11 აგვისტო 2026, 10:34 / სანდო წყარო

„იბერია“ დღეს ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლარნს“ დაუპირისპირდება

საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნს“ დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა.

დღევანდელი თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. მოგების შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გაინაღდებს.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

11 აგვისტო 2026, 11:18

ეკონომიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი - მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები

ცნება „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“ სრულიად ახალ - უკვე ტექნოლოგიურ შინაარსსაც შეიძენს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პირველი საერთაშორისო Tier III სტანდარტის კომერციული მონაცემთა ცენტრის პროექტი წარმატებით განხორციელდება.

 გიორგი ღონღაძე

11 აგვისტო 2026, 11:14

საზოგადოება

გიორგი ღონღაძე: მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები

მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი ღონღაძის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 11:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს

11 აგვისტო 2026, 11:06

კულტურა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს

სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო. უახლოეს პერიოდში დასრულდება ვიზიტორთა ცენტრისა და სახლ-მუზეუმის ეზოში განთავსებული ორი დამხმარე ნაგებობის მშენებლობა.

გურამ სუჯაშვილი

11 აგვისტო 2026, 11:03

საზოგადოება

ექსპერტ-კრიმინალისტი: სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გურამ დადიანიძის ძებნა-დათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით სიღრმისეულად ათვალიერებენ

სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-დათვალიერების სამუშაოები, - განაცხადა თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტმა გურამ სუჯაშვილმა გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით.

11 აგვისტო 2026, 11:02

მსოფლიო

POLITICO: ევროპას Patriot-ის რაკეტები ეწურება, უკრაინა კი რუსეთის ზამთრის იერიშებისთვის ემზადება

ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის დამატებითი Patriot-ის რაკეტების მოძიებას ცდილობენ, რადგან კიევი რუსეთის მოსალოდნელი ზამთრის მასშტაბური იერიშების წინ ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის გაძლიერებას სასწრაფოდ ცდილობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 10:46

სამართალი

სამართალდამცველებმა იმერეთში სარეალიზაციოდ გამზადებული 329 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მორგან ფრიმენი

11 აგვისტო 2026, 10:43

კულტურა

მორგან ფრიმენმა ბლუზ-ალბომი გამოუშვა

„ბლუზი პირველად მისისიპის დელტაში, ბებიაჩემის ტერასაზე მოვისმინე და მას შემდეგ არასოდეს მიმტოვებია“, - განუცხადა ფრიმენმა ჟურნალ Rolling Stone-ს.

11 აგვისტო 2026, 10:37

მსოფლიო

The Wall Street Journal: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მზად არიან ჰორმუზის სრუტეში ირანის კონტროლს შეეგუონ, რათა ომი აღარ განახლდეს

სპარსეთის ყურის ქვეყნები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ ირანის კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე მუდმივ ხასიათს მიიღებს, რაც მათი ნავთობისა და გაზის ექსპორტს და, შესაბამისად, გლობალურ ენერგომომარაგებას განუსაზღვრელი ვადით შეაფერხებს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 10:33

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 10:28

სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 10:28

რეგიონი

პოლიციამ ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა.

11 აგვისტო 2026, 10:24

რეგიონი

თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ეს გზა მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი მარშრუტია და მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს. დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას და ტემპს, რათა პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს.

11 აგვისტო 2026, 10:19

ტექნოლოგიები

ავსტრალიაში AI-აგენტმა ფიტნეს-კლუბის სისტემა გატეხა, რათა თავისი პატრონი ვარჯიშზე ჩაეწერა

ABC წერს, რომ მომხმარებელმა, სახელად ენდრიუმ, თავის AI-ასისტენტს სთხოვა დახმარებოდა ვარჯიშზე მოხვედრაში, რადგან ის მომლოდინეთა სიაში მეოთხე ადგილზე იყო. თავისუფალი დროის ჩვეულებრივი ძებნის სანაცვლოდ, აგენტმა სპორტდარბაზის API-ში უსაფრთხოების სუსტი ადგილი იპოვა.

დათო გამცემლიძე

11 აგვისტო 2026, 09:47

პოლიტიკა

დათო გამცემლიძე: ლეგიტიმური კითხვაა, ამ ჩვენს „სახელოვნებო ელიტას“ რატომ არ „გაუსკდა“ იმპერიალისტური რუსეთის სიძულვილი 2008 წლის შემდეგ? პასუხი მარტივია: იცოდნენ, მაშინ დასავლეთი არ დაასანქცირებდათ, რაკი საქართველო „ეკიდათ“, ახლა კი დასავლეთმა, რუსეთში „ცეკვა/მღერისთვის“ შესაძლოა დაასანქციროს ეს ჩვენი „სახელოვნებო ელიტა“ კიევის მოთხოვნით, ამიტომაც გამოუცხადეს ბოიკოტი

ჟურნალისტი დათო გამცემლიძე, საქართველოსა და უკრაინასთან რუსეთის ომის შედეგად, ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა დამოკიდებულების ცვლილებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ლეგიტიმურია კითხვა, თუ რატომ არ ,,გაუსკდა” რუსეთის მიმართ სიძულვილი ,,სახელოვნებო ელიტას” 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

11 აგვისტო 2026, 09:43

სამართალი

მლეთაში, შსს-ს თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მეხანძრე-მაშველები, გვიან ღამემდე ამოწმებდნენ იმ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით გურამ დადიანიძის კვალი გაქრა

მლეთაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მეხანძრე-მაშველები, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით გვიან ღამემდე ამოწმებდნენ იმ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წლის 11 ივნისის დილის 04:00 საათზე გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.

იორგ ლაიხტფრიდი

11 აგვისტო 2026, 09:42

მსოფლიო

Reuters: ავსტრიამ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის სანქციების გვერდის ავლით აღჭურვილობის მიწოდების სქემა გამოავლინა

ავსტრიამ გამოავლინა სქემა, რომლის წყალობით ვენაში დაფუძნებული კომპანია რუსულ სარაკეტო და საბრძოლო თვითმფრინავების ძრავების წარმოებაში გამოყენებულ აღჭურვილობას ევროკავშირის სანქციების დარღვევით აწვდიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გოგა ხაინდრავა

11 აგვისტო 2026, 09:36

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ბარამიძე მატყუარაა, თან ბოროტი მატყუარაა, რადგან საკუთარ სახელმწიფოს ვნებს

ბარამიძე მატყუარაა, თან ბოროტი მატყუარაა, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, რომელიც გენერალურ პროკურატურაში გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ბარამიძე ამ განცხადებით, ქართულ სახელმწიფოს ვნებს.

11 აგვისტო 2026, 09:31

სამართალი

გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება

გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ ჩემია და გოგა ხაინდრავა.ისინი გიორგი ბარამიძეს ტყუილში ამხელენ და ამბობენ, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები რუსი ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით - მიზანმიმართული პროვოკაციაა.