

სპარსეთის ყურის ქვეყნები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ ირანის კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე მუდმივ ხასიათს მიიღებს, რაც მათი ნავთობისა და გაზის ექსპორტს და, შესაბამისად, გლობალურ ენერგომომარაგებას განუსაზღვრელი ვადით შეაფერხებს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 10:34

სპორტი

„იბერია“ დღეს ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლარნს“ დაუპირისპირდება

საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნს“ დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა.

11 აგვისტო 2026, 10:33

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 10:28

რეგიონი

პოლიციამ ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა.

11 აგვისტო 2026, 10:28

სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.