imedi /  20 მარტი 2017, 17:09 / სანდო წყარო

Brexit-ი 29 მარტს ამოქმედდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლას ოფიციალურად 29 მარტს განაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის ავრცელებს. 

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 2019 წლის მარტში ქვეყანა საბოლოოდ დატოვებს ევროკავშირს. 14 მარტს ლორდთა პალატამ Brexit-ის კანონპროექტი დაამტკიცა, ხოლო 16 მარტს დედოფალმა ელისაბედ II-მ ხელი მოაწერა პროცედურის დაწყებას. 

გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.

კომენტარები ()