imedi /  04 ივნისი 2019, 12:09 / სანდო წყარო

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი: ლიმიტზე ნაკლები საწვავი მაქვს გახარჯული

სამეგრელოს გუბერნატორტი
ალექსანრე მოწერელია

სამეგრელოს გუბერნატორტი
ალექსანრე მოწერელია

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, არც მას და არც მის წინამორბედ ლევან შონიას ბენზინთან დაკავშირებით არანაირი გადახარჯვა არ აქვთ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის ( IDFI) კვლევის კომენტირებისას განუცხადა. 

,,პირველ რიგში, მე ვერ მოგახსენებთ იმას, ვისი კვლევაა, რას ეყრდნობოდა ეს კვლევა, ჩემთვის ცნობილი არ არის. მე აქ მაქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც არანაირი გადახარჯვა არ მაქვს, მათ შორის არც ჩემს წინამორბედს საწვავის გადახარჯვა არ აქვს. ამიტომ კარგი იქნება, თუ უფრო დავაზუსტებთ და დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ თქვენთან ერთად, თუ კი არის ასეთი ფაქტი, რომ გამოიკვეთოს თუ რამე დარღვევა არსებობს. ჯერჯერობით აგერ არის ოფიციალური დოკუმენტი. ამ მონაცემების მიხედვით არანაირ გადახარჯვაზე საუბარი არ შეიძლება. თუკი ჩვენ გვაქვს შედარებით უფრო მეტი ხარჯი საწვავის, ეს ბუნებრივიც არის, ვინაიდან ჩვენ დიდი რეგიონი ვართ, მაღალმთიანი ნაწილიც ძალიან დიდია ჩვენს რეგიონში. რაც შეეხება არასამუშაო დღეებს თქვენ შეგიძლიათ, ძალიან მარტივად ნახოთ, რომ შაბათ-კვირასაც კი მე ვიმყოფები ძალიან ხშირად ჩვენი რეგიონის სხვადასხვა სოფელში და ამდენად, როგორ ითვლება ეს, რომ არასამუშაო დღეს მე გადახარჯვა მაქვს? არ მაქვს, ვერ მოგახსენებთ. მე ვიცი, რომ ის ლიმიტი, რაც მე მაქვს, იმაზე გაცილებით ნაკლები საწვავი მაქვს მოხმარებული. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს დოკუმენტში. და არ ვიცი, რას ეყრდნობა ის კვლევები, რაც არის წარმოდგენილი", - აღშინა მან.

რაც შეეხება  IDFI-ის დასკვნას, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით გავლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით სამჯერ შემოუარეს დედამიწას, მოწერელია ასე პასუხობს: 

,,ჩემი დაინტერესების წყარო არის ოფიციალური დოკუმენტი, მე ვეყრდნობი ოფიციალურ დოკუმენტს, ეს დოკუმენტი აქ არის თქვენს წინაშე საჯაროდ წარმოდგენილი, საიდანაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ და დედამიწას ვინ რამდენჯერ დაარტყამს წრეს, მე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ სამეგრელოს რეგიონს, კი ბატონო, შეიძლება წრე დავარტყათ", - განაცხადა გუბერნატორმა.

ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა IDFI-მ საქართველოს 9 გუბერნატორის მიერ  2017-2018 წლებში გახარჯული საწვავის სტატისტიკა შეისწავლა. 

 

ყველა სიახლე

18 აგვისტო 2026, 21:17

რეგიონი

ფესტივალის „ღამის სერენადები “ გახსნითი კონცერტი 19 აგვისტოს, 19:00 საათზე ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიმართება

საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, ბათუმის მერიის, ბორჯომის მერიის და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ საზეიმოდ გაიხსნება.

18 აგვისტო 2026, 21:08

რეგიონი

ისტორიული ქართული სოფლის ახალი სიცოცხლე - მაჩხაანის რეაბილიტაცია იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული სოფელი ავთენტურობის შენარჩუნებით სრულად განახლდება. ქვემო მაჩხაანის რეაბილიტაცია სახალხო თეატრის აღდგენასაც გულისხმობს.

