imedi /  13 ივნისი 2026, 21:05 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: რევოლუციის აღკვეთისთვის არავინ ზის ციხეში, ყველა ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი, შემდეგ ზოგმა აღიარა, ზოგმა - არა და კონკრეტული დანაშაულებისთვის სხედან, რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისზეც პრემიერმა ისაუბრა, ჩემი ხელმძღვანელობისას არც ერთი ამ უწყების აგენტი აღარ ყოფილა. როცა ვიღაც ამ უწყებას თავის თავზე ირგებდა, მაშინ ვიღაცას იაგენტებდა კიდეც, ყოველთვიურ ხელფასსაც უხდიდა, ბევრი ადამიანი აკეთებდა პერსონალურ და არასახელმწიფოებრივ საქმეს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

გაბედეს ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში სუს-ში და იმის რწმუნებაც კი დაიწყეს ვიღაც-ვიღაცებმა, რომ ზოგიერთი კი გვაგინებს და ქვეყნის საბოტაჟით არის დაკავებული, მაგრამ ინფორმაციას მაინც ხომ გვაწვდის და მოდი, ხომ არ დავტოვოთო, მე ამაზე ხაზგასმით და მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი და მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება, სუს-ის ხელმძღვანელი მე რომ ვიყავი, ამ უწყების აგენტი არც ერთი აღარ ყოფილა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, როდესაც საქმე ეხება სპეცსამსახურს, ბევრი რამ ხდება კულისებში, რაზეც საჯაროდ საუბარი რთულია, მაგრამ როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს და მაინც უნდა იაგენტოს, მიუღებელია.

„ვინც რევოლუცია აღკვეთა, ციხეში სხედანო ამბობთ, ბატონო იაგო და დიდი ბოდიში, მაგრამ სერიოზული მანიპულაციაა ამის თქმა და რატომ - რევოლუციის აღკვეთისთვის არავინ ზის ციხეში. ყველა ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი, შემდეგ ზოგმა აღიარა, ზოგმა არ აღიარა და კონკრეტული დანაშაულებისთვის სხედან. მაგალითად, თქვენ რომ იყოთ უმაღლესი თანამდებობის პირი, ჩაიდინოთ კორუფციული დანაშაული, მაგრამ ამავე დროს, მე არც ერთზე არ ვსაუბრობ, ცოტა უხერხულია ჩემი მხრიდან, პირადი ურთიერთობა მქონდა ვიღაც-ვიღაცებთან და ცოტა მეუხერხულება ამ ხალხთან, პირობითად ვსაუბრობ, მაგალითად, თქვენ რომ იყოთ ის ადამიანი, კორუფციულ დანაშაულზე აგებდით პასუხს, მაგრამ რევოლუციის აღკვეთაში თუ მონაწილეობას მიიღებდით, ამაზე მიიღებდით მადლობას. მარტივი ამბავია ძალიან. არ ნიშნავს, რომ როცა დანაშაულს ჩადის ადამიანი, სხვა რაღაცას არ აკეთებს.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისზეც პრემიერმა ისაუბრა. სუს-ის აგენტები, კიდევ შემიძლია დავაკონკრეტო, სუს-ის ხელმძღვანელი რომ ვიყავი მე, არც ერთი ამ უწყების აგენტი აღარ ყოფილა. ამის იქით აღარ წავალ და ამ უწყებას როცა თავის თავზე ვიღაც ირგებდა, ან ცდილობდა ამის გაკეთებას, მაშინ ვიღაცას იაგენტებდა კიდეც, ყოველთვიურ ხელფასსაც უხდიდა, უწყისებზეც იყო იქ ლაპარაკი, ხელსაც უწერდნენ, ზოგი არ უწერდა და ისე იღებდა ამ თანხას და ბევრი ადამიანი აკეთებდა პერსონალურ და არასახელმწიფოებრივ საქმეს. იმის რწმუნებაც კი დაიწყეს ვიღაც-ვიღაცებმა, გაბედეს მერე ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, რომ ეს ხალხი კი გვაგინებს, ამას აკეთებს, იმას აკეთებს და ქვეყნის საბოტაჟით არის დაკავებული, მაგრამ ინფორმაციას მაინც ხომ გვაწვდის და მოდი, ხომ არ დავტოვოთო. მათ შორის, ანრი ოხანაშვილსაც და მეც მარწმუნებდნენ ამაში და ეს რთული პროცესი იყო. არის რაღაც თემები, რაშიც სიღრმეში ვერ შეხვალ, კულისებში ხდება ბევრი რაღაც. სპეცსამსახურის დანარჩენ ფუნქციონალზე მე ბევრს ვერ ვილაპარაკებ. იქ მართლაც იყვნენ ადამიანები, არა ერთი და ორი, ბევრნი. ბევრი ადამიანია დღემდე რაღაცას რომ აკეთებს ან არ აკეთებს. აგენტურა არსებობს ყველა ქვეყანაში, ამას შევეგუოთ.

