10 სექტემბერი 2026, 17:17 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი: საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის ნორმად დაკანონება საშიშია, რადგან ის აზიანებს არა მხოლოდ სამართლებრივ წესრიგს, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ თანაცხოვრებას

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ეხმიანება.

შსს-ის განმარტებით, საქმე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართ დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარს ეხება.

მეგრელიშვილის შეფასებით, გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ის აბსოლუტური უფლება არ არის და საჯარო სივრცეში, მათ შორის, ციფრულ პლატფორმებზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეთიკის ნორმები უნდა იყოს დაცული.

მისი თქმით, ერთმანეთისაგან სწორად უნდა გაიმიჯნოს პირადი შეურაცხყოფა და დაცული კრიტიკული აზრი, ხოლო საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებისა და აგრესიული ლექსიკის ნორმად ქცევა, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ სტაბილურობას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერისა და სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

უწყების განმარტებით, საქმე ეხება სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართ დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარს.

თავად რაზმაძე კი, მცდარ გზავნილს ავრცელებს და აცხადებს, რომ მას კრემლის პროპაგანდისტების, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმირ სოლოვიოვის მისამართით გამოთქმული კრიტიკისა და გინების გამო ედავებიან, რაც ერეკლე II-ისა და გეორგიევსკის ტრაქტატის თემას უკავშირდებოდა.

სამართლებრივ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ის არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ საზღვრავს საზოგადოებრივი წესრიგისა და ეთიკის ნორმებს საჯარო სივრცეში, მათ შორის, ციფრულ პლატფორმებზე.

სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლება და კრიტიკული აზრი ნებისმიერი საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამ პროცესსაც აქვს თავისი წითელი ხაზები, რასაც კანონთან ერთად, პოლიტიკური კულტურა და ეთიკა იცავს.

სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საჯარო სივრცის მიმართ პატივისცემა არის ის აუცილებელი სტანდარტი, რომელიც თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას, რათა დისკუსია ჯანსაღ ჩარჩოებში დარჩეს და საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება და პირადი შეურაცხყოფა ნორმად არ იქცეს.

პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს სახელმწიფოს უმაღლეს აღმასრულებელ შტოს. მისი მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება, სცდება ლეგიტიმური პოლიტიკური კრიტიკის ფარგლებს და ლახავს არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ თავად სახელმწიფო ინსტიტუტის ავტორიტეტს.

საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის ნორმად დაკანონება საშიშია, რადგან ის აზიანებს არა მხოლოდ სამართლებრივ წესრიგს, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ თანაცხოვრებას.

საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და საკითხი მკაფიო კონსტიტუციური პრინციპების, გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

ერთმანეთისაგან სწორად უნდა გაიმიჯნოს პირადი შეურაცხყოფა და დაცული კრიტიკული აზრი.

დარწმუნებული ვარ, ზემოაღნიშნული პრინციპები ამ საქმეშიც დაცული იქნება.

სოციალურ ქსელებში ლანძღვა-გინებისა და აგრესიული ლექსიკის მასიური ხასიათის მიღება (ე.წ. ტოქსიკური გარემოს შექმნა) სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ცალკეულ პირებს, ისე მთლიანად საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ სტაბილურობას.

ინფორმაციული ხმაური, რომელსაც მომწამვლელი ეფექტი აქვს და მოკლებულია არგუმენტებს, პოლიტიკაში არ არის სწორი ურთიერთობის მანერა, რადგან აგრესიული კომენტარების ნაკადში იკარგება შესაძლებლობა საზოგადოებამ სწორად დაინახოს და გაანალიზოს პოლიტიკური მოვლენები.''- წერს თამთა მეგრელიშვილი.

