imedi /  04 ივნისი 2019, 10:36 / სანდო წყარო

IDFI: საქართველოში გუბერნატორების მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლფასია

„საქართველოს თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით სამჯერ შემოუარეს დედამიწას“, - ნათქვამია დასკვნაში, რომელიც  ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა IDFI-მ აღნიშნული ხარჯების შესწავლის შედეგად მოამზადა.  

დასკვნაშ წერია: "9 გუბერნატორის მიერ გახარჯული საწვავის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ  2017-2018 წლებში გუბერნატორების მიერ საწვავის ყოველთვიურ მოხმარებაზე დაწესებული ლიმიტები 700-დან 1,500 ლიტრამდე მერყეობდა;  2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ სულ დახარჯულია 132,208 ლიტრის საწვავი; 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილების 100 კმ-ზე საშუალო წვის მაჩვენებელი 15 ლიტრიდან 19.83 ლიტრამდე მერყეობდა".

„2018 წელს გურიის გუბერნატორების საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები არ არის შესაბამისობაში მათ მიერვე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ ნორმასთან; 2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ დაფარულია 750 ათასი კილომეტრი. ისინი 2017 წელს საშუალოდ 52.5 ათას კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო 2018 წელს – 54.7 ათას კილომეტრს; 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ყოველდღიურად არასამუშაო დღეების ჩათვლით 150 კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო მხოლოდ სამუშაო დღეების დაანგარიშებით – 215 კილომეტრს“- ნათქვამია IDFI-ის მიერ მომზადებულ დასკვნაში. 

IDFI-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის შედეგად გამოიკვეთა ასევე, რომ 9 გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 78 ავტომობილი, რომელთა 49% არის მაღალი გამავლობის, ხოლო 46% კონკრეტულ თანამდებობის პირზე ან თანამშრომელზეა გაფორმებული;

ყველა სახელმწიფო გუბერნატორზე გაფორმებულია  TOYOTA LANDCRUISER-ის მოდელის ავტომობილი, რომელთა უმრავლესობა გუბერნატორის ადმინისტრაციებისათვის უსასყიდლოდ არის გადაცემული; გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის 73% არ ყოფილა შეძენილი მათი ბიუჯეტის ფარგლებში და ისინი უსასყიდლოდ გადასცეს სხვა სახელმწიფო უწყებებმა;

IDFI-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 21 აგვისტოს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ რუსთავის მერს მიმართა თხოვნით, გადაეცათ ის ავტომობილი, რომელიც იმავე დღეს 71,373 ლარად იყო შესყიდული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან;

IDFI-მ 2018 წლის მიწურულს და 2019 წლის აპრილში ყველა (9) გუბერნატორის ადმინისტრაციას მიმართა მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების და 2017-2018 წლებში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. 

IDFI ასკვნის, რომ 2017-2018 წლებში სახელმწიფო გუბერნატორების მაგალითზე განხილული საწვავის მოხმარების პრაქტიკა, რაც გამოიხატება ცალკეულ შემთხვევებში არაგონივრულად მაღალი ოდენობის საწვავის ათვისებაში, ცალსახად მიუთითებს კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობაზე. კერძოდ, მიზანშეწონილია, შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემის დანერგვით გამკაცრდეს სამსახურებრივი ავტომობილებით არამიზნობრივი გადაადგილების მონიტორინგი და ყველა ავტომობილზე დაინერგოს საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა – ე.წ. ჩიპი.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

15 მარტი 2026, 12:09

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია ყალბი ცნობების გავრცელებაში დაადანაშაულა

„კიდევ ერთი განზრახ შეცდომაში შემყვანი სათაური ფეიკ-ნიუს მედიისგან იმ 5 თვითმფრინავის შესახებ, რომლებიც თითქოს საუდის არაბეთის აეროპორტში ჩამოაგდეს და გამოსაყენებლად უვარგისია. სინამდვილეში, ბაზაზე დარტყმა რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, მაგრამ თვითმფრინავები არც „ჩამოუგდიათ“ და არც „გაუნადგურებიათ“. ხუთიდან ოთხს პრაქტიკულად არანაირი დაზიანება არ მიუღია და ისინი უკვე დაბრუნდნენ მწყობრში. ერთს ოდნავ მეტი დაზიანება ჰქონდა, მაგრამ ისიც მალე ჰაერში იქნება. არცერთი არ განადგურებულა და არც ახლოს ყოფილა ამასთან, როგორც ამას ფეიკ-ნიუსები სათაურებში წერდნენ. New York Times-ს და Wall Street Journal-ს (განსაკუთრებით) და სხვა მდაბიო „გაზეთებსა“ და მედიას რეალურად სურთ, რომ ჩვენ ომი წავაგოთ. მათი საშინელი რეპორტაჟები რეალური ფაქტების ზუსტი საწინააღმდეგოა“, - დაწერა ტრამპმა.

ვიქტორ ორბანი

15 მარტი 2026, 11:51

მსოფლიო

ორბანმა „უკრაინის შანტაჟის“ საწინააღმდეგო მარში დააანონსა

„ჩვენ მშვიდობისთვის ვილაშქრებთ. დროა, წინ აღვუდგეთ უკრაინულ შანტაჟს: ზელენსკი აქ ბრძანებებს ვერ გასცემს!“, - განაცხადა ორბანმა.

15 მარტი 2026, 11:46

რეგიონი

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოლნისში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი, 4500 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის პროექტირებას იწყებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოლნისში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი, 4500 მაყურებელზე გათვლილი, ბუნებრივრივსაფარიანი სტადიონის პროექტირებას იწყებს.

