პარლამენტთან აქციის მონაწილეები გიგი უგულავას და გრიგოლ ვაშაძეს დაუპირისპირდნენ
ფოტო: IMEDI
რუსთაველზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები გიგი უგულავას დაუპირისპირდნენ, რომელიც პირდაპირ ეთერში უნდა ჩართულიყო. დემონსტრანტებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ბოთლები ესროლეს და „წადის“ სკანდირებდნენ. მანამდე აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის უფლება გრიგოლ ვაშაძეს არ მისცეს.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს საღამოს განახლდა. პროტესტის მონაწილეები შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.
გიორგი გახარიას თქმით, პოლიციამ ბოლომდე გამოიყენა თმენის ვალდებულება, ვიდრე ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე.
დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ამასთან, ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს.
დღის ბოლოს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ უგულავას, მელიასა და ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხავენ.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 240 პაციენტიდან საავადმყოფოებში რჩება 55.
240-დან 80 იყო პოლიციელი. შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.
20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.
ყველა სიახლე
07 აგვისტო 2026, 20:23
პოლიტიკა
აგვისტოს ომი და თარიღებით მანიპულაცია ოპოზიციისგან - როგორ სცადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისტორიის შეცვლა ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციამ ომის თარიღიც სადავო გახადა და წელსაც გმირების საფლავებზე მარტო, ჭირისუფლის გარეშე აღმოჩნდა. ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ დაიწყო. განმარტებებისას ნაწილს მათივე მთავარსარდლის ბრძანებულების უარყოფაც მოუხდა. სპეკულაციის მიზანი მმართველი გუნდისთვის ნათელია.
07 აგვისტო 2026, 19:52
რეგიონი
რუსთავის ცენტრალური პარკის პროექტირება იწყება
უნდა შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს საფესტივალო სივრცეები, დაიგეგმოს ამფითეატრის რეაბილიტაცია, გაკეთდეს ველოსიპედის, სარბენი და საფეხმავლო ბილიკების ქსელი, ტბასა და კუნძულზე გადასასვლელი ხიდები, განვითარდეს დამატებითი სატრანსპორტო კავშირები და დაიწყოს ნიჩბოსნობის სკოლის მიმდებარედ ახალი ნავმისადგომის მშენებლობა.
07 აგვისტო 2026, 19:51
მსოფლიო
ბრიტანული გამოცემა Financial Times: ევროკავშირი არ არის მზად უკრაინას დაჩქარებული წესით წევრობა მიანიჭოს - სრულფასოვანი წევრობის გზაზე უდიდეს დაბრკოლებად კვლავ რჩება ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონე
ევროკავშირი არ არის მზად უკრაინას დაჩქარებული წესით წევრობა მიანიჭოს - სრულფასოვანი წევრობის გზაზე უდიდეს დაბრკოლებად კვლავ რჩება ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონე, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.
07 აგვისტო 2026, 19:16
სამართალი
საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა
პროკურატურა ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
07 აგვისტო 2026, 18:43
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საფრანგეთი არ დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესებში - ეს ყოველივე ფრანგი ხალხის ექსკლუზიური და ხელშეუხებელი უფლებაა
საფრანგეთი არ დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესებში - ეს ყოველივე ფრანგი ხალხის ექსკლუზიური და ხელშეუხებელი უფლებაა, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ.
07 აგვისტო 2026, 18:27
მსოფლიო
ესპანეთმა იტალია გააფრთხილა, რომ მიიღებს „პროპორციულ ზომებს“, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს ესპანეთიდან ჩასულ მგზავრებზე
ესპანეთმა პარასკევს იტალია გააფრთხილა, რომ მიიღებს „პროპორციულ ზომებს“, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს ესპანეთიდან ჩასულ მგზავრებზე.
07 აგვისტო 2026, 18:11
პოლიტიკა
გიორგი სიხარულიძე: მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს
ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წევრი გიორგი სიხარულიძე აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს. საინიციატივო ჯგუფის წევრი ამბობს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძესთან შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
07 აგვისტო 2026, 17:58
პოლიტიკა
შოთა ქევხიშვილი: ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრი და დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლის, ნიკა ჩერქეზიშვილის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციონერი კოლეგის განცხადება სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
07 აგვისტო 2026, 17:55
პოლიტიკა
ნიკოლოზ კახეთელიძე: ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელთა არსი ან სათანადოდ ვერ გაუგიათ, ან საზოგადოებას შეგნებულად აწვდიან არასწორ ინფორმაციას
დედაქალაქში მიმდინარე სამშენებლო პროცესების შეფასება, როგორც „უკანონო ქაოსური მშენებლობებისა“, არასწორია და რეალობას არ შეესაბამება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით უხერხულია, როდესაც ამ საკითხზე თავად საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ლაპარაკობენ.