ყველა სიახლე

ბიძინა გიორგობიანი

10 სექტემბერი 2026, 17:51

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ევროკავშირის რომ იყოს ისეთი მიზიდულობის ცენტრი, როგორიც იყო 10 წლის წინ, ასეთი გაფრთხილების მიცემა გაფართოების კომისარს არც მოუწევდა - ევროკავშირს უკვე უჭირს კანდიდატ ქვეყნებთან ურთიერთობა და ცდილობს იდეოლოგიზებული განცხადებებით თავს მოახვიოს კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს

გამოწვევები ფონზე, ევროკავშირს უკვე უჭირს კანდიდატ ქვეყნებთან ურთიერთობა და ცდილობს იდეოლოგიზებული განცხადებებით თავს მოახვიოს კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თუ საით უნდა ჰქონდეთ მათ ორინტაცია აღებული და რომელ ეკონომიკურ გაერთიანებაში უნდა მიისწრაფოდნენ ისინი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.

ბიძინა გიორგობიანი

10 სექტემბერი 2026, 17:49

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი AfD-ის წარმატებაზე: ეს არ შეცვლის გერმანიის პოლიტიკას 2 დღეში, თუმცა ძლიერი ბიძგი იქნება ცვლილებებისთვის

„რა თქმა უნდა, ეს არ გამოიწვევს 2 დღესა ან 2 კვირაში მთლიანად გერმანული პოლიტიკის შეცვლას, მაგრამ ეს იქნება ძალიან ძლიერი ბიძგი, როგორც გერმანიის შიგნით პოლიტიკური ცვლილებებისთვის, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებისთვის. მოახლოებულია არჩევნები საფრანგეთში, გერმანიის ორ მიწაზე“, - აღნიშნავს გიორგობიანი.

10 სექტემბერი 2026, 17:45

მსოფლიო

მოლდოვის მთავრობა ადასტურებს, რომ კიშინიოვის აეროპორტიდან ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა დრონმა შეაყოვნა

მოლდოვის მთავრობა ადასტურებს, რომ კიშინიოვის აეროპორტიდან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა დრონმა შეაყოვნა. ინფორმაციას მოლდავური მედია ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ანტონიუ კოშტა

10 სექტემბერი 2026, 17:35

მსოფლიო

Carnegie Europe: ევროპას საკუთარ თავში დამაჯერებლობა აკლია

კვლევითი ცენტრი Carnegie Europe ანალიტიკურ სტატიაში წერს, რომ ევროკავშირს საკუთარ თავში დამაჯერებლობა აკლია.

იაგო ხვიჩია

10 სექტემბერი 2026, 17:24

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია გვარამიას განცხადებაზე: აგენტი ვარ ვიღაცის და თან მარტო მე კი არა, მაგალითად ანა წითლიძეც, რადგან ის იგულისხმება „დედალ იაგოებში“, შეიძლება ნანუკა ჟორჟოლიანიც. ესენი ყველა აგენტები არიან და გვარამია არის ერთადერთი ჭეშმარიტი ნაცი, რომელიც ქოცებს ებრძვის

აგენტი ვარ ვიღაცის და თან მარტო მე კი არა, მაგალითად ანა წითლიძეც, რადგან ის იგულისხმება „დედალ იაგოებში“. შეიძლება ნანუკა ჟორჟოლიანიც. ესენი ყველა აგენტები არიან და გვარამია არის ერთადერთი ჭეშმარიტი ნაცი, რომელიც ქოცებს ებრძვის, - განუცხადა „ქრონიკას“ „თავისუფალი ხალხის პარტია“-ს ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

გეორგე პიპერა

10 სექტემბერი 2026, 17:19

მსოფლიო

ევროპარლამენტარი გეორგე პიპერა: საქსონია-ანჰალტის მიწაზე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების შემდეგ ბრიუსელმა „საბრძოლო დემოკრატია“ აამოქმედა

ევროდეპუტატმა გეორგე პიპერამ სოციალურ ქსელ X-ში ში დაწერა, რომ საქსონია-ანჰალტის მიწაზე ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვების შემდეგ ბრიუსელმა საბრძოლო დემოკრატია აამოქმედა.

10 სექტემბერი 2026, 17:11

პოლიტიკა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ფარჰად აბდულაევს შეხვდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციას უმასპინძლა სასამართლოს თავმჯდომარის - ფარჰად აბდულაევის ხელმძღვანელობით.