დონალდ ტრამპი

15 მარტი 2026, 11:41

მსოფლიო

ტრამპი მოჯთაბა ხამენეიზე: მოვისმინე, რომ ის აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია

„არ ვიცი საერთოდ ცოცხალია თუ არა. ამ დრომდე ვერავინ შეძლო მისი ჩვენება. მოვისმინე, რომ ის აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია“, - განაცხადა ტრამპმა.

15 მარტი 2026, 11:36

მსოფლიო

ბაჰრეინში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ქუვეითში კი საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით თავდასხმის გამო რადარი დაზიანდა

ბაჰრეინში საჰაერო განგაში გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს უახლოეს უსაფრთხო ადგილზე გადასვლა ურჩია. ქუვეითში კი საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით თავდასხმა მოხდა, დაზიანდა რადარი.

15 მარტი 2026, 11:29

რეგიონი

ახალციხის მერიის მხარდაჭერით, მოქალაქეებს მრავალპროფილური უფასო სამედიცინო შემოწმებები ჩაუტარდათ

ახალციხის მერიის მხარდაჭერით, მოქალაქეებს მრავალპროფილური უფასო სამედიცინო შემოწმებები ჩაუტარდათ. სამედიცინო კონსულტაციები მათ, სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებმა გაუწიეს.

15 მარტი 2026, 11:22

რეგიონი

ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია - ვითარება სტიქიის ზონაში

სტიქიიდან მეოთხე დღეს, დამეწყრილ სოფელ კურსებში მუშაობას განაგრძობენ სპეციალისტები, სწორედ მათ რეკომენდაციებს ელოდებიან ხელისუფლებაში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით. მეწყრული პროცესები აქტიურია, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდებენ დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს. უსაფრთხოების მიზნით ისევ გადაკეტილია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა.

ტაკერ კარლსონი

15 მარტი 2026, 11:14

მსოფლიო

ტაკერ კარლსონი აცხადებს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო FARA-ს სავარაუდო გამოძიების ფონზე მის შეტყობინებებს აკონტროლებს

„ომის დროს ქვეყნები უფრო ავტორიტარულები ხდებიან. საკუთარ ქვეყანაში განსხვავებული აზრის მიმართ გაცილებით ნაკლები ტოლერანტობაა. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ აშშ იბრძვის ომებში თავისუფლებისთვის, მაგრამ სწორედ ომის დროს არის აქ თავისუფლება ყველაზე ნაკლები“, - განაცხადა კარლსონმა.

გიორგი სოსიაშვილი

15 მარტი 2026, 11:13

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე სიყალბით არის გაჯერებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე სიყალბით არის გაჯერებული და ემსახურება იმას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონგანაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას.

დონალდ ტრამპი

15 მარტი 2026, 11:04

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის

უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის, - განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში.

15 მარტი 2026, 10:53

საზოგადოება

ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია გერმანიაში მსოფლიოს უდიდეს ღვინის გამოფენაში ProWein Dusseldorf მონაწილეობს

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა და, ამავე დროს, ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი აქტივობების, ასევ, ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.

15 მარტი 2026, 10:50

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალებში არტილერიის დღე აღინიშნა

საქართველოს თავდაცვის ძალები 15 მარტს არტილერიის დღეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებები ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადების სამხედრო ბაზებზე ჩატარდა.

15 მარტი 2026, 10:36

მსოფლიო

კუბაზე დემონსტრანტებმა კომუნისტური პარტიის ოფისი დაარბიეს

კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეების პრეტენზიები და მოთხოვნები „ლეგიტიმურია“, ხელისუფლება არ დაუშვებს „ძალადობასა და ვანდალიზმს, რომელიც მოქალაქეების სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის“.

15 მარტი 2026, 10:34

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძვირად ღირებული სამშენებლო დანადგარის ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს.

15 მარტი 2026, 10:30

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „მდმ“, „კლეფედრონი“,„მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „კოკაინი“, „ლიზერგიდი“, „კრატომი“, „კეტამინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

15 მარტი 2026, 10:27

სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი - 1984 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს.

15 მარტი 2026, 10:11

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ დღეს რაგბი ევროპის ფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

რაგბი ევროპის ფინალური მატჩი მადრიდში, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. ცნობილია „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა.

დონალდ ტრამპი

15 მარტი 2026, 10:05

მსოფლიო

ტრამპი: უკანასკნელი ადამიანი, ვისგანაც დახმარება გვჭირდება, ზელენსკია

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გაკვირვებულია იმით, რომ ზელენსკის არ სურს სამშვიდობო შეთანხმების დადება, მაშინ როდესაც პუტინი, თეთრი სახლის ლიდერის აზრით, ამისთვის მზადაა. „გაკვირვებული ვარ, რომ ზელენსკის არ სურს შეთანხმების დადება. უთხარით ზელენსკის, რომ დადოს შეთანხმება, რადგან პუტინი ამისთვის მზად არის... ზელენსკისთან მოლაპარაკება ბევრად უფრო რთულია“, - განაცხადა ტრამპმა.

15 მარტი 2026, 09:56

სამართალი

პოლიციამ თბილისში, ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს.

15 მარტი 2026, 09:52

მსოფლიო

Wall Street Journal: მათ დაჰპირდნენ რეჟიმის შეცვლას, ახლა ბევრი ირანელი თავს მოტყუებულად გრძნობს - თეირანში შიშობენ, რომ საბოლოოდ დარჩებიან დანგრეულ ქვეყანაში, იმავე ავტოკრატ მმართველებთან, რომლებიც ომამდე მართავდნენ ქვეყანას

„მათ დაჰპირდნენ რეჟიმის შეცვლას. ახლა ბევრი ირანელი თავს მოტყუებულად გრძნობს“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Wall Street Journal.