ნათია თურნავა: ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია
ნათია თურნავა
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ამის ნებართვა გასცა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას – ეს არის ე. წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არც ერთ მოქმედ წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებიდან. „დაწყებული 300 მილიონლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70 მილიონლარიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე, სრული იურიდიული მხარდაჭერა“, – აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, პროექტის მხარდასაჭერად მთავრობა აქტიურად მუშაობს, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან. „გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე. ჩვენ მოვუწოდებთ მას, ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზს, კონცენტრირდეს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პორტის მშენებლობა დროულად დაიწყოს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მოგვიანებით ამ საკითხზე კომენტარი ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაშიც გააკეთეს. უწყების განმარტებით, მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემულ დოკუმენტს ხელს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აწერდა, ტექნიკური ხარვეზი იყო.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეწყვეტის საფრთხის შესახებ ინფორმაცია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” 29 მაისს გაავრცელა.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე:აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს
ვნახეთ ამ ე.წ ოპოზიციური ალიანსის დაანონსებული აქცია და ვნახეთ გუშინდელი რაოდენობა [ხალხის], ასევე საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სრულიად საღი და ობიექტური კომენტარები - აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, სხვადასხვა პარტიული ნაყოფიდან ოპოზიციამ დაახლოებით 2 000 -3 000 ადამიანის მობილიზება შეძლო.
27 მაისი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას და არა ამ აგენტურას
საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას მართლაც და არა ამ აგენტურას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
27 მაისი 2026, 23:15
პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს
კოალიცია ცვლილებისთვის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლასა და ღალატზე წერს. სააკაშვილის თქმით, ნიკა მელია ღალატში არაფერ შუაშია და მელიას შეცდომა ის იყო, რომ აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, სააკაშვილის თქმით კი, არჩევნების მოგება მისი გათავისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო.
27 მაისი 2026, 22:44
მსოფლიო
Bloomberg: ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის იდეა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის იდეა ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბლოკის სრულუფლებიან წევრობას იმსახურებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 22:11
პოლიტიკა
სულიკო ასათიანის შვილი პაატა ასათიანი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: „ნაცმოძრაობაზე“ თავიდანვე ამბობდა - ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს. სხეულზე არცერთი ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი რომ ნაცემი არ ყოფილიყო
ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა თავიდანვე და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს, - განუცხადა „ქრონიკას“ სულიკო ასათიანის შვილმა პაატა ასათიანმა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 21:52
მსოფლიო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ იმ პროცესის დაწყებას, რომელიც უკრაინას ევროკავშირში მიიყვანს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც - ჩვენთვის პრიორიტეტი ბალკანეთია
იტალია მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას, თუმცა სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტერესებსაც ითვალისწინებს და რომისთვის პრიორიტეტად დასავლეთ ბალკანეთი რჩება. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ლიმასოლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
27 მაისი 2026, 21:47
სამართალი
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა.
27 მაისი 2026, 21:17
მსოფლიო
რუბიო: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ადასტურებს, რომ აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს.
27 მაისი 2026, 21:12
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესში სწორი მოლოდინების შექმნისა და მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას.
27 მაისი 2026, 21:08
პოლიტიკა
დიასპორის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს მოუსმინეს
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიასპორის კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს მიერ შემუშავებული დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კონცეფცია წარადგინა.
27 მაისი 2026, 20:53
პოლიტიკა
უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს - სენატორი ჯინ შაჰინი ომში მყოფ ქვეყანაზე და შეფასებები თბილისიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ინტერესების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. ამ გზის აუცილებლობას მმართველ გუნდს ამერიკელი სენატორის განცხადებაც უჩვენებს.
27 მაისი 2026, 20:51
პოლიტიკა
ისტორიის გადაწერის მცდელობა ოპოზიციისგან - მმართველი გუნდი 26 მაისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს 2011 წლის 26 მაისის სისხლიან მოვლენებს კიდევ ერთხელ ახსენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
26 მაისი იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც დღევანდელ ოპოზიციას წარმოადგენენ და მართავენ, მძიმე წარსულის ფაქტობრივი დასტურია.
27 მაისი 2026, 20:47
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: ლოზუნგი უჩვენებს კრეატიულობის დაბალ დონეს და იმ ადამიანის აბსოლუტურად უცოდინარობას, რომელიც მათ კარნახობს, სცენარებს უწერს
ლოზუნგი უჩვენებს კრეატიულობის დაბალ დონეს და იმ ადამიანის აბსოლუტურად უცოდინარობას, რომელიც მათ კარნახობს, სცენარებს უწერს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ რადიკალების ლოზუნგთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 20:42
მსოფლიო
ტრამპი ირანთან შეთანხმების დაჩქარებას გამორიცხავს - „მე შუალედური არჩევნები არ მადარდებს“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ირანთან ომის დასასრულებლად ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწევს.
27 მაისი 2026, 20:41
პოლიტიკა
„ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა რუსთაველის გამზირზე. ამ დროს მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, თითქოს ახალდაქორწინებული წყვილი 26 მაისს გამართულ აქციაზე მივიდა. მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ის რუსთაველის გამზირზე ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე მივიდა.
27 მაისი 2026, 20:38
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა.
27 მაისი 2026, 20:29
პოლიტიკა
ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ - ახალი სლოგანი დაპირისპირების მიზეზი ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის ახალი სლოგანი ოპოზიციური განხეთქილების მორიგ საბაბად იქცა. აქციაზე გახმიანებულ ფრაზას მათივე მხარდამჭერები აკრიტიკებენ. ხელისუფლებამ კი ოპონენტებისგან წარდგენილი ე.წ. საპროტესტო შეგონება საკუთარ ქებად მიიღო.
27 მაისი 2026, 20:23
პოლიტიკა
„თავს ვგრძნობ მოტყუებულად, იმიტომ რომ არ ვიცოდი სად მივდიოდი, ვიცოდი, რომ რაღაც პატარა კონცერტი უნდა ჩატარებულიყო“ - როგორ მოხვდა აპარატურა რუსთაველზე? „ქრონიკის“ რეპორტაჟი
„ქრონიკა“ დაუკავშირდა იმ მანქანის მძღოლს, რომელმაც აქციაზე ტექნიკა მიიტანა. როგორც ირაკლი დუდაშვილმა აღნიშნა, ის მოატყუეს და უთხრეს, რომ ტექნიკა კონცერტისთვის სჭირდებოდათ. მისივე თქმით, ამ საკითხზე მას ელენე ხოშტარიას პარტიის წევრი დაუკავშირდა.
27 მაისი 2026, 20:20
მსოფლიო
„არა, არა, არავითარ შემთხვევაში“ - ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის სანქციების შემსუბუქება არ იგეგმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე უარს იტყვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის სანქციების შემსუბუქება არ იგეგმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე უარს იტყვის.
27 მაისი 2026, 20:19
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.


