ირაკლი კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს უცნაურია, უმჯობესი იქნებოდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემის გადაჭრაში, მათ შორის, აშშ-თან
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-სტან, ეს უცნაურია, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემის გადაჭრაში, მათ შორის, აშშ-თან.
„ძალიან უცნაურია ასეთი ინიციატივები. ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. უმჯობესი იქნებოდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემის გადაჭრაზე, მათ შორის, აშშ-თან. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგებაზე უნდა იყოს მიმართული მათი მთელი ყურადღება, თუმცა, მათი ყურადღება არის გადატანილი პირიქით, კონფლიქტების გაღვივებისკენ და არა კონფლიქტების დარეგულირებისკენ, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
10 სექტემბერი 2026, 14:25
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი კოსმოსის საკითხებზე მიმდინარე პირველ საერთაშორისო სამიტზე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ამ დისკუსიების ნაწილი. საქართველო არის მოწვეული სწორედ იმ პლატფორმაზე, რომელსაც დღეს ქმნის საფრანგეთის პრეზიდენტი
დღეს აქ სამი დეკლარაცია იქნება მიღებული. სამივე დეკლარაციას საქართველო შეუერთდება და გლობალურ დონეზე ეს არის კოსმოსის საკითხებზე თანამშრომლობის ერთგვარი დასაწყისი, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კოსმოსის საკითხებზე პარიზში მიმდინარე პირველი საერთაშორისო სამიტზე საუბრისას.
10 სექტემბერი 2026, 14:20
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი კოსის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები ძალიან ხშირად მიდრეკილები არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც
„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები ძალიან ხშირად მიდრეკილები არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც, რომ ასე მოიქცნენ. ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში“, - მიიჩნევს ბოჭორიშვილი.
10 სექტემბერი 2026, 14:19
მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: შავ ზღვაში დრონებით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი დაშავდა
შავ ზღვაში უცხოურ სატვირთო გემ TEDY-ზე, რომლის ეკიპაჟის წევრებს შორის აზერბაიჯანის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 14:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში, თუმცა ეს მათი საქმეა, ჩვენი საქმე არის სამართლის აღსრულება ყველა საკითხთან დაკავშირებით
არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული კონკრეტულ ადამიანებზე, გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
10 სექტემბერი 2026, 14:15
პოლიტიკა
პრემიერი: მთლიანად სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია, ასეთ თემებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება გაუმჭვირვალედ, თან მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება, მსგავს სახელმწიფოებრივად მგრძნობიარე თემებზე კამპანიების აგორება მეტყველებს ამ კამპანიის დამკვეთებისა და შემსრულებლების ანტისახელმწიფოებრივ ბუნებაზე
გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის მეშვეობით, აქვს ერთადერთი შეფასება - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
10 სექტემბერი 2026, 14:05
ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით, ჯანმოს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით, 2026 წლის 13 სექტემბრიდან 2030 წლის 12 სექტემბრამდე მიანიჭა.
10 სექტემბერი 2026, 13:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ამომრჩეველს მივეცით დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ გავანეიტრალებდით უცხოურ აგენტურას ჩვენს ქვეყანაში და ამ დაპირებას რეალურად ვასრულებთ, უცხოური აგენტურა დღეს საქართველოში არის დასუსტებული, თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე
ჩვენ ამომრჩეველს მივეცით დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ გავანეიტრალებდით უცხოურ აგენტურას ჩვენს ქვეყანაში და ამ დაპირებას რეალურად ვასრულებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პარიზში.
10 სექტემბერი 2026, 13:50
საზოგადოება
ComCom-სა და SpaceX-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ComCom-ის წარმომადგენლებმა ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებულ მდგომარეობაზე, სამომავლო ხედვასა და საქართველოში ინოვაციური სატელეკომუნიკაციო სერვისების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ამასთან, მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა მაღალსიჩქარიანი დაკავშირებადობის გაუმჯობესება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობის გაძლიერება და სატელიტური ინტერნეტის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება. მათ შორის, არსებული ტექნიკური სტანდარტების განახლება, Starlink-ის ახალი თაობის მომხმარებლის ტერმინალების დანერგვა, რაც ინტერნეტის სიჩქარისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. საუბარი ასევე შეეხო Starlink for Good ინიციატივას, რომელიც ადგილობრივი თემებისა და სკოლებისთვის დაკავშირებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
10 სექტემბერი 2026, 13:49
კულტურა
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმის „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმის „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა
10 სექტემბერი 2026, 13:49
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა.
10 სექტემბერი 2026, 13:39
პოლიტიკა
პრემიერი: შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს. მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული
„ჩვენ შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს. მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
10 სექტემბერი 2026, 13:26
მსოფლიო
Reuters: ნატოს მოკავშირეებმა რუსეთის მიერ წყალქვეშა კაბელების საბოტაჟისთვის მზადება ჩაშალეს
არქტიკის წყლებში, შორეულ სვალბარდის არქიპელაგთან ნატოს მოკავშირეებმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსული წყალქვეშა ნავების წვრთნა აღმოაჩინეს. დასავლელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი საიდუმლო იარაღის გამოყენებას ამუშავებდა, რომლის მიზანიც წყალქვეშა კრიტიკული კაბელების კვალის დატოვების გარეშე მწყობრიდან გამოყვანაა, იუწყება Reuters-ი.
10 სექტემბერი 2026, 12:53
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: გვარამია დარწმუნდა, რომ ხელისუფლებას ვერ შეცვლის, ამიტომ ოპოზიციაში, პოზიციების დასაკავებლად, ცეცხლი გაუხსნა „თავის სააკაშვილს” და ზოგადად, ოპოზიციასაც
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიას ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
10 სექტემბერი 2026, 12:53
საზოგადოება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ასრულებენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ირანს შორის, ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით
საქართველო აქტიურად იცავს და უზრუნველყოფს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების შესრულებას. ეს ეხება საავიაციო სექტორსაც, - აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
10 სექტემბერი 2026, 12:44
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას განაგრძობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ინდივიდუალური მეწარმეების ნ. მ-ის (ქობულეთი, რუსთაველის მეორე ჩიხი N13) და ა. ნ-ის (ქობულეთი, თავისუფლების ქუჩა #26) კუთვნილ სასადილოებსა და მ. გ-ის კაფე-ბარში (ქობულეთი, აღმაშენებლის 376 ბ). დაფიქსირდა ასევე ეტიკეტირების წესის დარღვევა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონა, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
10 სექტემბერი 2026, 12:44
მსოფლიო
Reuters: როგორ შეინარჩუნა ირანმა ჩინეთიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონლის მიღება სანქციების გვერდის ავლით
ირანმა ნავთობის გაყიდვაზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით ბარტერის მსგავს სქემას მიმართა, რომლის საშუალებითაც ჩინეთიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონელს, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობას, ყიდულობდა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 12:27
ეკონომიკა
ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ორმხრივი წვდომის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკსა და AFSA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ასტანის ფინანსური დღეების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასტანის ფინანსური სერვისების მარეგულირებელ ორგანოს (AFSA) შორის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ორმხრივი წვდომისა და აღიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
10 სექტემბერი 2026, 12:20
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გაგა კირკიტაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეს, ლინგ ჭიფენგს შეხვდა.
10 სექტემბერი 2026, 12:13
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილი პირველი საერთაშორისო სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის
სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარიზში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს.