07 აგვისტო 2026, 17:50
პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდნენ
„ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მტკიცე მეგობრობასა და პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბანაკების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიცნონ ერთმანეთის კულტურა, ისტორია და ტრადიციები, დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები და კიდევ უფრო გააძლიერონ კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, ასეთი პროგრამები მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართულ-ბერძნული მეგობრობის განმტკიცებაში", - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
07 აგვისტო 2026, 17:45
საზოგადოება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: 8 აგვისტოს 00:30 საათიდან 8 აგვისტოს 22:00 საათამდე, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას კუთხიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით, ფანჯიკიძის ქუჩის კუთხემდე ავტომობილების გადაადგილება სრულად შეიზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის №37-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების 1000 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე რთული ტექნიკური დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელია გზის სავალი ნაწილის დაკეტვა.
07 აგვისტო 2026, 17:42
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთის ხელისუფლება მასშტაბურ კრიზისებზე რეაგირების წვრთნას ჩაატარებს
POLITICO-ს ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლება მასშტაბურ კრიზისებზე რეაგირების წვრთნას ჩაატარებს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის შესაძლო სრულ გათიშვასა და მისგან გამოწვეულ საფრთხეზე რეაგირებას გამოცდიან.
07 აგვისტო 2026, 17:32
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიაზე. ცდილობენ, რომ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შორისაც შუღლი ჩამოვარდეს
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვიწყებთ მუშაობას აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დასარეგულირებლად. მომზადდება შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გასაჯაროვდება შესაბამისი კონსულტაციების დასრულების შემდეგ და საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას საქართველოს პარლამენტს წარედგინება“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
07 აგვისტო 2026, 17:26
პოლიტიკა
შოთა ქევხიშვილი: ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრი და დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლის, ნიკა ჩერქეზიშვილის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
07 აგვისტო 2026, 17:24
მსოფლიო
The Guardian: გლობალურმა სასურსათო ფასებმა სამ წელიწად-ნახევარში მაქსიმუმს მიაღწია - მიზეზი სიცხე, ომები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაძვირებაა
გლობალური სასურსათო ფასები ბოლო სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა. ამის მიზეზად გაერო ზაფხულის ექსტრემალურ სიცხესა და უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებს ასახელებს, რომლებმაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისა და მიწოდების ხარჯები გაზარდა, იუწყება The Guardian-ი.
07 აგვისტო 2026, 17:16
საზოგადოება
კახა ლაბუჩიძე: ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახა ლაბუჩიძემ ისნის რაიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტი განიხილა.
07 აგვისტო 2026, 17:14
პოლიტიკა
შალვა ოგბაიძე: თბილისის საავტობუსო პარკი რეგიონსა და ევროპის ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და მოწესრიგებულია
„ჩვენ ვსაუბრობთ საკითხისადმი სისტემურ მიდგომაზე, რაც განსაზღვრულია სატრანსპორტო პოლიტიკით. სხვათა შორის, 2025 წელს, 2011 წელთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა ორჯერ გაიზარდა და 320 მილიონი შეადგინა“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
07 აგვისტო 2026, 17:10
მსოფლიო
Euractiv: ისლანდია ბრიუსელს მოუწოდებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმში არ ჩაერიოს
Euractiv-ის ცნობით, ისლანდიის მთავრობამ ბრიუსელს მოუწოდა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ქვეყანაში დაგეგმილ რეფერენდუმში არ ჩაერიოს.
07 აგვისტო 2026, 17:03
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: ისტორიას ვერ გადაწერთ. რაც არ უნდა იხმაუროს დამარცხებულმა პარტიამ, მისი დანაშაულები ვერ გადაიფარება
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი გურამ ნიკოლაშვილი 2008 წლის ომის წლისთავს და ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან მორიგი ყიჟინაა ატეხილი იმ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო.
07 აგვისტო 2026, 16:35
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: საიდან მოიტანა, რომ ტყვეებს ვხვრეტდით - ეს აბსურდი და ბოდვაა
„მეც დავდიოდი და ბარამიძეც, მაგრამ ამასობაში არჩევნები ჩატარდა, ბარამიძე პარლამენტის წევრი გახდა და კომისიის მუშაობიდან ამოვარდა. მე კომისიაში მუშაობას ვაგრძელებდი, ბარამიძე პარლამენტში იყო და ზოგჯერ გვეხმარებოდა. იშვიათად ჩამოდიოდა, როცა ტყვეთა გაცვლა იყო. შეიძლება იყო ფრაგმენტები, მაგრამ ეს არ იყო რეგულარული. მაჩვენოს ერთი პროტოკოლი, სადაც ტყვეთა გაცვლისას ბარამიძის გვარია. ვერ მოიტანს. ყველგან ჩემი გვარია. ამ ყველაფერს მე ვმართავდი“.