დღესაც შეიძლება ვიღაც ძალიან გვლანძღავდეს და იყოს სპეცსამსახურის ნდობით აღჭურვილი პირი, ამას თავი დავანებოთ, რთული თემაა. ჩემთვის მიუღებელია პირადად და ეს დავაფიქსირე ჩემს თანამშრომლებთან. მაგრამ როცა ადამიანი დანაშაულის ჩადენითაა დაკავებული და მაინც უნდა გეაგენტოს, მართლა მიუღებელია. შეიძლება, მორალური რაღაცები სპეცსამსახურში იქით უნდა გადადო და ცოტა სხვა სპეციფიკა შეიძლება იყოს, მაგრამ მე ამაზე ხაზგასმით და მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი და მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება. მერე ბევრი პრობლემებიც შეიქმნა ამის გამო პერსონალური, მაგრამ ესეც გადავლახე,“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ყველა სიახლე

13 სექტემბერი 2026, 23:45

რეგიონი

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:35

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი, AfD-ის წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის

თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:32

პოლიტიკა

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

მმართველ სისტემას ეშინია ახალი მთავრობისა, რომელიც შეიძლება გერმანიაში ჩამოყალიბდეს. ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, ყველაზე ძლიერი პარტია აღმოვჩნდით საქსონია-ანჰალტში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა.

ირმჰილდ ბოსფორდი

13 სექტემბერი 2026, 23:29

პოლიტიკა

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:27

პოლიტიკა

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:25

პოლიტიკა

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია, შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა

წამყვანმა მას გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში გამართულ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და მისი პარტიის ყოველწლიურად მზარდ რეიტინგს გაუსვა ხაზი. კითხვაზე, რატომ დაკარგა მათი პარტიის სტიგმატიზაციამ გავლენა გერმანელ ამომრჩეველზე და რამ განაპირობა არჩევნებში AfD-ს გამარჯვება, ბოსდორფმა განაცხადა, რომ ადამიანები ხედავენ, რომ გერმანიაში პრობლემების რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, მათი პარტიის წინააღმდეგ გამოთქმულმა არგუმენტებმაც აზრი დაკარგა.

13 სექტემბერი 2026, 22:25

კულტურა

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

აჭარამ „გონიოს ჰანგებს“ უმასპინძლა. საერთაშორისო ფესტივალი ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლესთან ასოცირდება.

ზურაბ სიჭინავა

13 სექტემბერი 2026, 22:20

ეკონომიკა

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი, მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ.

13 სექტემბერი 2026, 22:02

მსოფლიო

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

მსოფლიო ლიდერებთან ერთად მასშტაბურ ფორუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა. კოსმოსის თემაზე ასეთი მასშტაბის უმაღლესი დონის შეკრება პირველად გაიმართა. 120-მდე ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კოსმოსის მომავალზე, ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

გურამ დავითაშვილი

13 სექტემბერი 2026, 22:02

სამართალი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში, მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა გურამ დავითაშვილმა.

ალექსანდრე დარახველიძე

13 სექტემბერი 2026, 21:55

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს მიერ დარეგისტრირებული პირველი ცვლილებები, თავშესაფრის სისტემას და გაძევების მექანიზმების გამართვას შეეხებოდა.