18 აგვისტო 2026, 20:59

საზოგადოება

ინფრასტრუქტურული პროექტები თბილისში - მერია მარჯანიშვილის მოედნის განახლებასაც იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მარჯანიშვილის მოედანზე ქვაფენილი განახლდება, შესაბამისი ტენდერი მზად არის. აქტიურად გრძელდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ უკვე აღდგა მოძრაობა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე.

18 აგვისტო 2026, 20:52

სამართალი

საერთაშორისო ძებნილი თბილისში დააკავეს - ქართველ და ამერიკელ სამართალდამცველთა თანამშრომლობის მორიგი შედეგი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართველ და ამერიკელ სამართალდამცავთა ერთობლივი მუშაობის წარმატებული შედეგი, თბილისში საერთაშორისო ძებნილი დააკავეს. მას ამერიკაში უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის დახმარებას ედავებიან. მიმდინარეობს ექსტრადაციისთვის საჭირო პროცედურები.

მამუკა მდინარაძე

18 აგვისტო 2026, 20:45

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძის პრესსამსახური: სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „ქრონიკას“ განუცხადეს, რომ სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა.

ბადრი ვადაჭკორია

18 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ბადრი ვადაჭკორია საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში გაიმართა. ოჯახს მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და დედაქალაქის მერთან ერთად.ბადრი ვადაჭკორია 20-ზე მეტი ფოტოკრებულის ავტორია. იყო

18 აგვისტო 2026, 20:33

პოლიტიკა

ოპოზიციური ალიანსის ფინალი - დაპირისპირებათა ექვსთვიანი სერია დაშლით დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციურმა ალიანსმა თავი ოფიციალურად ამოწურა. დაშლას ნაწილი უარყოფს, უმეტესობა კითხვაზე პასუხს თავს არიდებს.

გიორგი ბარამიძე
სალომე სამადაშვილი

18 აგვისტო 2026, 20:29

პოლიტიკა

შერიგების და ნდობის აღდგენის დამაზიანებელი კამპანია - ბარამიძიდან სამადაშვილამდე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საკუთარი მოქალაქეებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება, ოკუპირებული ტერიტორიების ტრავმულ მეხსიერებად წარმოჩენა - ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ კამპანიის ნაწილია ის გზავნილები, რომელიც გია ბარამიძემ დაიწყო და გვარამია-სამადაშვილით გაგრძელდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 აგვისტო 2026, 19:41

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი წერილს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში იმიტომ წავიდა, რომ „სახელმწიფოს და გუნდის ინტერესი არ დაეზიანებინა“

„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები“.

ირაკლი ქადაგიშვილი

18 აგვისტო 2026, 19:09

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს საქართველო არის იმ ტიპის ქვეყანა, იმ ტიპის სახელმწიფო, რომელსაც უნდა სწორედ ქრისტიანული, ევროპული, ცივილიზაციის ნაწილი და ამ გზაზე მავალი იყოს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ერეკლე მეფის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებას შეტანილი აქვს ლომის წვლილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის ყაიდის ქვეყანა.

გიორგი ვოლსკი

18 აგვისტო 2026, 18:59

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არავითარი რუსული, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ან ჩინეთის ინტერესის გათვალისწინება, თუკი ეს შენს კონკრეტულ ამოცანას არ უკავშირდება

„არავითარი რუსული ინტერესის გათვალისწინება, არავითარი ევროკავშირის ინტერესის, ან ამერიკის შეერთებული შტატების, ან ჩინეთის ინტერესის გათვალისწინება, თუკი ეს შენს კონკრეტულ ამოცანას არ უკავშირდება. ჩვენ იმიტომ მივისწრაფით ევროკავშირისკენ, რომ ამ გაერთიანებას აქვს გარკვეული სტანდარტები, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია, ეს არის დასავლური ცივილიზაციის გზა, რომელიც საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა არის. ამიტომ მოხდა ეს ფორმულირება კონსტიტუციაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იუკნევიჩიენეს ავადმყოფურ და ბოროტ აზრებს და გეგმებს უნდა დავემორჩილოთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

18 აგვისტო 2026, 18:36

საზოგადოება

გივი მიქანაძემ საფრანგეთის სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიატებს უმასპინძლა

პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence“ 2016 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. 2026 წლიდან პროგრამას საქართველოს მხრიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო საფრანგეთის მხრიდან – საფრანგეთის საელჩო ახორციელებს.