10 სექტემბერი 2026, 17:03

ეკონომიკა

საქართველოს საპენსიო ფონდი სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35,793-მა მოქალაქემ, მათზე პენსიის სახით გაიცა 185,189,254.01 ლარი.

10 სექტემბერი 2026, 17:00

ეკონომიკა

საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის აგვისტოს თვის შედეგებს აქვეყნებს

აგვისტოში საპენსიო ფონდის ორი პორტფელის, დაბალანსებულისა და დინამიკურის შექმნიდან სამი წელი გავიდა. თავისი არსებობის პერიოდში, ორივე პორტფელმა მნიშვნელოვნად მაღალი მომგებიანობა აჩვენა, რაც დიდწილად, მათში საერთაშორისო აქციების მაღალ წილს უკავშირდება

10 სექტემბერი 2026, 16:47

მსოფლიო

ალჟირმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

ალჟირმა განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გადაწყვიტა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ფოჩხუა

10 სექტემბერი 2026, 16:45

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა თორნიკე რაზმაძეზე: ქვეყნის პრემიერის გინება ან აუგად მოხსენიება დასჯადია, იცის ეს ამ პატარა კაცმა, მაგრამ თავის მრევლს აჩვენებს თითქოს რუსების გინებისთვის სჯის ხელისუფლება, პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს ამას

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოპოზიციის აქტივისტ, თორნიკე რაზმაძის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კონკრეტული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება კანონით გათვალისწინებული პროცესია.

დავით ჩიხელიძე

10 სექტემბერი 2026, 16:38

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს, სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას თორნიკე რაზმაძე საზოგადოებისთვის შეგნებულად სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს

თორნიკე რაზმაძე, სკანდალის შექმნას კვლავ ფაქტების დამახინჯებით ცდილობს! შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს, სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას რაზმაძე საზოგადოებისთვის შეგნებულად სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

10 სექტემბერი 2026, 16:38

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: CIFTIS-ზე საქართველოს წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაპოზიციონიროთ არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფანი, არამედ როგორც ჰაბი, რომელიც ამ დერეფანს შესაბამისი ციფრული, საფინანსო და სხვა ტიპის მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს

პეკინში, მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაპოზიციონიროთ არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფანი, არამედ როგორც ჰაბი, რომელიც ამ დერეფანს შესაბამისი ციფრული, საფინანსო და სხვა ტიპის მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში (China International Fair for Trade in Services – CIFTIS) მონაწილეობს.

10 სექტემბერი 2026, 16:32

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ფარჰად აბდულაევს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და სხვადასხვა ფორმატებში, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს.

დიმიტრი პესკოვი

10 სექტემბერი 2026, 16:29

მსოფლიო

პესკოვი: რუსეთი შავ ზღვაში გემების განადგურებას გააგრძელებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი სამხედროები შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებს გააგრძელებენ.

მაკა ბოჭორიშვილი

10 სექტემბერი 2026, 16:06

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის

„კოსმოსთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია როგორც ევროპული, ისე, ზოგადად გლობალური უსაფრთხოებისთვის, და ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში.

10 სექტემბერი 2026, 16:03

რეგიონი

მარნეულის მუნიციპალიტეტში 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტებია დაგეგმილი

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2026 წელს 25 164 237 ლარის ღირებულების 5 კაპიტალური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

ლევან კოჭლოშვილი

10 სექტემბერი 2026, 15:44

პოლიტიკა

ლევან კოჭლოშვილი: კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ. როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, მანიპულაციაა

„ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი ოპოზიციისა და კონკრეტული პირების მისამართით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, ისტორიული ფიგურების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება მანიპულაციაა.

მაკა ბოჭორიშვილი

10 სექტემბერი 2026, 15:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს გვჭირდება მეტი თანამშრომლობა და მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში

„ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში და MAGA-ს მოძრაობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომლის წარმომადგენელიც დღეს მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას, შესაბამისად კავშირების გაწყვეტა მასთან სასაცილო და ღიმილისმომგვრელია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.