imedi /  20 მარტი 2017, 18:53 / სანდო წყარო

მილიარდერი დევიდ როკფელერი 101 წლისა გარდაიცვალა

დევიდ როკფელერი

The New York Times-ის ცნობით, ამერიკელი მილიარდერი დევიდ როკფელერი 101 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს ოჯახის წარმომადგენელი ფრაზერ სეიტელი.

სეიტელის თქმით, მაგნატი დღეს დილით, საკუთარ სახლში პაკანტიკო ჰილსში გარდაიცვალა. 

დევიდ როკფელერი (David Rockefeller) 1915 წლის 12 ივნისს დაიბადა. ამერიკელი ბანკირი და ფილანტროპი, ნავთობის მაგნატის,"სტანდარტ ოილის" (Standard Oil) დამფუძნებლის, ჯონ დ. როკფელერის შვილიშვილი იყო.

Forbes-ს ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მისი ქონება $3,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 

კომენტარები ()