18 აგვისტო 2026, 18:03

სამართალი

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა. პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

18 აგვისტო 2026, 17:55

რეგიონი

ქვემო მაჩხაანის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში პროექტირება ორ ეტაპად განხორციელდება, რის შემდეგაც, მომზადებული და შეთანხმებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ასევე აღსანიშნავია, რომ საპროექტო დავალების შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებზე სამუშაოები შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით განხორციელდება.

ირაკლი ქადაგიშვილი

18 აგვისტო 2026, 17:31

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის განცხადებებზე: თურმე, საქართველომ შეიძლება, უარი თქვას თავის ისტორიულ ტერიტორიებზე იმის გამო, რომ რაღაც პროექტის წევრი გახდეს - ეს პროექტები სამყაროში ძალიან ცვალებადია და არ შეიძლება შენი ეროვნული ინტერესები სხვადასხვა პროექტის შესაწირ პაიკად გამოიყენო

ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან ისეთი განცხადებებითა და ისეთი მსჯელობებით, რომლებიც პირდაპირ ხალხთაშორის ურთიერთობის შესაძლო რაიმე ნორმალიზაციაც კი ძირშივე ტორპედირებას უკეთებს, იქითკენ არის მიმართული, რომ არ აღდგეს გარკვეული ურთიერთობის ან ხიდები ან ნდობის ჩამოყალიბების პროცესი, - ასე შეაფასა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.

ტომიო ოკამურა

18 აგვისტო 2026, 17:25

მსოფლიო

ჩეხეთის პარლამენტის სპიკერი ევროკავშირს ევროკომისიის მიერ მომზადებულ, არასამთავრობო სექტორისა და მედიის სუბსიდირების ახალ პაკეტს აკრიტიკებს

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის სპიკერი ტომიო ოკამურა ევროკომისიის მიერ მომზადებულ არასამთავრობო სექტორისა და მედიის სუბსიდირების ახალ მრავალმილიონიან პაკეტს ეწინააღმდეგება.

18 აგვისტო 2026, 17:13

მსოფლიო

გამოკითხვა: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის პოლიტიკურ პარტიებს შორის ლიდერობს

გამოცემა წერს, რომ ერთი თვის განმავლობაში მემარჯვენე პარტიამ პოზიცია გაიუმჯობესა. მას უპირატესობას გამოკითხულთა 28% ანიჭებს, ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგი კი დაეცა და კანცლერ მერცის პარტიას მხოლოდ 20%-ტიანი მხარდაჭერა აქვს.

18 აგვისტო 2026, 17:08

სამართალი

„წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

მოჰამად ბაღერ ღალიბაფი

18 აგვისტო 2026, 17:04

მსოფლიო

ღალიბაფის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, სანამ აშშ ვალდებულებებს არ შეასრულებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილია და ნაოსნობა იქამდე არ გაიხსნება, სანამ შეერთებული შტატები ურთიერთგაგების მემორანდუმით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

18 აგვისტო 2026, 16:56

მსოფლიო

უკრაინისთვის დაწესებულმა შეღავათიანმა ტრანზიტმა მოლდოველი ფერმერები აღაშფოთა

მოლდოველი ფერმერები უკრაინისთვის ტვირთების გადაზიდვაზე შეღავათების დაწესებას აპროტესტებენ. მოლდოვის ფერმერთა ასოციაცია მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუკი მთავრობა 21 აგვისტომდე სარკინიგზო გადაზიდვებზე უკრაინისთვის დაწესებულ შეღავათიან ტარიფებს არ გადახედავს.