13 სექტემბერი 2026, 21:39

სამართალი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

როგორც აღმოჩნდა, ფიქციურ ქორწინებასა და სტუდენტის ყალბ სტატუსს, დასავლური ქვეყნების მსგავსად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად საქართველოშიც ხშირად იყენებენ. შესაბამისად, არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით, სახელმწიფოს დამატებითი რეგულაციების შემოღება და კანონების გამკაცრება მოუხდა.

გორდონ კიოლერი

13 სექტემბერი 2026, 21:32

პოლიტიკა

გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა

ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ გორდონ კიოლერმა AfD-ს აკრძალვის მცდელობაზე საუბრისას.

კრისტიან მერტენსი

13 სექტემბერი 2026, 21:22

პოლიტიკა

AfD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში AfD-ს დეპუტატმა კრისტიან მერტენსმა. გერმანელი დეპუტატი რეგიონულ არჩევნებში AfD-ს გამარჯვებას ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ საქსონია ანჰალტის მოსახელობის დიდი უმრავლესობის ხმები მიიღო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პოლიტიკის წარმოებას მხოლოდ და მხოლოდ გერმანელი ერის ინტერესების შესაბამისად აპირებს.

13 სექტემბერი 2026, 21:17

სამართალი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

გამოძიების ვერსიით, სქემის მონაწილეები პაციენტებისა და ექიმების მონაცემებს „დარქნეტზე“ ყიდულობდნენ და შესაბამისად, დოკუმენტაციის ნამდვილობა ეჭვს აღარ იწვევდა და თანხებიც ფიქციური კომპანიების ანგარიშებზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე ირიცხებოდა, შემდეგ კი, დანაშაულებრივი სინდიკატების ოფშორულ ანგარიშებზე ხვდებოდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელმა პენსიონერებმა მიიღეს ათასობით დოლარის ხარჯთაღრიცხვა მომსახურებაზე, რომლითაც არ უსარგებლიათ.

არჩილ გორდულაძე

13 სექტემბერი 2026, 21:11

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

როგორც ირკვევა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა სხვა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიება და კონკრეტული ჩვენებები ჰქონდა მიცემული სხვა მაღალი თანამდებობის პირს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბატონი ირაკლის წინააღმდეგ და ახალი ბრალის წარდგენასაც ლოგიკურად იგი მოელოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.

13 სექტემბერი 2026, 20:59

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

უამრავი ხელოვნური ბარიერის, ზეწოლის და აკრძალვის მცდელობის მიუხედავად, რეგიონულ არჩევნებში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება და მისი სწრაფად მზარდი რეიტინგი აჩვენებს, რომ გერმანიასა და მთლიანად ევროკავშირში ბრიუსელის ცენტრალიზებული პოლიტიკით უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება.

ვატო შაქარიშვილი

13 სექტემბერი 2026, 20:58

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ვხედავთ, რომ ის აღმოჩნდა ისეთ პოლიტიკურ კამპანიაში, „ასავალ-დასავალთან“, „პატრიოტთა ალიანსთან“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, რომლის მიზანიც არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება

ყოველგვარ მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულურება, როგორიც გახლდათ ზურაბ ლაზარე ჯორბენაძე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე საუბრისას. მისი თქმით, ლაზარე ჯორბენაძის ადამიანის პირადი ტრაგედიის პოლიტიკაში გადატანა და ამით დივიდენდების მიღების მცდელობა ამორალურია.

13 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი თავისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

რატომ ჩადგა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - წერილები ციხიდან გრძელდება და უმძიმესი ბრალდებები ისევ ისმის.

ამირან სალუქვაძე

13 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

ტყვე რას ნიშნავს? ტყვე არის, რომელიც ჩაგბარდა და წინააღმდეგობას აღარ გიწევს. ვინც გებრძვის იარაღით, იმას ესვრი და კლავ, ეს დანაშაულად არ ითვლება. რა მომენტიდანაც ის [ტყვე] ჩაგბარდა, მის უფლებებს იცავს საერთაშორისო სამართალი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ბარამიძის შემთხვევა იქნება გამაფრთხილებელი სხვებისთვის და მსგავსი განცხადების გაკეთებამდე ასჯერ დაფიქრდებიან.